ირანში მატარებელი ექსკავატორს შეეჯახა – 17 ადამიანი დაიღუპა

ირანში მატარებელი ექსკავატორს შეეჯახა - 17 ადამიანი დაიღუპაირანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 17 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო ათეულობით მგზავრი კი – დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მატარებელს 350-მდე მგზავრი გადაჰყავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანების, სამი შვეულმფრენისა და სამაშველო ჯგუფების მობილიზება მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც ცნობილია, შემთხვევა ქალაქ ტაბასამდე 50 კილომეტრის მანძილზე არსებულ რკინიგზაზე მოხდა, რომელიც ქალაქს, ცენტრალურ ქალაქ იეზდთან აკავშირებს.

რკინიგზის წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ რელსებიდან გადასვლის მიზეზი მატარებლის ექსკავატორთან შეჯახება გახდა.