„პუტინი 69 წლის ასაკში ისევ მამა გახდება“

„პუტინი 69 წლის ასაკში ისევ მამა გახდება“უცხოური ტაბლოიდი ექსკლუზიურად იტყობინება, რომ 69 წლის ვლადიმერ პუტინი მალე ისევ მამა გახდება. იგი საყვარელი ქალისგან, ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასგან ბავშვს ელოდება. როგორც ამბობენ, მანამდე რუსეთის პრეზიდენტს კაბაევასგან უკვე შეეძინა ორი შვილი. ახლა წყვილი ქალიშვილს ელოდება.

წყარო ირწმუნება, რომ როდესაც პუტინს ამის შესახებ უთხრეს, მან თქვა: „მე მყავს საკმარისი შვილი, და უკვე მყავდა საკმარისი ქალიშვილი დიდი ხნის წინ”.

ამასთან , 2015 წლის მარტში აცხადებდნენ, რომ კაბაევას ვაჟი შეეძინა შვეიცარიის VIP კლინიკაში, ხოლო 2019 წელს მას მოსკოვში ტყუპები ეყოლა, მაგრამ შვეიცარაში მცხოვრებმა რუსმა გინეკოლოგმა 2022 წელს პრესას განუცხადა, რომ ორივე ბავშვი ბიჭი იყო, რაც შეიძლება იმას ნიშნავს, რომ პუტინს ჰყავს ორი ვაჟი, 7 და 3 წლის.

პუტინის პირადი ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული – ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი შვილი ჰყავს პრეზიდენტს.

ცნობილია, რომ მას ჰყავს ქალიშვილები: აკადემიკოსი და ბიზნესმენი მარია ვოროცოვა, რომელიც 37 წლისაა და 35 წლის კატერინა ტიხონოვა, რომელიც მეცნიერი და ყოფილი მოცეკვავეა.  ორივე ქალიშვილი პუტინს ყოფილ მეუღლესთან, ლუდმილასთან ჰყავს.

ორივე შვილს სანქციები აქვს დაწესებული დასავლეთის მიერ. ამასთან, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციები დაწესებული აქვს პუტინის ყოფილ მეუღლე ლუდმილა ოჩერეტნაიას,  საყვარელ ქალს ალინა კაბაევას და  პრეზიდენტის ახლო გარემოცვის სხვა წევრებს.

პრაიმ ტაიმი