კატეგორია: მსოფლიო

დალია გრიბაუსკაიტე, თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ლატვიაში ვერ გაემგზავრა

დალია გრიბაუსკაიტე, თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ლატვიაში ვერ გაემგზავრა

ლიეტუვას დელეგაცია, პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს ხელმძღვანელობით, ლატვიაში ვერ გაფრინდა და ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილის მილოცვა ვილნიუსის აეროპორტიდან მოუწია. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება. მისივე ცნობით, ამის მიზეზი იმ თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა, რომლითაც სამთავრობო დელეგაცია რიგაში უნდა გამგზავრებულიყო. პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიეტუვას დელეგაციას თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ მათი აეროპორტში მისვლის დროს აცნობეს. დალია გრიბაუსკაიტეს […]

ვიქტორ იანუკოვიჩი საავადმყოფოში მოათავსეს

ვიქტორ იანუკოვიჩი საავადმყოფოში მოათავსეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი 16 ნოემბერს მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც რუსული მედია წერს, ვიქტორ იანუკოვიჩმა ტრავმა ჩოგბურთის თამაშის დროს მიიღო. უკრაინის ექსპრეზიდენტს მუხლისა და ხერხემლის ტრავმა აქვს. ის თავდაპირველად რეანიმაციაში, შემდეგ კი კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. ვიქტორ იანუკოვიჩი 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთში წავიდა.

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტად შესაძლოა რუსი გენერალ-მაიორი აირჩიონ

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტად შესაძლოა რუსი გენერალ-მაიორი აირჩიონ

გამოცემა Times-სი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინტერპოლის ახალი ხელმძღვანელი, შესაძლოა ორგანიზაციის ამჟამინდელი ვიცეპრეზიდენტი გენერალ-მაიორი ალექსანდრ პროკოპჩუკი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მაიორის მთავარი კონკურენტი სამხრეთკორეელი კიმ ჩონ იანია , რომელთა შორისაც კენჭის ყრა 21 ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი. 64 წლის მენ ჰუნვეი ინტერპოლს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. […]

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი იპოვეს

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი იპოვეს

არგენტინაში ზუსტად ერთი წლის წინ გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი იპოვეს. თავდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ხომალდი ატლანტის ოკეანეში, ვალდესის ნახევარ კუნძულთან, 800 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზეც 44 მეზღვაური იმყოფებოდა, ზუსტად ერთი წლის წინ გაუჩინარდა. სან ხუანი გეგმიური რეისის შემდეგ ბაზაზე ბრუნდებოდა, თუმცა, 2017 წლის 15 ნოემბერს ეკიპაჟთან კონტაქტი შეწყდა. ძებნის ოპერაციაში რამდენიმე ქვეყანა იყო ჩართული, თუმცა, ხომალდის […]

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა, 1000 ადამიანი დაკარგულად ითვლება

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა, 1000 ადამიანი დაკარგულად ითვლება

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა. ათასამდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული NBC News ავრცელებს. ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში გასულ ხუთშაბათს გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 59 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 8 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია. საერთო ჯამში კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია […]

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი გადადგა

ისრაელში თავდაცვის მინისტრ ლიბერმანზე თავდასხმა აღკვეთეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „დიახ, მე ვტოვებ ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს. უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ უნდა დაგვესრულებინა ჩვენი ქმედებები ღაზას სექტორში. ის დარტყმა, რომელიც ჩვენ ღაზას სექტორში ტერორისტულ ინფრასტრუქტურას მივაყენეთ, ჩემი აზრით, არასაკმარისი იყო. თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩენით არ ვიცი როგორ შევხედავდი თვალებში სამხრეთ ისრაელის მოსახლეობას“, – […]

ჰამასმა ისრაელს 370 ჭურვი ესროლა – ისრაელმა ჰამასის 100 ობიექტი დაბომბა

ჰამასმა ისრაელს 370 ჭურვი ესროლა - ისრაელმა ჰამასის 100 ობიექტი დაბომბა

პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 370 ჭურვი გაუშვა, აქედან 100 ჭურვი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს. „ისრაელის სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმის დაწყებიდან ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან ღაზას სექტორიდან 370 ჭურვია გაშვებული ისრაელის მიმართულებით. დაახლოებით 100 ჭურვი მოგერიებულია საჰაერო თავდაცვის მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც ისრაელური […]

გერმანიაში მზადდებოდა შეთქმულება პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციის მიზნით

გერმანიაში მზადდებოდა შეთქმულება პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციის მიზნით

შეთქმულება პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციის მიზნით – გერმანელმა ძალოვანებმა სკანდალური სქემა გაშიფრეს, რომელსაც შეიარაღებული ძალების და სპეცრაზმის წარმომადგენლები ამზადებდნენ. გერმანული მედიის ინფორმაციით, შეთქმულების ორგანიზატორები საგარეო საქმეთა მინისტრის – ჰაიკო მაასის, ყოფილი პრეზიდენტის იოახიმ გაუკის, ასევე მემარცხენეთა ფრაქციის და მწვანეთა პარტიის ლიდერების ლიკვიდაციას გეგმავდნენ. ეს პოტენციური მსხვერპლის არასრული ჩამონათვალია. ძალოვანებმა შეთქმულების მონაწილეთა საიდუმლო მიმოწერას მიაკვლიეს, სადაც ისინი კონკრეტულ თარიღს ასახელებდნენ […]

კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მასშტაბური ხანძრების გამო კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქია ამ დროისთვის სანაპირო კურორტ მალიბუს უტევს, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლები მდებარეობს. ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, 35 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ზონიდან 250 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. საცხოვრებელი სახები დატოვეს კენი ვესტმა და კიმ კარდაშიანმა.

სროლა კალიფორნიის ბარში – დაიღუპა 12 ადამიანი

სროლა კალიფორნიის ბარში - დაიღუპა 12 ადამიანი

კალიფორნიის შტატში, ქალაქ თაუზანდ-ოქსში ბარში სროლის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ვენტურას ოლქის შერიფზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის თავად თავდამსხმელიც. როგორც ამერიკული მედია იუწყება, მამაკაცმა ბარის შესასვლელთან ჯერ დაცვის წევრს ესროლა, ხოლო შემდეგ ბარში შევიდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. აღსანიშნავია, რომ დაშავებულებს შორის შერიფის […]