სარეკლამო ხარჯების ანგარიშის მიხედვით, დიდ ბრიტანეთის გაზეთებში, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად, ბეჭდვითმა რეკლამამ ზრდა აჩვენა. ნაციონალურ გაზეთებში გამოქვეყნებული რეკლამების შემოსავლებმა 2018 წლის პირველ კვარტალში 152,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდზე 1%-ით მეტია. ბოლოს ზრდა ამ მიმართულებით 2010 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა. 2018 წლის პირველ კვარტალში, ბრიტანეთის საერთო სარეკლამო ხარჯები გასული […]
კატეგორია: მსოფლიო
სომხეთის ყოფილ ვიცეპრემიერ არმენ გევორქიანს 6 წელი ციხე ემუქრება
სომხეთის ყოფილ ვიცეპრემიერ არმენ გევორქიანს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მას ბრალს მართლმსაჯულების შეფერხებაში წაუყენა, ცნობას სააგენტო სპუტნიკის სომხური ბიური აქვეყნებს. გამოძიების მტკიცებით, 2008 წელს გევორქიანი ზეწოლას ახდენდა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც იმ პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ოპოზიციის სარჩელს იხილავდა. მაშინ არჩევნები სერჟ სარგსიანმა მოიგო. ოპოზიცია ხელისუფლებას შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ის პრემიერმინისტრად აირჩიეს, თუმცა მასობრივი პროტესტების […]
რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაიღუპა 18 ადამიანი
რუსეთში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. კრასნოიარსკის ოლქში სამგზავრო ვერტფრენი ჩამოვარდა, რის შემდეგად მას ცეცხლი მოედო. ინცინდენტის დროს ბორტზე 18 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფას ვერავინ გადაურჩა. წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი შეჯახება გახდა. ვარაუდობენ, რომ ვერტმფრენი უფრო მაღალ სიმაღლეზე მფრინავი სხვა საფრენი აპარატის ტვირტს გამოედო, რის შემდეგაც ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უკვე ნაპოვნია საფრენი აპარატის ორივე შავი […]
აშშ-მ 2 თურქ მინისტრს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთის იუსტიციის მინისტრა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა. aმის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა. ოფიციალური ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავებას უკავშირდება, რომელსაც ბრალად ტერორიზმთან კავშირი ედება.
საბერძნეთში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავეს
საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული პირი დააკავეს. ის ატიკას რეგიონში ცეცხლის ხუთი კერის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. ხანძარი ატიკას რაიონში, 26-დან 31 ივლისამდე რამდენჯერმე გაჩნდა. დაკავებული 35 წლის საბერძნეთის მოქალაქეა. გამოძიებას ჯერ არ აქვს ინფორმაცია, დაკავებული პიროვნება დაკავშირებულია თუ არა ამავე რეგიონში მდებარე ქალაქ მატიში გაჩენილ ხანძართან. ბოლო მონაცემებით საბერძნეთში ხანძარმა სულ მცირე 91 ადამიანი იმსხვერპალა. 25 ადამიანი ამ […]
დებმა ხაჩატურიანებმა სასტიკად მოკლეს მამა, რომელიც მათ აუპატიურებდა
მოსკოვის სასამართლომ 72 საათიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა სამ და ხაჩატურიანს, რომლებმაც საკუთარი მამა მოკლეს. დებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. დები 17, 18 და 19 წლის არიან. სასამართლო სხდომა დაიხურა, რადგან ჩაითვალა, რომ საქმის მასალების გასაჯაროებამ, შესაძლოა, დების ღირსებისა და პატივის შელახვა გამოიწვიოს. სხდომას თინეიჯერების დედაც ესწრებოდა, რომელიც ქმარმა 2015 წელს სახლიდან გააგდო. დებს უფროსი ძმაც ჰყავთ, […]
საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა – დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ
საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს, რის გამოც მსხვერპლის გაზრდას ვარაუდობენ. მედიის ცნობით, დაკარგულები არიან როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტებიც. დაშავებულია 200-მდე ადამიანი. ამ დროისთვის ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად მთლიანად არის განადგურებული ტურისტული სოფელი მატი. დამწვარია 3 ათასამდე სახლი და ასეულობით მანქანა. ხანძარმა საბავშვო ბანაკი გაანადგურა. ვრცელდება ინფორმაცია […]
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად რინჯანის ვულკანთან 560 ტურისტია ჩარჩენილი
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად რინჯანის ვულკანთან 560 ტურისტია ჩარჩენილი. მიწისძვრას მეწყერის ჩამოწოლა მოჰყვა, რის გამოც ტურისტები მთიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველები ტურისტების გამოყვანას უახლოეს დროში მოახერხებენ. საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, ტურისტებს შორის, 311 ჩინელი ტურისტია, ასევე არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, მალაიზიის, კანადის, საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და სინგაპურის მოქალაქეები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე […]
“სიცხის ტალღა ისეთი იყო, რომ მანქანების ბორბლები დადნა” – საბერძნეთის ტრაგედიის ახალი დეტალები
საბერძნეთის პოლიციის შესანიშნავ მუშაობაზე, მატის სასიკვდილო ცეცხლის დროს, ისაუბრა სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დიმოსთენის ანაგნოსტაკისმა, საგანგებო პრესკონფერენციაზე, აღმოსავლეთ ატიკაში მიმდინარე დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებით. ბატონმა ანაგნოსტაკისმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო აპარატი 23 ივლისის საბედისწერო ორშაბათის საღამოს უპრეცედენტო ამინდის პირისპირ აღმოჩნდა. “სიცხის ტალღა ისეთი იყო, რომ მანქანების ბორბლები დადნა. ალუმინის დნობის წერტილი 660 გრადუსია. ბორბლის შესაქმნელად ალუმინის და […]
მიწისძვრა ინდონეზიაში – დაიღუპა 10 ადამიანი
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების (IFRC) ცნობით, 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრას ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიცენტრი ბალიდან 140 კილომეტრში მდებარეობდა, ვულკან რინჯარისთან ახლოს. დაშავებულია 33 ადამიანი. დანგრეულია ასამდეე სახლი. “წითელი ჯვარი” ცდილობს დაადგინოს რამდენი ადამიანია დაკარგული. უცნობია, მოხდება თუ არა მიწისქვეშა ბიძგების გამეორება. ნიუპოსტი










