კატეგორია: მსოფლიო

აფეთქება აზერბაიჯანის ჯარში – 2 სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში აფეთება მოხდა, შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა. სამხედრო უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეს სატანკო ჭურვის დენთის კონტეინერი დაუვარდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. აფეთქების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ

კალიფორნიაში ახალი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობების ნაწილი. გაზის მილების დაზიანების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ბიძგები იგრძნობოდა ნევადას შტატის ქალაქ ლას-ვეგასიდან ლოს-ანჯელესამდე – წყნარი ოკეანის სანაპირომდე. შეგახსენებთ, რომ გუშინ კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში, ლოს-ანჯელესიდან 150 კილომეტრში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას სულ მცირე 4 აფტერშოკი მოჰყვა. მიწიძვრის კერა 9 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ცუნამის საშიშროება ამ ეტაპზე არ გამოცხადებულა. ეს კალიფორნიაში ბოლო 5 წლის მანძილზე 6 მაგნიტუდაზე მძლავრი პირველი მიწისძვრაა. 1994 […]

7 ივლისს საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება

7 ივლისს საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. წინასწარი სოციოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, არჩევნების მოგების შანსი აქვს მთავარ ოპოზიციურ მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას „ახალ დემოკრატიას“, თუმცა ჯერ ვერც ერთი გამოკვლევა ვერ ამტკიცებს, მოახერხებს „ახალი დემოკრატია“ მთავრობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად, თუ მას კოალიციის შედგენა დასჭირდება. მას დაახლოებით 10 პროცენტით ჩამორჩება ამჟამინდელი მმართველი რადიკალური მემარცხენე პარტია „სირიზა“. ამ ორი ლიდერი პოლიტიკური ძალის გარდა […]

იაპონიაში მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

იაპონიის კუნძულ კიუსიუს სამხრეთის რაიონების ადგილობრივი ხელისუფლება წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროების გამო უკვე მილიონ 94 ათასი კაცის სასწრაფო ევაკუაციას ახდენს. ეს საშიშროება კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია. სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, მიაძაკის და კაგოსიმას პრეფექტურებში ევაკუაცია ეხება 517,7 ათას საცხოვრებელ სახლს, რომლებსაც დანგრევა ან დატბორვა ემუქრება. ხალხის ევაკუაცია ხდება სპორტულ დარბაზებსა და უსაფრთხო ადგილებში მდგარ სხვა დიდ შენობებში, […]

რუსული წყალქვეშა აპარატი დაიწვა – დაიღუპა 14 მეზღვაური

1 ივლისს რუსულ წყალქვეშა აპარატზე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 14 მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძარი გაჩნდა სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების წყალქვეშა აპარატზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გამოკვლევებს აწარმოებდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის. ”ბიომეტრიული გაზომვების ჩატარების დროს გაჩნდა ხანძარი. დაიღუპა 14 წყალქვეშა მეზღვაური საგნების დაწვისგან მიღებული მოწამვლის გამო,” – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ლონდონში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, თვითმფრინავიდან ცხედარი ჩამოვარდა​

ლონდონის ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლის ეზოში თვითმფრინავიდან გადმოვარდნილიცხედარი ჩამოვარდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი ავიაკომანია „კენია ეარვეისის“ თვითმფრინავის შასის განყოფილებიდან გადმოვარდა. პოლიცია ვარაუდობს, გარდაცვლილი უბილეთო მგზავრია, რომელიც ნაირობიში თვითმფრინავის შასის განყოფილებაში დაიმალა. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას წყალი და საკვები აღმოაჩინეს. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს თვითმფრინავის შასის განყოფილებაში უბილეთოდ მგზავრობის პირველი მცდელობა არ არის. მეტრონომი

კვიპროსში რუსული რაკეტა ჩამოვარდა

კვიპროსზე, ნიქოზიის მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. რაკეტა თურქეთის მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთ კვიპროსში, ნიქოზიიდანჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოვარდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას ხანძარი გაჩნდა. ჩრდილოეთ კვიპროსის  ლიდერის, მუსტაფა აკინჯის ვარაუდობით, ინციდენტი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ კვიპროსი სირიასთან ახლოს მდებარეობს, გვიან ღამით კი, […]

დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ, პოლიციამ ცრემლსადენი ყუმბარები ისროლა – რა ხდება ჰონგ კონგში

ჰონგ კონგში მიმდინარე აქციები დაპირისპირებაში გადაიზარდა პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის მას შემდეგ, რაც ასეულობით ადამიანი შეიჭრა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რის შედეგადაც ძალზე დაზიანდა შენობაში არსებული ინვენტარი – დამტვრეული და დამახინჯებულია ავეჯი, პოლიტიკოსების სურათები კედლებიდან ჩამოაგდეს, ჰონგ-კონგის ლოგოს გადააკრეს ბრიტანეთის ყოფილი კოლონიალური დროშის აღმნიშვნელი პლაკატი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, პოლიციამ ცრემლსადენი ყუმბარები ისროლა შენობაში დემონსტრანტთა მიმართულებით, რის […]

კიოლნის ბორტი ბენ გურიონში ავარიულად დაჯდა – მგზავრები არ დაშავებულან – ვიდეო

რამდენიმე წუთის წინ, თბილისის დროით 17.25 საათზე კიოლნიდან გამოფრენილმა თვითმფრინავმა წარმატებით განახორციელა ავარიული დაჯდომა თელ ავივის ბენ გურიონის აეროპორტში. მას გვერდით მოჰყვებოდა ისრაელის საჰაერო ძალების 2 ფ-16 ტიპის თვითმფრინავი. ბორტზე სულ 152 მგზავრი იყო. დაზიანება არვ ერთ მათგანს არ მიუღია.