კატეგორია: მსოფლიო

იაპონიის ყოფილი პრემიერი შინზო აბე მოკლეს

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე გარდაიცვალა, – ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. შეგახსენებთ, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს ქალაქ ნარაში ზედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. შინზო აბემ იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად იმსახურა. პირველად ის 2006 წელს აირჩიეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობა 2007 წელს […]

ბორის ჯონსონი გადადგა

ბორის ჯონსონი - "უკრაინაში შეჭრით პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა"

დიდი ბრიტანეთის პრემერმინისტრი, ბორის ჯონსონი გადადგა. მისი თქმით, ნათელია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ პარტიას ახალი ლიდერი, ქვეყანას კი ახალი პრემიერმინისტრი სჭირდება. მისი თქმით, დანიშნა კაბინეტი, რომელიც იმუშავებს და ის შეასრულებს მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე. ჯონსონი ამბობს, რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

საფრანგეთში კორონავირუსის მეშვიდე ტალღა იწყება

გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსისგან 27 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა შედის კოროვირუსული პანდემიის მეშვიდე ტალღაში მას შემდეგ, რაც ინფექციების ყოველდღიურმა რაოდენობამ დიდი ხნის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 200 000-ს. ამის შესახებ BFMTV-ი იუწყება. გასული დღის განმავლობაში ქვეყანაში 206 000-ზე მეტი ახალი პაციენტი დაფიქსირდა. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით კორონავირუსის ეპიდემიის მეშვიდე ტალღაში. Omicron BA.4 და BA.5 შტამების ქვეტიპები იწვევს ეპიდემიის ზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით”, […]

ჩინეთმა და ინდოეთმა რუსეთს 3 თვეში 24 მილიარდი დოლარი გადაუხადეს

ნიუ იორკში ვაქცინის პირველი დოზით აცრილები 100-100 დოლარს მიიღებენ

რუსეთმა ჩინეთისა და ინდოეთისთვის ენერგორესურსების მიყიდვით, უკრაინაში შეჭრიდან სულ რაღაც სამ თვეში, 24 მილიარდი დოლარი იშოვა, – ამის შესახებ შესახებ Bloomberg-ი იუწყება. გამოცემა წერს, რომ ეს აჩვენებს, თუ როგორ ზღუდავს გლობალური ფასების ზრდა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის დასჯისკენ მიმართულ აშშ-სა და ევროპის მცდელობებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთმა მაისის ბოლომდე, სამი თვის განმავლობაში, რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესასყიდად […]

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში უნივერსიტეტი დაბომბეს 

აზოვსტალის ქარხანაზე რუსების გუშინდელ შეტევას 2 ქალი ემსხვერპლა

რუსული ძალების მიერ ხარკოვში, უნივერსიტეტის შენობის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „გამოძიებამ შეისწავლა, რომ 6 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, აგრესიული ძალების სამხედროებმა ხარკოვში, კიივსკის რაიონი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, ადგილობრივ უმაღლესი განათლების დაწესებულებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მოკლულია 40 წლის დაცვის თანამშრომელი“, – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინული […]

თეთრი სახლი – “უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში უნდა ჩავაყენოთ”

აშშ - ვმუშაობთ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის აღსაკვეთად

თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ უკრაინის ომის მიმართ აშშ-ის მიდგომა არ შეცვლილა და რომ ისინი ორიენტირებულები არიან გააძლიერონ უკრაინის პოზიცია შესაძლო მომავალი მოლაპარაკებებისთვის. „არანაირი მოლაპარაკება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. რის გაკეთებას ვცდილობდით და ვაკეთებთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არის უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში ჩავაყენოთ ისე, რომ როდესაც მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა იქნება, მათ […]

აგარაკზე გენერალური დირექტორი ცხედარი იპოვეს – „გაზპრომის“ თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს

აგარაკზე გენერალური დირექტორი ცხედარი იპოვეს - „გაზპრომის“ თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს

რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს. ლოჯისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი  სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარკზე, აუზში იპოვეს. მას თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი, გვერდით კი ტრავმატული იარაღი იდო. ჯერჯერობით ვის ეკუთვნის აღნიშნული იარაღი. კომპანია „ასტრა-შიპინგი“, რომლის გენდირექტორიც ვორონოვი გახლდათ, რუსეთის ტრანსნაციონალური ენერგოკომპანიის, „გაზპრომ“-ის ერთ-ერთი კონტრაქტორს წარმოადგენს, რომელიც დაკვეთებს არქტიკაში ასრულებს. […]

ჩავუშოღლუ – ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

მევლუთ ჩავუშოღლუ - ”საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ირწმუნება, რომ ანკარისთვის ევროკავშირში გაწევრიანება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ალექსანდრ შალენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მიუხედავად ყველა სირთულისა და პოლიტიკური დაბრკოლებისა, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას. მეორე მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული […]

თურქეთში ავტობანზე კლდე ჩამოიშალა – არის მსხვერპლი

თურქეთში ავტობანზე კლდე ჩამოიშალა - არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, ჩამოშლილი ლოდები კი ტრაილერებს დაეცა. შემთხვევა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე დილით მოხდა. როგორც თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. “რაც ამ დროისთვის ცნობილია, დაღუპულია ერთი აზერბაიჯანელი, რამდენიმე თურქი კი დაშავებულია”,- განაცხადა ელჩმა. პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია ოთხი სატვირთო ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე გზის […]

ჩვენი მიზანია ამ ომის შეჩერება

დიდი ბრიტანეთი უკრაინელებისთვის 45 მილიონ გირვანქას გამოყოფს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივნის ლიზ ტრასის განცხადებით, პუტინი შემზარავი დიქტატორია, რომელმაც მოამზადა უკანონო და გაუმართლებელი ომი და შეუკვეთა ყველაზე შემზარავი დანაშაულების ჩადენა უკრაინაში. ამის შესახებ მან Sky News-თან ისაუბრა. „ჩვენ ვნახეთ ქალების გაუპატიურება. ვნახეთ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, მათ შორის სავაჭრო ცენტრში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ არა მხოლოდ უკრაინელების წარმატება, საკუთარი ქვეყნიდან რუსების გაყრის პროცესში, არამედ ისიც, რომ […]