ამერიკის ქალაქ ნიუ ორლეანში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ იუწყება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაჭრილია შვიდი ადამიანი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის პოლიცია არკვევს, რას უკავშირდება მომხდარი შემთხვევა. მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტეხასის შტატის ქალაქ რობსთაუნში, მოხუცებულთა სახლში მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. მკვლელის ნეიტრალიზება პოლიციის მოსვლამდე მოხდა. […]
კატეგორია: მსოფლიო
ქაოსი მიუნხენის აეროპორტში – ტერმინალში უცნობი ქალის მოხვედრის გამო 200 რეისი გაუქმდა
გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალი დაკეტა უსაფრთხოების ზონაში უცნობი პირის მოხვედრის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამართალდამცავი ორგანო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც აეროპორტის დაცულ ზონაში კონტროლის გავლის გარეშე მოხვდა, ქალია. სამართალდამცავებმა ტერმინალ 2-ის ევაკუაცია მოახდინა. ტერმინალი 2-ის მუშაობის შეწყვეტის გამო აეროპორტს დაახლოებით 200 რეისის გაუქმება მოუწი . ტერმინალი დაკეტილი იყო მიუხენის […]
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს
ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავების სანქცია გასცა. ექსპრეზიდენტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალი წაუყენა 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობაში. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. სომხეთში, 2008 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები სერჟ სარგსიანის […]
ტყუპისცალი გოგონები, რომლებსაც მამა ეძებდა, გარდაცვლილები იპოვეს – ისინი ბებია-ბაბუასთან ჩახუტებული იყვნენ
საბერძნეთის ტრაგედიას დასასრული არ აქვს. გასული ორშაბათიდან, როდესაც ხანძრებმა გადაწვეს ატიკის რამოდენიმე ტერიტორია, ორ ტყუპისცალ გოგონას და მათ ბებია–ბაბუას, გოგონების მამა ეძებდა. ძებნის დროს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ–ერთი ვიდეო, სადაც ჩანდა ორი პატარა გოგონა ერთ ნავში, რომლის მეშვეობითაც გადამწვარი ტერიტორიებიდან ხალხი გაყავდათ. თავიდან, მამას ეგონა, რომ ეს გოგონები მისი შვილები იყვნენ (აქვე აღვნიშნავთ, რომ ვიდეოს ხარისხი დაბალი იყო). მთელი საბერძნეთი მოელოდა იმას, […]
იაპონიაში ტაიფუნის მიახლოების გამო, 377 შიდა ავიარეისი გაუქმდა, ნაწილობრივ შეჩერდა საზღვაო მიმოსვლა
იაპონიაში ტაიფუნი „ჯონდარის“ მიახლოების გამო, 377 შიდა ავიარეისი გაუქმდა და ასევე ნაწილობრივ შეჩერდა საზღვაო მიმოსვლა. ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK იუწყება. ტაიფუნი „ჯონდარი“ წყნარი ოკეანიდან ჩრდილოეთ-დასავლეთით მიემართება და დღეს დილით იაპონიის სანაპიროს მიუახლოვდა. სინოპტიკოსების თქმით, ტაიფუნი შემდეგ მიმართულებას შეიცვლის დასავლეთით და კანსაის რეგიონს დაარტყამს. ტაიფუნის მიახლოებასთან დაკავშირებით, დაახლოებით 80 ათასმა ადამიანმა ევაკუაციის რეკომენდაცია მიიღო.
რუსეთში პედოფილმა 5 წლის გოგოზე იძალადა და მოკლა
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ კოჩარიანს 2008 წელს საკონსტიტუციო წესრიგის დამხობის გამო, ბრალი წაუყენეს. მას ორი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კოჩარიანის ადვოკატი აცხადებს, რომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. სომხეთში, 2008 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები სერჟ სარგსიანის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას აპროტესტებდნენ.
ძლიერი ხანძარი გერმანიაში – ცეცხლი ბერლინს უახლოვდება
გერმანიაში ტყის მასივი იწვის. ხანძარმა 90 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი უკვე გაანადგურა. ცეცხლის ლოკალიზებას 200-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საფრთხის ქვეშ არის ბერლინის მახლობლად მდებარე ქალაქი ფიხტენ-ვალდე. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისთვის მზადებისკენ მოუწოდებს. რეგიონში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ხანძრის ლიკვიდაციას ხელს მაღალი ტემპერატურა უშლის.
ესპანეთში 600 აფრიკელი მიგრანტი შეიჭრა
აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქში, სეუტაში, რომელიც ესპანეთს ეკუთვნის, აფრიკელი მიგრანტები შეიჭრნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მიგრანტები ქალაქის მოსაზღვრე სახელმწიფოდან, მაროკოდან არიან. მათი შეჩერება მესაზღვრეებმა და პოლიციამ სცადა, თუმცა მიგრანტებმა საზღვარზე არსებული ღობე გაჭრეს და ესპანეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მაინც შეიჭრნენ. მათ პოლიციელებს ქვებისა და ფეკალური მასების სროლა დაუწყეს, ქვებით დაამსხვრიეს პოლიციელთა ავტომობილების ფანჯრები და პოლიციელებს გაზის პატარა ბალონებიდანგაშვებული ცეცხლით იგერიებდნენ. დაშავებულია […]
სირიაში თარხან ბათირაშვილის ძმა, თამაზ ბათირაშვილი, მოკლეს
პანკისის ხეობაში ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის ძმა თამაზ ბათირაშვილი სირიაში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლის განცხადებით, თამაზ ბათირაშვილი სირიაში რამდენიმე წლის წინ წავიდა. ამის შესახებ 1tv წერს. არსებული ინფორმაციით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში იყო. 36 წლის თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდანაა. მისი […]










