შვეიცარიაში ამერიკის საელჩოში მომხდარი აფეთქება ტერორისტულ აქტს არ უკავშირდება, არამედ მოკლე ჩართვას, რომელიც საელჩოს მიწისქვეშაკომუნიკაციებში დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქალაქ ჟენევის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. მანამდე, ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ საკონსულოსა და საელჩოს რაიონში აფეთქების შესახებ განაცხადა და საკუთარ მოქალაქეებს ამ რაიონში გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. პოლიციის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციებში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამან […]
კატეგორია: მსოფლიო
ამერიკაში ნიაგარის ჩანჩქერი გაიყინა
ამერიკის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილს შტორმმა გადაუარა. პარალელურად მკვეთრად დაეცა ჰაერის ტემპერატურა, შედეგად ნიაგარას ჩანჩქერი ნაწილობრივ გაიყინა. მიუხედავად ამისა ის ტურისტებისთვის მაინც მთავარ სანახაობად რჩება. ზამთრის შთამბეჭდავი ხედების სანახავად დამთვალიერებლები 25 გრადუსიან ყინვაში, გაყინულ ჩანჩქერთან საათობით რჩებიან. ციკლონმა ამერიკის ცენტრალურ-აღმოსავლეთ შტატებს კანადიდან გადაუარა და ამ დროისთვის ისევ ჩრდილოეთისკენ მიემართება. რუსთავი 2
რუსეთში თვითმფრინავის ავღანეთში გატაცება სცადეს – ბორტი ხანტი-მანსიისკში დაჯდა
22 იანვარს, რუსეთში, სურგუტი-მოსკოვის რეისით მიმავალი თვითმფრინავი გაიტაცეს. თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა 41 წლის მამაკაცმა პაველ შ.-მ პილოტებს ფრენის დროს მიმართულების შეცვლა და ავღანეთში ჩაფრენა მოსთხოვა. პილოტმა თვითმფრინავი შემოაბრუნა და იგი ავღანეთის ნაცვლად უკან ხანტი-მანსიისკის ოლქის მიმართულებით წაიყვანა. თვითმფრინავის ბორტზე 69 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი შეიარაღებული იყო რუსეთის სამართალდამცავების ინფორმაციით, მამაკაცი […]
ინდონეზიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში, ბოგორავატუს კუნძულის მახლობლად 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. აღნიშნულ ზონაში დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. აქამდე 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 05:10 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარას პროვინციიდან 85 კილომეტრში იყო. ამ მომენტისთვის ინფორმაცია დაშავებულებზე ან ნგრევაზე არ გავრცელებულა. ინტერპრესნიუსი
ჩილეში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ექსპერტებმა მიწისძვრის შედეგად ცუნამის საშიშროება გამორიცხეს. „როიტერის“ ცნობით, განსაკუთრებით დაზიანდა წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ლა სერენა. დაინგრა ძველი შენობების ნაწილი. შეგახსენებთ, რომ ჩილე სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და ძლიერი მიწისძვრები ხშირია. ბოლო პერიოდის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც მიწისძვრის სიმძლავრემ 8.8 მაგნიტუდა შეადგინა.
ხმელთაშუა ზღვაში 170 მიგრანტი დაიღუპა
ხმელთაშუა ზღვაში, 2 ნავის ჩაძირვის შედეგად, სავარაუდოდ, 170 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. სამმა მიგრანტმა, რომლებიც გადარჩნენ, განაცხადეს, რომ ნავში 120 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა დასავლეთ აფრიკიდან იყო. ნავმა ლიბიის სანაპირო ხუთშაბათს დატოვა და დაახლოებით, 10-11 საათის შემდეგ ჩაძირვა დაიწყო. ბორტზე 10 ქალი და 2 ბავშვიც იმყოფებოდა. ლიბიამ იმ რაიონში, სადაც ნავი ჩაიძირა, […]
მექსიკაში ნავთობსადენი აფეთქდა – 66 ადამიანი დაიღუპა
მექსიკაში ნავთობსადენის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80-ს აღწევს. ტრაგედია იადალგოს რეგიონში იმ დროს მოხდა, როდესაც ადგილობრივები საწვავის მოპარვას ცდილობდნენ. დაღუპულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან, ათობით დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია. აფეთქებას ადგილზე მასშტაბური ხანძარი მოჰყვა, რომელსაც მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. რამ გამოიწვია მილსადენზე გაჟონვა, ჯერჯერობით უცნობია. ტრაგედიის შემდეგ რეგიონში მექსიკის პრეზიდენტი […]
ბერლინის პროკურატურა გერმანიის თავდაცვის მინისტრის საქმეს სწავლობს
ბერლინის პროკურატურა გერმანიის თავდაცვის მინისტრის ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაკავშირებით ინფორმაციას ამოწმებს. კერძოდ, საქმე ეხება მინისტრის მიერ კომპანია Accenture-თან საკონსულტაციო მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებით გაფორმებულ შეთანხმებას და ამის ფარგლებში უფლება-მოსილების შესაძლო გადაჭარბებას. შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წლის დასასრულს პროკურატურაში ანონიმური განცხადება შევიდა, რომელიც გერმანიის აუდიტორთა ფედერალური პალატის შეფასებაზეა დაფუძნებული. დოკუმენტში განხილულია სამინისტროს ციფრულ სფეროში 19.5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები. ამასთან, გერმანიის აუდიტორთა […]
იტალიური ქალაქის სახლები 1 ევროდ იყიდება
სიცილიის კუნძულზე ქალაქ სამბუკაში გორაკზე, ათობით სახლი 1 ევროდ იყიდება. ამის შესახებ გაზეთი The Guardian-ი წერს. შეთახმების მიხედვით, ის ვინც სახლს იყიდის, ვალდებული იქნება მოუაროს რეგიონს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დეპოპულაციას განიცდის. ადგილობრივები უფრო მსხვილ ქალაქებში გადადიან საცხოვრებლად. „განსხვავებით სხვა ქალაქებისგან, რომლებმაც ეს პროპაგანდის გამო გააკეთეს, ჩვენ არ ვიქნებით შუამავლები სახლის ძველ და ახალ მფლობელებს შორის. […]
„ფეისბუქმა“ რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ კუთვნილი რამდენიმე ასეული გვერდი და ანგარიში გააუქმა
კომპანია „ფეისბუქმა” რამდენიმე ასეული ანგარიშისა და გვერდის გაუქმების შესახებ განაცხადა, რომლებიც საეჭვო ქმედებებში იყვნენ ეჭვმიტანალი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კომპანიის განცხადებით, ეს გვერდები, შესაძლოა, რუსეთთან და რუსულ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკთან“ იყვნენ დაკავშირებული. „ჩვენ აღმოვაჩინეთ ორი ოპერაცია, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობდა: პირველი ეხებოდა მთელ რიგ ქვეყნებს, მეორე კი – უკრაინას. ჩვენ ამ ოპერაციებს შორის რამე სახის კავშირი ვერ […]








