კატეგორია: მსოფლიო

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებას რელიგიურ ჯგუფს აბრალებენ

სამხრეთ კორეის დედაქალაქში ადგილობრივი რელიგიური ჯგუფის ლიდერების წინააღმდეგ საქმე აღიძრა. საქმის პროკურორები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი რელიგიური სექტის ლიდერებმა, სადაც პირველად კორონავირუსის გავრცელება მოხდა, არ ითანამშრომლეს შესაბამის სტრუქტურებთან, რის გამოც ვირუსი მთელ ქვეყანაში გავრცელდა. სეულის მერი აცხადებს, რომ ამ პირებს ზუსტი და დროული ინფორმაცია რომ მიეწოდებინათ, ეფექტური ზომები გატარდებოდა იმ ადამიანთა დასაცავად, ვინც მოგვიანებით ვირუსით დაიღუპა. […]

ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა

ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველთა საბჭოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მუჰამედ მირმოჰამადი თეირანის საავადმყოფოში დღეს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექსპერტების ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ირანში 5.5.%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ქვეყნებში არსებულ მონაცემებს. ამასთან, როგორც ცნობილია ქვეყნიდან საკუთარი დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა. გავრცელებული ცნობებით, ირანიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანას სხვა ქვეყნების […]

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „გაზაფხულის ფარი“ დაიწყო

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აქარმა 1 მარტს სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ ჩატარების შესახებ განაცხადა. მინისტრის თქმით, ოპერაცია დაიწყეს იმ ავიადარტყმის საპასუხოდ, რომელიც 27 თებერვალს თურქი სამხედროების პოზიციებზე განხორციელდა და 36 თურქი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა. „თურქეთს არ გააჩნია რუსეთთან და სირიასთან დაპირისპირების მიზანი. ჩვენი ამოცანაა – ბაშარ ასადის რეჟიმის დანაშაულებათა შეჩერება, რადიკალიზაციის აღმოფხვრა […]

თურქეთში რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ჟურნალისტები დააკავეს

თურქეთში, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ თურქეთის ბიუროს სამი ჟურნალისტი და ბიუროს მთავარი რედაქტორი მახირა ბოზტეპე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. „სპუტნიკის“ მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლები შაბათს, გვიან ღამით დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სამშობლოს ღალატი მათი რუსულ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის გამო. თურქული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტების დაკავების მიზეზი გახდა სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული […]

პაშინიანი – “სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა”

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს. მისი ინფორმაციით, დაინფიცირებული 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სომხეთში მეზობელი ირანიდან ჩავიდა. „მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – წერს ფაშინიანი. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოხდება ყველა იმ პირის იზოლირება, რომელსაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა. შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ სომხეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა […]

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1.128-მდე გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1.128-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 29 ადამიანი. როგორც ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაავადების 240 შემთხვევა გამოვლინდა. 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დაავადებულთაგან 105 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ​კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ნახევარი გამოვლენილია იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ლომბარდიის რეგიონში. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მას მოსდევს ემილია რომანიას რეგიონი და ვენეტო. აღნიშნულ სამ […]

ირანში საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულები იყვნენ, მოსახლეობამ ცეცხლი წაუკიდა – ვიდეო

ირანის ქალაქ ბანდერ-აბბასში საავადმყოფოს ცეცხლი წაუკიდეს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულები მიიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Iran International -ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივებმა საავადმყოფოს მას შემდეგ წაუკიდეს ცეცხლი, რაც გაიგეს, რომ მათთან შეუთანხმებლად საავადმყოფოში მოათავსეს საშიში ვირუსის გადამტანი პირები. ასევე, გაირკვა რომ ადრე სწორედ ამ საავადმყოფოში იყო  მოთავსებული 10 პაციენტი,  ქალაქ ყუმიდან. სადაც კორონავირუსი ძლიერი აფეთქებაა. https://youtu.be/IkR4fZKDkX4

მონღოლეთის პრეზიდენტი და მთავრობა კარანტინში მოათავსეს

მონღოლეთის პრეზიდენტი, ბათულგა ხალთმაა და მთავრობის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ჩინეთში 14 დღით იმყოფებოდნენ, კარანტინში მოათავსეს. ინფორმაციას „იერუსალიმ პოსტი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბატულგა პირველი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც ჩინეთს კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ ეწვია. მედიის ცნობით, მაღალჩინოსნები კარანტინში ჩინეთიდან ჩამოსვლისთანავე მოათავსეს. იპნ

თურქეთის არმია სირიაში შეტევაზე გადავიდა

სირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის საჰაერო თავდასხმებს იდლიბის პროვინციაში სულ მცირე 29 თურქი სამხედრო ემხვერპლა, ხოლო 36 დაჭრილია. „რა სირცხვილია, რომ დღეს მიწევს იმის თქმა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 29 მდე გაიზარდა“,-აცხადებს ქვეყნის სამხრეთ პროვინციის, ჰატაის გუბერნატორი სატელევიზიო მიმართვის დროს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ […]

რუსეთმა თურქეთის ჯარი დაბომბა – მოკლულია 35 თურქი სამხედრო – ერდოღანმა პუტინთან კონტაქტი შეწყვიტა

ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთმა მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა თურქულ სამხედრო კოლონაზე, რომელიც ჰატაის რეგიონიდან იდლიბისკენ მიემართებოდა. როგორც ადგილობრივები იუწყებიან, დაბომბვის შედეგად დაღუპულია ათეულობით თურქი სამხედრო. შექმნილი ვითარების ფონზე თურქეთმა შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან. ერდოღანმა სასწრაფოდ ჩანიშნა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც უახლოეს წუთებში დაიწყება არსებული სიტუაციის შესაფასებლად და სამომავლო გეგმების განსასაზღვრად. ტვიტერზე გაცხადებული […]