პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ქრისტიანი ასია ბიბი გაამართლა, რომელსაც მუჰამად წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ტელეარხ Geo.tv-ის ინფორმაციით, ასია ბიბის მოეხსნა ყველა ბრალდება და ის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. 50 წლის ასია ბიბი განაჩენის აღსრულებას 2010 წლიდან ელოდებოდა. საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის ივნისში, როდესაც ასია ბიბი მუსლიმ ქალებთან ერთად ყანაში […]
კატეგორია: მსოფლიო
მერკელი პოლიტიკიდან მიდის
ანგელა მერკელის თქმით, ის 2021 წელს პოლიტიკიდან მიდის. მის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერმა ანგელა მერკელმა თანაპარტიელებს გამოუცხადა. მისი თქმით, ის კანცლერის თანამდებობაზე ამჟამინდელი ვადის ამოწურვის შემდეგ არც კანცლერად დარჩენას და არც პარლამენტის წევრობას აღარ აპირებს. კანცლერის განცხადება მოჰყვა ბოლო კვირების რეგიონულ არჩევნებში მისი პარტიის მაჩვენებლების მკვეთრად გაუარესებას. მერკელი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე 2000 […]
ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ინდონეზიაში თვითმფრინავი, რომელიც დედაქალაქ ჯაკარტადან ბანკა-ბელიტუნგის კუნძულებისკენ, ქალაქ პანკალპინანგისკენ მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში, ჯაჯარტას სანაპიროსთან, ზღვაში ჩამოვარდა. უცნობია, არიან თუ არა გადარჩენილები. ამის შესახებ BBC წერს. სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 კომპანია Lion Air-ს ეკუთვნოდა. თვითმფრინავში 178 ზრდასრული მგზავრი, ერთი ჩვილი, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ორი პილოტი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სუპოტო პურვო […]
საბერძნეთის სანაპიროსთან, იონიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთის სანაპიროსთან, იონიის ზღვაში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება. სტიქიის ეპიცენტრი ათენიდან 287 კილომეტრში, მიწისძვრის კერა კი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. „ამ ეტაპზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მოსახლეობამ შეგვატყობინა იმ მატერიალური ზიანის შესახებ, რომელიც შენობებს მიადგა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც“, – განაცხადა კუნძულ ზაკინფის საქალაქო საბჭოს […]
სომხეთში პარტია ”სომხური ოცნება” შეიქმნა
სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია „სომხური ოცნება“ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა News.am ავრცელებს. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 24 ოქტომბერს გაიმართა. პარტია „სომხური ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: პოლიტოლოგი არმენ მკრტჩიანი, იურისტი ცოლაკგრიგორიანი, ყარაბაღის ომის ერთ-ერთი მეთაური არშაკ არშაკიანი, ეკონომისტი სმბატროსტომიანი, აღმოსავლეთმცოდნე გეგამარუტიუნიანი, იურისტი დავიდ ხოსროვიანი და ადვოკატი არტავაზდ სარქისიანი. პარტიის შექმნასთან დაკავშირებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ […]
ჯამალ ჰაშოგის სხეულის ნაწილები სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში იპოვეს
ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის ცხედრის ნაწილებს საუდის არაბეთის ელჩის რეზიდენციის ეზოში მდებარე ჭაში მიაგნეს. ამის შესახებ განცხადება თურქული ოპოზიციური პარტიის „სამშობლოს“ ლიდერმა დოგუ პარინჩეკმა განაცხადა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ ჯერჯერობით არ დადასტურებულა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯამალ ჰაშოგის ოჯახს, საცოლეს და საუდის არაბეთის მოსახლეობას მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ეს მკვლელობა გულდასმით იყო მომზადებული. […]
15 წლის მოსწავლემ მასწავლებელს იარაღი მიუშვირა
15 წლის ფრანგ მოზარდს ბოროტი ხულიგნობისთვის პატიმრობა ემუქრება. 19 ოქტომბერს, პარიზის გარეუბან კრეტეის ერთერთი სკოლის მოსწავლემ მასწავლებელს იარაღი მიუშვირა და დაუყვირა, რომ მისთვის დაგვიანებისთვის დაწერილი “არა” წაეშალა. იარაღი ნამდვილი არ იყო, იგი საბრძოლო პისტოლეტის მულიაჟს წარმოადგენდა. მოსწავლის ხულიგნური გამოხტომის შესახებ საჯაროდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისმა თანაკლასელმა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო ტვიტერში გამოაქვეყნა. მეორე […]
კანადაში მიწისძვრა მოხდა
ლონდონში ნახევარი მილიონი ადამიანი აქციას აწყობს – ”მოვითხოვთ ბრექსიტზე ხელახალ რეფერენდუმს”
ლონდონში ათეულ ათასობით ადგილობრივი ქუჩაში გამოვიდა. ისინი ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ. მსვლელობის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ყველაზე დიდი დემონსტრაციაა, რაც ბრიტანეთში რეფერენდუმის მოთხოვნით ჩატარებულა. მათივე განმარტებით, მსვლელობას 500 ათასამდე ადამიანი შეუერთდა. ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ამბობს, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მეორე რეფერენდუმი არ ჩატარდება. იმედინიუსი










