კატეგორია: მსოფლიო

სომხეთში პარტია ”სომხური ოცნება” შეიქმნა

სომხეთში პარტია ”სომხური ოცნება” შეიქმნა

სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია „სომხური ოცნება“ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა News.am ავრცელებს. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 24 ოქტომბერს გაიმართა. პარტია „სომხური ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: პოლიტოლოგი არმენ მკრტჩიანი, იურისტი ცოლაკგრიგორიანი, ყარაბაღის ომის ერთ-ერთი მეთაური არშაკ არშაკიანი, ეკონომისტი სმბატროსტომიანი, აღმოსავლეთმცოდნე გეგამარუტიუნიანი, იურისტი დავიდ ხოსროვიანი და ადვოკატი არტავაზდ სარქისიანი. პარტიის შექმნასთან დაკავშირებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ […]

ჯამალ ჰაშოგის სხეულის ნაწილები სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში იპოვეს

თურქეთის პოლიცია ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის ცხედარს სტამბოლის ტყეში ეძებს

ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის ცხედრის ნაწილებს საუდის არაბეთის ელჩის რეზიდენციის ეზოში მდებარე ჭაში მიაგნეს. ამის შესახებ განცხადება თურქული ოპოზიციური პარტიის „სამშობლოს“ ლიდერმა დოგუ პარინჩეკმა განაცხადა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ ჯერჯერობით არ დადასტურებულა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯამალ ჰაშოგის ოჯახს, საცოლეს და საუდის არაბეთის მოსახლეობას მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ეს მკვლელობა გულდასმით იყო მომზადებული. […]

15 წლის მოსწავლემ მასწავლებელს იარაღი მიუშვირა

15 წლის მოსწავლემ მასწავლებელს იარაღი მიუშვირა

15 წლის ფრანგ მოზარდს ბოროტი ხულიგნობისთვის პატიმრობა ემუქრება. 19 ოქტომბერს, პარიზის გარეუბან კრეტეის ერთერთი სკოლის მოსწავლემ მასწავლებელს იარაღი მიუშვირა და დაუყვირა, რომ მისთვის დაგვიანებისთვის დაწერილი “არა” წაეშალა. იარაღი ნამდვილი არ იყო, იგი საბრძოლო პისტოლეტის მულიაჟს წარმოადგენდა. მოსწავლის ხულიგნური გამოხტომის შესახებ საჯაროდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისმა თანაკლასელმა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო ტვიტერში გამოაქვეყნა. მეორე […]

კანადაში მიწისძვრა მოხდა

ირანში მიწისძვრა მოხდა

კანადაში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამერიკის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. ჯერჯერობით ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია სხვა დამატებითი დეტალები.

ლონდონში ნახევარი მილიონი ადამიანი აქციას აწყობს – ”მოვითხოვთ ბრექსიტზე ხელახალ რეფერენდუმს”

ლონდონში ნახევარი მილიონი ადამიანი აქციას აწყობს - ”მოვითხოვთ ბრექსიტზე ხელახალ რეფერენდუმს”

ლონდონში ათეულ ათასობით ადგილობრივი ქუჩაში გამოვიდა. ისინი ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ. მსვლელობის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ყველაზე  დიდი დემონსტრაციაა, რაც ბრიტანეთში რეფერენდუმის მოთხოვნით ჩატარებულა. მათივე განმარტებით, მსვლელობას 500 ათასამდე ადამიანი შეუერთდა. ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ამბობს, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მეორე რეფერენდუმი არ ჩატარდება. იმედინიუსი

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობა აღიარა

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობა აღიარა

სულ ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოგი მოკლულ იქნა სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში. შესაბამისი განცხადება გავრცელდა საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიით. მასში ნათქვამია, რომ ჯამალ ჰაშოგი მოკლეს ჩხუბის დროს.

თურქეთის პოლიცია ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის ცხედარს სტამბოლის ტყეში ეძებს

თურქეთის პოლიცია ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის ცხედარს სტამბოლის ტყეში ეძებს

თურქეთის პოლიცია საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშოგის ცხედარს სტამბოლის შემოგარენში, ტყეში ეძებს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, საუდის არაბეთის საკონსულოში და კონსულის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად გამომძიებლებმა აღადგინეს „რამდენიმე ნიმუში“ და ახლა ისინი ჰაშოგის კვალზე გასვლას ცდილობენ. „პოლიციამ გააფართოვა ცხედრის ძებნის ტერიტორია, შეისწავლა 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოდან გასული ყველა ავტომობილის მარშრუტი. გამომძიებლები ვარაუდობენ, […]

პუტინმა აფეთქება ქერჩის კოლეჯში ამერიკას, გლობალიზაციას და ინტერნეტს დააბრალა

პუტინი - ”სააკაშვილმა ქართველ და უკრაინელ ხალხებს სახეში შეაფურთხა”

ქერჩის კოლეჯში მომხდარი ტრაგედია გლობალიცაზიის შედეგია, ეს სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტიდან მოდის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „როგორც ჩანს, გუშინდელი ტრაგედია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გლობალიზაციის შედეგს წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალურს ქსელებში, ინტერნეტში არსებობს გაერთიანებები, ინტერესთა კლუბები. ეს ყველაფერი ამერიკულ სკოლებში მომხდარი ცნობილი ტრაგიკული მოვლენებიდან დაიწყო“, – განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, […]

თვითმფრინავი, რომელშიც მელანია ტრამპი იჯდა, ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავი, რომელშიც მელანია ტრამპი იჯდა, ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი იმყოფებოდა, იძულებული გახდა დაკვამლიანების გამო დაშვებულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, აფრენიდან 10 წუთში თვითმფრინავის წინა ნაწილში დამწვრის სუნი იგრძნობოდა. თვითმფრინავი ენდრიუსის ავიაბაზაზე დაეშვა. სავარაუდოდ, ინციდენტის მიზეზი მექანიკური პრობლემა გახდა. თეთრი სახლის წარმომადგენლის სტეფანი გრიშემის თქმით, ბორტზე მყოფი ყველა პირი უსაფრთხოდ არის. მელანია ტრამპი […]

აფეთქება ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში – დაიღუპა 18 ადამიანი, დაშავდა 50 – აფეთქებაში ეჭვმიტანილმა სტუდენტმა თავი მოიკლა

აფეთქება ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში - დაიღუპა 18 ადამიანი, დაშავდა 50 - აფეთქებაში ეჭვმიტანილმა სტუდენტმა თავი მოიკლა

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში, პოლიტექნიკურ კოლეჯში, აფეთქება მოხდა. აფეთქებას საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა – შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომელიც კოლეჯის სასადილოში იყო დამონტაჟებული. ტერაქტის შედეგად დაღუპულია 18 ადამიანი. დაშავებულია 50-მდე ადამიანი. აფეთქებაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. ის კოლეჯის მე-4 კურსის სტუდენტია. მისი ცხედარი კოლეჯის მე-2 სართულზე მდებარე ბიბლიოთეკაში იპოვეს.