კატეგორია: მსოფლიო

თურქეთის პოლიცია ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის ცხედარს სტამბოლის ტყეში ეძებს

თურქეთის პოლიცია საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშოგის ცხედარს სტამბოლის შემოგარენში, ტყეში ეძებს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, საუდის არაბეთის საკონსულოში და კონსულის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად გამომძიებლებმა აღადგინეს „რამდენიმე ნიმუში“ და ახლა ისინი ჰაშოგის კვალზე გასვლას ცდილობენ. „პოლიციამ გააფართოვა ცხედრის ძებნის ტერიტორია, შეისწავლა 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოდან გასული ყველა ავტომობილის მარშრუტი. გამომძიებლები ვარაუდობენ, […]

პუტინმა აფეთქება ქერჩის კოლეჯში ამერიკას, გლობალიზაციას და ინტერნეტს დააბრალა

ქერჩის კოლეჯში მომხდარი ტრაგედია გლობალიცაზიის შედეგია, ეს სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტიდან მოდის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „როგორც ჩანს, გუშინდელი ტრაგედია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გლობალიზაციის შედეგს წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალურს ქსელებში, ინტერნეტში არსებობს გაერთიანებები, ინტერესთა კლუბები. ეს ყველაფერი ამერიკულ სკოლებში მომხდარი ცნობილი ტრაგიკული მოვლენებიდან დაიწყო“, – განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, […]

თვითმფრინავი, რომელშიც მელანია ტრამპი იჯდა, ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი იმყოფებოდა, იძულებული გახდა დაკვამლიანების გამო დაშვებულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, აფრენიდან 10 წუთში თვითმფრინავის წინა ნაწილში დამწვრის სუნი იგრძნობოდა. თვითმფრინავი ენდრიუსის ავიაბაზაზე დაეშვა. სავარაუდოდ, ინციდენტის მიზეზი მექანიკური პრობლემა გახდა. თეთრი სახლის წარმომადგენლის სტეფანი გრიშემის თქმით, ბორტზე მყოფი ყველა პირი უსაფრთხოდ არის. მელანია ტრამპი […]

აფეთქება ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში – დაიღუპა 18 ადამიანი, დაშავდა 50 – აფეთქებაში ეჭვმიტანილმა სტუდენტმა თავი მოიკლა

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში, პოლიტექნიკურ კოლეჯში, აფეთქება მოხდა. აფეთქებას საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა – შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომელიც კოლეჯის სასადილოში იყო დამონტაჟებული. ტერაქტის შედეგად დაღუპულია 18 ადამიანი. დაშავებულია 50-მდე ადამიანი. აფეთქებაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. ის კოლეჯის მე-4 კურსის სტუდენტია. მისი ცხედარი კოლეჯის მე-2 სართულზე მდებარე ბიბლიოთეკაში იპოვეს.

რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირი სრულად გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, მინსკში გამართულ სინოდის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გაავრცელა. „წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტასთან დაკავშირებით.“- განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა. ამასთან, მისი თქმით, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინასთან […]

აიღე შვებულება, გაიარე გასაუბრება და საცხოვრებლად დარჩი – ვერმონტის ხელისუფლება ტურისტებს მუდმივსაცხოვრებელ პირობებს სთავაზობს

აიღე შვებულება, გაიარე გასაუბრება და სურვილის შემთხვევაში საცხოვრებლად დარჩი – ასეთია ამერიკის ერთ-ერთი შტატის, ვერმონტის ხელისუფლების სლოგანი. ახალი კამპანია შტატში მოსახლეობის რაოდენობის გაზრდისთვის და დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად წამოიწყეს. ინიციატივა ტურისტების ნაწილმა სიამოვნებით მიიღო. ამერიკის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე შტატის მოსახლეობა, რომელიც 625 ათასს შეადგენს, ნელ-ნელა მცირდება. დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად ვერმონტის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქიდან […]

თურქეთში სატვირთო მანქანა არხში ჩავარდა – 19 ადამიანი დაიღუპა

იზმირის რეგიონში სატვირთო მანქანა, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა, ჯებირი გაანგრია და არხში ჩავარდა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიას 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ქალები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები არალეგალი მიგრანტები არიან, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულზე მდებარე არალეგალთა ბანაკში გადაჰყავდათ. რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაღუპულები ამ დროისთვის უცნობია. მედიის ცნობით, ავარიას 11 ადამიანი […]

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, კურილის კუნძულ პარამუშირზე მაგნიტუდით 6.4 მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 14:10 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დასახლებული პუნქტებიდან 269 კილომეტრში იყო. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამცხადებულა.

მსოფლიო საპატრიარქომ დაადასტურა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინული მედია აქვეყნებს. „მისი უწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით, 9-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით შეიკრიბა წმინდა სინოდი. წმინდა სინოდმა სრულად და ხანგრძლივად განიხილა უკრაინაში უკრაინის საეკლესიო საქმე, პატრიარქის ეგზარქების, მისი უწმინდესობის, პამფილიის არქიეპისკოპოსი დანიელის და ედმონტონის ეპისკოპოსის, ილარიონის თანდასწრებით და ფართო განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება: […]

რაკეტა სოიუზის გაშვების დროს ავარია მოხდა – რაკეტაში რუსი და ამერიკელი კოსმონავტები იმყოფებოდნენ – ვიდეო

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტა „Союз“-ის გაშვების დროს ავარია მოხდა. როგორც ბაიკონურში წყარომ განაცხადა, მეორე საფეხურის ძრავების ავარიული გათიშვა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები ცოცხლები არიან და მათ ავარიული დაშვება განახორციელეს. „Союз МС-10“-ის ბორტზე რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ამერიკელი ასტრონავტი ნიკ ჰეიგი იმყოფებოდნენ. ამ მომენტისთვის ინციდენტის დამატებითი დეტალების გარკვევა მიმდინარეობს. ინტერპრესნიუსი