კატეგორია: მსოფლიო

კაბო-ვერდეს პორტში რუსეთის 11 მოქალაქე დააკავეს და 9 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს

კაბო-ვერდეს პოლიციამ პრაიას პორტში გემზე რუსეთის 11 მოქალაქე დააკავა და 9.5 ტონა კოკაინი ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Maritime bulletinვ ავრცელებს. პანამის დროშის ქვეშ გემი სამხრთ ამერიკიდან მაროკოში მიემართებოდა. 31 იანვარს იურიდიული მიზეზების გამო გემი პრაიას პორტში შევიდა. არსებული ინფორმაციით, როდესაც გემი პორტში შევიდა, ადგილობრივმა პოლიციამ უკვე იცოდა ნარკოტიკების კონტრაბანდის შესახებ. საერთო ჯამში 9.570 კილოგრამი კოკაინია ამოღებული. […]

უკრაინაში პრეზიდენტობის კანდიდატს ბრილიანტის მწვანე შეასხეს

უკრაინაში პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს, ალექსანდრ ვილკულს სახეში ე.წ. ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ამის შესახებ მან თავად გაავრცელა ინფორმაცია Facebook-ზე. ინციდენტი კულტურის სახლის მახლობლად მოხდა, სადაც კანდიდატი ამომრჩეველს უნდა შეხვედროდა. ვილკულმა თვალის რქოვანას დამწვრობა მიიღო. პოლიციამ მომხდარის გამო 33 წლის კაცი დააკავა, პოლიტიკოსმა კი ხელისუფლება დაადანაშაულა, რომელმაც, მისი თქმით რადიკალებს ასეთი თავდასხმების ორგანიზება დაუკვეთა.

იაპონიაში ბოინგ 787 კატასტროფას გადაურჩა

იაპონიის ავიახაზების მგზავრები კატასტროფას გადაურჩნენ. ტოკიოს ნარიტას აეროპორტში დაშვებისას ბოინგ 787-ის შასი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ლაინერი ასაფრენ ბილიკს ასცდა. უმართავი თვითმფრინავის გაჩერება პილოტებმა რამდენიმე წუთის შემდეგ მოახერხეს. ინცინდენტის დროს ლაინერის ბორტზე 201 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრები ლაინერიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს და მათ ტერმინალში პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ავარიული დაშვებისას დაზიანდა ლაინერი და ასაფრენი ბილიკი, რის გამოც […]

რიგის მერი ნილ უშაკოვი დააკავეს

რიგის მერი ნილ უშაკოვი დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ფეისბუქში რიგის დუმის ყოფილმა დეპუტატმა რუსლან პანკრატოვმა დაწერა. მისი თქმით, უშაკოვი დააკავეს კორუფციი წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს, კნაბ-ის, თანამშრომლებმა. მიმდინერეობს ჩხრეკა უშაკოვის კაბინეტში და მის საცხოვრებელ სახლში. პარტია ”სოგლასიეს” ლიდერმა იანის ურბანოვიჩმა სააგენტო ლეტა-ს უთხრა, რომ უშაკოვთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ბოლო ინფორმაციით, ნილ უშაკოვის […]

ვაშინგტონმა ხუან გუაიდოს ამერიკულ ბანკებში ვენესუელის აქტივებზე წვდომა მისცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაადასტურა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს უფლებამოსილება ამერიკულ ბანკებში ვენესუელის სახსრების გაკონტროლების თაობაზე. შესაბამის განკარგულებას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ხელი დღეს მოეწერა. აშშ-ის ფედერალური რეზერვის შესახებ კანონის თანახმად, ამერიკულ ბანკებში ამა თუ იმ ქვეყნის კუთვნილი თანხების განკარგვის უფლება იმ ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს, რომლის ლეგიტიმაციასაც აშშ ცნობს. ხუან გუაიდომ […]

გუაიდო – ”ჯარი მალე ჩვენს მხარეზე გადმოვა”

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს განცხადებით, შეიარაღებული ძალები მალე მის მხარეს გადავლენ. ამის შესახებ ხუან გუაიდომ გერმანულ ტელეარხ ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჯარისკაცების 75-80% ისე ცხოვრობს, როგორც მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი – შიმშილსა და სასოწარკვეთილებაში. მათი ხელფასი საკმარისი არ არის ოჯახების სარჩენად. უკმაყოფილება ყველგან ერთი და იგივეა. სამხედროებს შორის გვაქვს მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე […]

ფილიპინებზე კათოლიკურ ეკლესიასთან 2 ბომბი აფეთქდა – დაიღუპა 19 ადამიანი, დაშავდა 42

ფილიპინებზე, ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ ეკლესიასთან ორი ბომბი აფეთქდა. დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი და დაშავდა 42. აფეთქება ფილიპინების სამხრეთით მდებარე კუნძულ ხოლოზე მოხდა. პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 08:45 სთ.-ზე მოხდა, როდესაც საკვირაო მესა მიმდინარეობდა. ტერაქტის ადგილზე პოლიცია და სამხედროები მოვიდნენ, რა დროსაც ეკლესიის მახლობლად მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია. ტერქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით […]

ანტალიის აეროპორტს ტორნადომ გადაუარა – დაშავდა 12 ადამიანი

ანტალიის საერთაშორისო აეროპორტს ტორნადოების სერიამ გადაუარა. ქარიშხალმა ავტობუსი გადააბრუნა, რომელსაც მგზავრები თვითმფრინავამდე მიჰყავდა. გავრცელებული ცნობით, დაშავდა 12 ადამიანი. ძლიერმა ქარმა თვითმფრინავის ტრაპიც გაიტაცა. თურქეთის სანაპირო ქალაქში უამინდობა უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. ანტალიაში ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევს.

გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა მადუროს ულტიმატუმი წაუყენეს

გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ზეწოლას ზრდიან. სამი ქვეყანა აცხადებს, რომ ვენესუელის დროებით მმართველად ხუან გუაიდოს დაუჭერენ მხარს, თუ ნიკოლას მადურო 8 დღის განმავლობაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს არ დანიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინა ფიტცმა Twitter-ზე დაწერა, რომ ვენესუელელ ხალხს უფლება აქვს თავისუფლად და […]

ესპანეთში 100 მეტრიან ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ჟულიენის ცხედარი იპოვეს

ესპანეთში დაკარგული 2 წლის პატარა ჟულიენის ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია ქალაქ მალაგის მახლობლად 23 იანვრის შემდეგ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. პატარა ბიჭი 25 სანტიმეტრის სიგანის და 100 მეტრის სიღრმის ხვრელში იმ დროს ჩავარდა, როდესაც ოჯახი პიკნიკზე იმყოფებოდა. მაშველებმა ბავშვთან მისაღწევად პარალელური გვირაბი გათხარეს, ცხედარს კი მხოლოდ დღეს გამთენიას მიაკვლიეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ ადგილზე ერთი თვის წინ […]