კატეგორია: მსოფლიო

აშშ ფეისბუქს 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს

„ფეისბუქმა“ რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ კუთვნილი რამდენიმე ასეული გვერდი და ანგარიში გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანო „ფეისბუქს“ 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს. საქმე ეხება „Cambridge Analytica“-ის სკანდალურ საქმეს. აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ, რომელიც ამ საქმის გამოძიებას გასული წლის მარტიდან აწარმოებს, დაასკვნა, რომ ლონდონში რეგისტრირებულმა საკონსულტაციო ფირმამ „Cambridge Analytica“-მ ფეისბუქისგან კანონის დარღვევით მიიღო სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები, რომლებიც შემდეგ გამოიყენა თავისი პოლიტიკური კლიენტების ინტერესების შესაბამისად. ამ […]

ქარმა ბავშვი აიტაცა და შუშის კარს მიანარცხა – ქარიშხალს საბერძნეთში 6 ადამიანი ემსხვერპლა – ვიდეო

ქარმა ბავშვი აიტაცა და შუშის კარს მიანარცხა - ქარიშხალს საბერძნეთში 6 ადამიანი ემსხვერპლა - ვიდეო

ოთხშაბათს გვიან ღამით, საბერძნეთში, ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა 6 ტურისტის სიცოცხლე იმსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ძლერს ქარს, წვიმა და შტორმი ახლდა თან, სტიქიამ შენობებს სახურავები გადახადა, ამოატრიალა ავტომობილები და დატბორა სასტუმროები. ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ადგილზე 100-ზე მეტი მაშველი მუშაობდა. დაღუპულთა შორის არიან რუსი ტურისტი და მისი 2 წლის შვილი, რომელთაც მოგლეჯილი ხე დაეცათ, […]

ხანძარი მოსკოვის გარეუბანში – დაიღუპა 1, დაშავდა 13 ადამიანი

ხანძარი მოსკოვის გარეუბანში - დაიღუპა 1, დაშავდა 13 ადამიანი

მოსკოვის გარეუბანში, თბოელექტროსადგურ „სევერნაიასთან“ ახლოს, გაზის მილის დაზიანების გამო, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია 13 ადამიანი. ცეცხლი გავრცელდა გაზის მაღალი წნევის სადგურზე, გაზსადენზე, ტექნიკურ ნაგებობებსა და სამეურნეო-ადმინისტრაციულ შენობაზე. ხანძარს 50 სახანძრო და ორი ვერტმფერენი აქრობდა. ხანძრის გამო ახლომდებარე მაგისტრალი გადაკეტეს. ოფიციალური ინფორმაციით, თბოელექტროსადგური არ დაზიანებულა.

იტალიაში ფორთოხლის ზომის სეტყვა მოვიდა – დაშავდა 18 ადამიანი

იტალიაში ფორთოხლის ზომის სეტყვა მოვიდა - დაშავდა 18 ადამიანი

იტალიის ცენტრალურ ნაწილში ადრიატიკის ზღვის სანაპირო რაიონში პესკარას კომუნაში, ფორთოხლის ზომის სეტყვა მოვიდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არის ფეხმძიმე ქალი, რომელსაც ჭრილობები სახეზე და თავზე აქვს. სეტყვამ დიდი ზარალი მიაყერნა ქალაქ პესკარას: დაზიანდა ავტომანქანები, სახლის სახურავები, ჩამტვრეულია შუშები. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტალიის ჩრდილეთით ძლიერი ქარიშხალი დაფიქსირდა, რომელმაც ხეები ფესვებიდან მოგლიჯა, გაანადგურა ათობით ავტომანქანა. […]

ოდესის სასამართლოში სააკაშვილმა ქალს ხელი მოსტეხა

ოდესის სასამართლოში სააკაშვილმა ქალს ხელი მოსტეხა

ოდესის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ცნობით, ოდესაში „კრაიანის საქმის“ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და მათთან ერთად სასამართლოს დარბაზში შეჭრა სცადა. საბოლოო ჯამში, დარბაზთან არსებულ კორიდორში დაპირისპირება დაიწყო, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს შენობა […]

ირანში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანის დასავლეთში, პროვინცია ხუზესტანში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ახვაზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 101 კილომეტრზე დაფიქსირდა. ამის შემდეგ ნახევარ საათში კიდევ ერთი, 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. იპნ

საბერძნეთის ვადამდელ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

7 ივლისს საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება

საბერძნეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი დემოკრატია“ გაიმარჯვა. მისმა მთავარმა კონკურენტმა პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის პარტია „სირიზამ“ დამარცხება უკვე აღიარა. ამ დროისთვის ბიულეტენთა 88 პროცენტია დათვლილი. წინასწარი შედეგების მიხედვით, პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ ამომრჩეველთა 39,8 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა, ციპრასის მემარცხენე პარტიამ კი 31.6 პროცენტი. გამარჯვებული პარტიის ლიდერმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ იგი იქნება ყველა ბერძენის პრეზიდენტი, […]

აფეთქება აზერბაიჯანის ჯარში – 2 სამხედრო დაიღუპა

აფეთქება აზერბაიჯანის ჯარში - 2 სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში აფეთება მოხდა, შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა. სამხედრო უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეს სატანკო ჭურვის დენთის კონტეინერი დაუვარდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. აფეთქების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ

კალიფორნიაში ახალი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობების ნაწილი. გაზის მილების დაზიანების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ბიძგები იგრძნობოდა ნევადას შტატის ქალაქ ლას-ვეგასიდან ლოს-ანჯელესამდე – წყნარი ოკეანის სანაპირომდე. შეგახსენებთ, რომ გუშინ კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში, ლოს-ანჯელესიდან 150 კილომეტრში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას სულ მცირე 4 აფტერშოკი მოჰყვა. მიწიძვრის კერა 9 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ცუნამის საშიშროება ამ ეტაპზე არ გამოცხადებულა. ეს კალიფორნიაში ბოლო 5 წლის მანძილზე 6 მაგნიტუდაზე მძლავრი პირველი მიწისძვრაა. 1994 […]