კატეგორია: მსოფლიო

ჟან ლუი ტრენტინიანი გარდაიცვალა

ჟან ლუი ტრენტინიანი გარდაიცვალა

ფრანგი მეგა მსახიობი ჟან ლუი ტრენტინიანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს დილას გარდაიცვალა გარის პროვინციაში სიბერის გამო. ყველაზე ცნობილი ფილმი, რომელმაც ტრენტინიანს დიდი სახელი მოუტანა ანუკ ემესთან ერთად,”ქალი და მამაკაცია”, კლოდ ლელუშის მიერ გასული ათასწლეულის 60-იანებში გადაღებული.

აშშ – ვმუშაობთ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის აღსაკვეთად

აშშ - ვმუშაობთ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის აღსაკვეთად

ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა აღვკვეთოთ იმ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინიდან მოიპარეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი აზიანებს უკრაინაში მარცვლეულის შესანახ ობიექტებს, იპარავს უკრაინულ მარცვლეულს და აქტიურად ბლოკავს სურსათის ექსპორტს უკრაინის პორტებიდან, რაც მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელს ზრდის. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. […]

„ჭურვები გვეწურება, რუსული არმია კი კიდევ უფრო ძლიერდება”

„ჭურვები გვეწურება, რუსული არმია კი კიდევ უფრო ძლიერდება”

ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, ხოლო ომი “საარტილერიო ბრძოლად” გადაიქცა. კიმი აღნიშნავს, რომ უკრაინის ჯარების ჭურვებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის პარალელურად, რუსული არმია კიდევ უფრო ძლიერდება. კიმმა დასავლელ მოკავშირეებს იარაღის სწრაფად მიწოდებისკენ მოუწოდა: “ევროპისა და აშშ-ს დახმარება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია”. – თქვა კიმმა. რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ […]

მარიუპოლი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა 

უკრაინაში რუსების მიერ გაუპატიურებული 8 ქალი, მათ შორის არასრულწლოვნები, ორსულად არიან – ომბუდსმენი

BBC-ის ინფორმაციით,  მარიუპოლი ქოლერის მასშტაბური აფეთქების რისკის წინაშეა. გამოცემა გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დაზიანებული ან განადგურებულია, სასმელი წყალი კი ჩამდინარე წყლებთან არის შერეული. ქუჩებში ცხედრებისა და ნაგვის სიმრავლე ასევე უწყობს ხელს ანტისანიტარიას. მარიუპოლის უკრაინელი მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ქალაქში უკვე გამოვლინდა ქოლერა, დიზენტერია და სხვა ინფექციური დაავადებები და უფრო […]

ანჯეი დუდა – “გაოცებული ვარ პუტინთან შოლცისა და მაკრონის მოლაპარაკებებით”

პრეზიდენტი დუდა - "პოლონეთში გეი ქორწინება არ იქნება და მათ ბავშვის აყვანის უფლება არ მიეცემათ"

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აკრიტიკებს იდეას, რომ უკრაინის ომის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებია. გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში, კითხვაზე, ეშინია თუ არა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს პუტინის, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ „გამოსავალი მხოლოდ მოლაპარაკების გზით შეიძლება გამოიძებნოს“, ანჯეი დუდამ უპასუხა, რომ მას აკვირვებს ყველა მიმდინარე მოლაპარაკება პუტინთან, რადგან, […]

ირანში მატარებელი ექსკავატორს შეეჯახა – 17 ადამიანი დაიღუპა

ირანში მატარებელი ექსკავატორს შეეჯახა - 17 ადამიანი დაიღუპა

ირანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 17 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო ათეულობით მგზავრი კი – დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მატარებელს 350-მდე მგზავრი გადაჰყავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანების, სამი შვეულმფრენისა და სამაშველო ჯგუფების მობილიზება მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ცნობილია, შემთხვევა ქალაქ ტაბასამდე 50 კილომეტრის მანძილზე არსებულ რკინიგზაზე მოხდა, რომელიც ქალაქს, ცენტრალურ ქალაქ იეზდთან აკავშირებს. […]

ბორის ჯონსონი პრემიერად დარჩა

ბორის ჯონსონი - "უკრაინაში შეჭრით პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა"

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში 211 ხმით 148 ხმის წინააღმდეგ უპირატესობა მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. აღნიშნული შედეგები ნიშნავს იმას, რომ ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება. შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მიმართ უკმაყოფილება ე.წ. “ფართიგეითის” სკანდალმა გამოიწვია. საუბარია, პრემიერის მიერ მკაცრი “ლოქდაუნის” დროს კოვიდ-რეგულაციების დარღვევაზე.

უკრაინაში  კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია დაიღუპა

უკრაინაში  კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია დაიღუპა

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლიაა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ აგრესიას ამ დროისთვის 13 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფილადელფიაში სროლისას 3 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა

ფილადელფიაში სროლისას 3 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა

პოლიციის განცხადებით, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა მას შემდეგ, რაც ფილადელფიაში, ერთ-ერთ უბანში ღამით, რამდენიმე ადამიანმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. ფილადელფიის პოლიციის ინსპექტორის ცნობით, რაიონში ოფიცრები პატრულირებდნენ, როდესაც შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე სროლის ხმა გაიგეს. მისი თქმით, ოფიცრებმა რამდენიმე მსროლელი დააფიქსირეს. ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა შორის, 2 მამაკაცი და 1 […]

მედვედევის შვილს ამერიკაში ვიზა გაუუქმდა

მედვედევის შვილს ამერიკაში ვიზა გაუუქმდა

დიმიტრი მედვედევის შვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზა გაუუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას nexta უცხოურ მედიაზე დაყრდნობით „ტელეგრამ“ გვერდზე ავრცელებს. გამომცემლობის ინფორმაციით, ილია მედვედევმა შტატები ორ დღეში უნდა დატოვოს. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება. მედვედევს  ამ მოვლენაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.