კატეგორია: მსოფლიო

ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. ეს შეხვედრა G20-ის სამიტზე არგენტინაში უნდა გამართულიყო. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაეცნო მოხსენებას ქერჩის ყურეში მომხდარი ინციდენტის შესახებ. პუტინისა და ტრამპის ბოლო შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში პარიზში შედგა პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

უკრაინაში საომარი მდგომარეობა ძალაში 28 ნოემბრიდან შევა

უკრაინის რადამ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ 30 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადების წინადადებას მხარი დაუჭირა. ასეთი გადაწყვეტილება დეპუტატებმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დანიშნულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს. საომარი მდგომარეობა ძალაში 28 ნოემბრიდან შევა და ქვეყნის იმ რეგიონებზე გავრცელდება, სადაც რუსეთის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა ყველაზე მაღალია. დეპუტატები მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღზეც შეთანხმდნენ – ის 31 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ […]

ნიკი ჰეილი – ”ქერჩის სრუტეში რუსეთის საქციელი უნდა დაიგმოს”

აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ რუსეთის აგრესიას ქერჩის სრუტეში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საშინელი დარღვევა უწოდა და განაცხადა, რომ ამგვარი საქციელი რუსეთის მოქმედების სქემაა ყირიმთან მიმართებაში. ეს განცხადება მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. “უკრაინული გემები გამოვიდნენ უკრაინის ერთი პორტიდან და მეორესკენ მიემართებოდნენ. ამ სრუტეს როგორც რუსული, ასევე უკრაინული გემები იყენებდნენ. მაგრამ ამჯერად რუსულმა გემებმა ცეცხლი […]

რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა

იტალიელი რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეჟისორი რომში, მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ბერტოლუჩის ფილმები შედევრებადაა აღიარებული: „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „მეოცნებენი“ , „მოპარული სილამაზე“ , „მეოცე საუკუნე“, „უკანასკნელი იმპერატორი“, „კონფორმისტი“. ფილმი „უკანასკნელი იმპერატორი“ ოსკარის 9 ჯილდოს მფლობელია, […]

ირანში მიწისძვრით დაშავებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა

ირანში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 500-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვართან მოხდა. ერაყის მედიის ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, სადაც ერთი ადამიანია დაღუპული. მიწისძვრის ეპიცენტრი ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 150 კილომეტრში, ირანის ქალაქ სარპოლიდან კი 40 კილომეტრში დაფიქსირდა. იმედინიუსი

უკრაინაში შესაძლოა საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს – რუსულმა ხომალდებმა უკრაინულ კატარღებს ესროლეს

უკრაინაში შესაძლოა საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს, ქერჩის ყურეში რუსული ხომალდების მიერ უკრაინული კატერებზე თავდასხმისა და დაკავების გამო. აღნიშნულ საკითხს დღეს უმაღლესი რადას სხდომაზე განიხილავენ. ასევე შავ ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც გაიმართება. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგენო სხდომა გუშინ პრეზიდენტ პოროშენკოს მოწვევით გაიმართა, რომელზეც საომარი მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე იმსჯელეს. […]

ირანში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – 70 ადამიანი დაშავდა

ირანის დასავლეთით, ერაყის საზღვართან ახლოს 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. The Washington Post-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრში 6 სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მიწისქვეშა ბიძგები ზედაპირიდან 65 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. იმედინიუსი

საბერძნეთში შეიარაღებული მამაკაცი სერბეთის საელჩოში შეიჭრა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში შეიარაღებული მამაკაცი სერბეთის საელჩოში შეიჭრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საელჩოს სერიოზული მატერიალური ზიანი მიადგა. შემთხვევა შაბათ დილით ადრე მოხდა. ახალგაზრდა კაცმა დიპმისიის კარები შეამტვრია და შიგნით შეიჭრა. მას თან ცივი იარაღი ჰქონდა. მოგვიანებით, პოლიციასთან მოლაპარაკების შემდეგ, პირი საელჩოს ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი სერბეთის მოქალაქეა. ის ამჟამად დაკავებულია. ინციდენტის დრო […]

პარიზში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზში, შანზ-ელიზეზე, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები კონკორდის მოედანს მიუახლოვდნენ და სახელმწიფო უწყებებთან მისვლას ცდილობდნენ. შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს საფრანგეთის მასშტაბით საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები დაიწყო. საპროტესტო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ სოციალურ ქსელებში შეიქმნა. ქვეყნის მასშტაბით აქციის მონაწილეები ავტომაგისტრალების ბლოკირებას ახდენენ. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში […]

სროლა ფლორიდაში – 2 ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ფლორიდაში ერთ-ერთ მაღაზიასთან ატეხილი სროლისას. ამის შესახებ გამოცემა Miami Herald-ი წერს. ინციდენტი პარასკევს გვიან ღამით მოხდა. თავდამსხმელის ვინაობა ცნობილი არ არის და ჯერ არც ინციდენტის მიზეზები დაუდგენიათ. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, დაღუპულია ერთი კაცი და ერთი ქალი. იმედინიუსი