კატეგორია: მსოფლიო

მოსკოვში კრემლის თავზე სამხედრო ვერტმფრენები შენიშნეს – ვიდეო

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეობსა და ფოტოებზე კომენტარი გააკეთა. მათი თქმით, ეს სამხედრო წვრთნების ნაწილი იყო. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ვერტმფრენები ჯერ კრემლისკენ მიფრინავდნენ და შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთი ვერტმფრენის ბადეზე კი ადამიანების ფიგურების მსგავსი იყო ჩამოკიდებული. იმედინიუსი

რუსეთის გრუ-ს უფროსი იგორ კორობოვი გარდაიცვალა

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ კორობოვი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად მძიმე და ხაბგრძლივი ავადმყოფობა სახლდება. კორობოვი გრუ-ს ხელმძღვანელად 2016 წელს დაინიშნა, მას შემდეგ რაც მისი წინამორბედი იგორ სერგუნი გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, სერგუნი 2016 წლის 3 იანვარს, გულის შეტევით, მოსკოვის მახლობლად მდებარე თავის სახლში გარდაიცვალა. თუმცა […]

ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთკორეელი კიმ ჩენ იანგი აირჩიეს

ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კიმ ჩენ იანგი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. კიმ ჩენ იანგი ინტერპოლის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ის ორგანიზაციის პრეზიდენტად დღეს ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე აირჩიეს, რომელიც დუბაიში გაიმართა. ამ პოსტზე მისი მოწინააღმდეგე რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრე პროკოპჩუკი იყო. მისი კანდიდატურის წამოყენებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. უკრაინა და ლიეტუვა […]

რასმუსენი – “შევცდით, საქართველოს და უკრაინას მაპი რომ არ მივეცით”

მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე უნდა მიგვეცა მაპ-ი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი “ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომელიც გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა. მისივე თქმით, პუტინმა ჩათვალა, რომ შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და იმავე წელს საქართველოს დაესხა […]

დალია გრიბაუსკაიტე, თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ლატვიაში ვერ გაემგზავრა

ლიეტუვას დელეგაცია, პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს ხელმძღვანელობით, ლატვიაში ვერ გაფრინდა და ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილის მილოცვა ვილნიუსის აეროპორტიდან მოუწია. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება. მისივე ცნობით, ამის მიზეზი იმ თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა, რომლითაც სამთავრობო დელეგაცია რიგაში უნდა გამგზავრებულიყო. პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიეტუვას დელეგაციას თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ მათი აეროპორტში მისვლის დროს აცნობეს. დალია გრიბაუსკაიტეს […]

ვიქტორ იანუკოვიჩი საავადმყოფოში მოათავსეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი 16 ნოემბერს მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც რუსული მედია წერს, ვიქტორ იანუკოვიჩმა ტრავმა ჩოგბურთის თამაშის დროს მიიღო. უკრაინის ექსპრეზიდენტს მუხლისა და ხერხემლის ტრავმა აქვს. ის თავდაპირველად რეანიმაციაში, შემდეგ კი კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. ვიქტორ იანუკოვიჩი 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთში წავიდა.

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტად შესაძლოა რუსი გენერალ-მაიორი აირჩიონ

გამოცემა Times-სი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინტერპოლის ახალი ხელმძღვანელი, შესაძლოა ორგანიზაციის ამჟამინდელი ვიცეპრეზიდენტი გენერალ-მაიორი ალექსანდრ პროკოპჩუკი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მაიორის მთავარი კონკურენტი სამხრეთკორეელი კიმ ჩონ იანია , რომელთა შორისაც კენჭის ყრა 21 ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი. 64 წლის მენ ჰუნვეი ინტერპოლს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. […]

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი იპოვეს

არგენტინაში ზუსტად ერთი წლის წინ გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი იპოვეს. თავდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ხომალდი ატლანტის ოკეანეში, ვალდესის ნახევარ კუნძულთან, 800 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზეც 44 მეზღვაური იმყოფებოდა, ზუსტად ერთი წლის წინ გაუჩინარდა. სან ხუანი გეგმიური რეისის შემდეგ ბაზაზე ბრუნდებოდა, თუმცა, 2017 წლის 15 ნოემბერს ეკიპაჟთან კონტაქტი შეწყდა. ძებნის ოპერაციაში რამდენიმე ქვეყანა იყო ჩართული, თუმცა, ხომალდის […]

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა, 1000 ადამიანი დაკარგულად ითვლება

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა. ათასამდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული NBC News ავრცელებს. ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში გასულ ხუთშაბათს გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 59 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 8 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია. საერთო ჯამში კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია […]

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი გადადგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „დიახ, მე ვტოვებ ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს. უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ უნდა დაგვესრულებინა ჩვენი ქმედებები ღაზას სექტორში. ის დარტყმა, რომელიც ჩვენ ღაზას სექტორში ტერორისტულ ინფრასტრუქტურას მივაყენეთ, ჩემი აზრით, არასაკმარისი იყო. თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩენით არ ვიცი როგორ შევხედავდი თვალებში სამხრეთ ისრაელის მოსახლეობას“, – […]