კატეგორია: მსოფლიო

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ირანის მონაცემებს გადააჭარბა. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, იტალიაში დაღუპულთა რაოდენობამ 79-ს მიაღწია მას შემდეგ, რაც ბოლო 24 საათის მანძილზე 27 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ჩინეთს გარეთ COVID-19-ით ფატალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, იტალიაში კორონავირუსი ამ დროისთვის 2.502 პირს დაუდასტურდა. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ საავადმყოფოებში ადგილების და ექიმების დეფიციტია. […]

სამხრეთ ფლორიდის კათოლიკურ ეკლესიებში ზიარების ჭურჭლის გამოყენება დროებით შეწყდება

სამხრეთ ფლორიდის კათოლიკურ ეკლესიებში ზიარების ჭურჭლის გამოყენება დროებით შეწყდება

კორონავირუსის საფრთხის გამო, სამხრეთ ფლორიდის კათოლიკური ეკლესიები წესებს ცვლიან. მაიამის არქიეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამ ცვლილებებზეა საუბარი. განცხადების თანახმად, დაცარიელდება ნაკურთხი წყლის რეზერვუარი ეკლესიის შესასვლელებში, დროებით შეწყდება ზიარებისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გამოყენება. ამასთან, მღვდელმსახურებმა ცერემონიის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ხელები ანტიბაქტერიული საპნით უნდა დაიბანონ. ასევე, ეკლესია აფრთხილებს მორწმუნეებს, იმ შემთხვევაში, თუ გრიპის სიმპტომები აქვთ ან თავს […]

ირანში კორონავირუსის გამო 54.000 პატიმარი ციხეებიდან გამოუშვეს

ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა

ირანში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, 54 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს ციხიდან.  ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მათ კორონავირუსის ტესტი უკვე ჩაუტარეს და მსჯავრდებულებს ვირუსი არ დაუდგინდათ. ყველა პატიმარს გათავისუფლებამდე გირაოს გადახდა მოუწია. ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 77 ადამიანი. ინფიცირებულთა რიცხვი კი 2.336-ია. მათგან 835-ს ვირუსის დიაგნოზი 3 მარტს დაუსვეს. ინფიცირებულთა შორის არიან ირანის მთავრობის წევრები. აღსანიშნავია, რომ ვირუსი […]

უხანში კორონავირუსით დაინფიცირებამ იკლო – 1 კლინიკა დახურეს

უხანში კორონავირუსით დაინფიცირებამ იკლო - 1 კლინიკა დახურეს

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსთან გასამკლავებლად 16 სახელდახელოდ აშენებული საავადმყოფოდან ერთ-ერთი დახურეს, რისი მიზეზიც დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობის კლება გახდა. ჰოსპიტალის დახურვასთან დაკავშირებით ახალი ამბები ემთხვევა საგრძნობ კლებას დაავადებული ადამიანების ახალი შემთხვევებისა ჰუბეის პროვინციაში, თუმცა ქალაქი მაინც რჩება ყველაზე მაღალი რისკის ზონად დაინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მხრივ. ჰუბეის პროვინციაში დაინფიცირებულთა რიცხვმა უკვე საგრძნობლად იკლო და იანვრის შემდეგ ერთი […]

ირანის პრეზიდენტმა პუტინი ირანში მიიწვია

ირანის პრეზიდენტმა პუტინი ირანში მიიწვია

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შესთავაზა ასტანის ფორმატის სამიტი სირიის საკითხთან დაკავშირებით ირანში გაიმართოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, კაზემ ჯალალიმ განაცხადა. „რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი გაიმართა პრეზიდენტებს, როუჰანსა და პუტინს შორის. სატელეფონო საუბრის ფარგლებში, პრეზიდენტმა როუჰანიმ მოიწვია პრეზიდენტი პუტინი ირანში, რომ შემდეგი სამიტი ასტანას ფორმატის ფარგლებში […]

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებას რელიგიურ ჯგუფს აბრალებენ

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებას რელიგიურ ჯგუფს აბრალებენ

სამხრეთ კორეის დედაქალაქში ადგილობრივი რელიგიური ჯგუფის ლიდერების წინააღმდეგ საქმე აღიძრა. საქმის პროკურორები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი რელიგიური სექტის ლიდერებმა, სადაც პირველად კორონავირუსის გავრცელება მოხდა, არ ითანამშრომლეს შესაბამის სტრუქტურებთან, რის გამოც ვირუსი მთელ ქვეყანაში გავრცელდა. სეულის მერი აცხადებს, რომ ამ პირებს ზუსტი და დროული ინფორმაცია რომ მიეწოდებინათ, ეფექტური ზომები გატარდებოდა იმ ადამიანთა დასაცავად, ვინც მოგვიანებით ვირუსით დაიღუპა. […]

ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა

ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა

ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველთა საბჭოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მუჰამედ მირმოჰამადი თეირანის საავადმყოფოში დღეს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექსპერტების ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ირანში 5.5.%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ქვეყნებში არსებულ მონაცემებს. ამასთან, როგორც ცნობილია ქვეყნიდან საკუთარი დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა. გავრცელებული ცნობებით, ირანიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანას სხვა ქვეყნების […]

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „გაზაფხულის ფარი“ დაიწყო

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „გაზაფხულის ფარი“ დაიწყო

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აქარმა 1 მარტს სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ ჩატარების შესახებ განაცხადა. მინისტრის თქმით, ოპერაცია დაიწყეს იმ ავიადარტყმის საპასუხოდ, რომელიც 27 თებერვალს თურქი სამხედროების პოზიციებზე განხორციელდა და 36 თურქი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა. „თურქეთს არ გააჩნია რუსეთთან და სირიასთან დაპირისპირების მიზანი. ჩვენი ამოცანაა – ბაშარ ასადის რეჟიმის დანაშაულებათა შეჩერება, რადიკალიზაციის აღმოფხვრა […]

თურქეთში რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ჟურნალისტები დააკავეს

თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები ხელწერილით გამოუშვეს

თურქეთში, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ თურქეთის ბიუროს სამი ჟურნალისტი და ბიუროს მთავარი რედაქტორი მახირა ბოზტეპე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. „სპუტნიკის“ მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლები შაბათს, გვიან ღამით დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სამშობლოს ღალატი მათი რუსულ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის გამო. თურქული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტების დაკავების მიზეზი გახდა სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული […]

პაშინიანი – “სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა”

პაშინიანი - ”სომხეთი არც ანტიირანულ და არც ანტიამერიკულ ქმედებებში არ ჩაერევა”

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს. მისი ინფორმაციით, დაინფიცირებული 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სომხეთში მეზობელი ირანიდან ჩავიდა. „მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – წერს ფაშინიანი. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოხდება ყველა იმ პირის იზოლირება, რომელსაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა. შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ სომხეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა […]