რუსეთის ქალაქ კრასნოგორსკში ე.წ კანონიერი ქურდი გიორგი გუგუშვილი, იგივე „გოგი ფოტისკი“ დააკავეს. როგორც რუსული მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, ის ეჭვმიტანილია 2013 წელს ბიზნესმენ ალეკსანდრ ხარჩენკოს მკვლელობაში. გუგუშვილთამ ერთად დაკავებული იქნა ე.წ „კრიმინალური სამყაროს“ კიდევ ორი წარმომადგენელი. 360tv.ru-ს ინფორმაციით სამივე პირმა დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია. ბიზნესმენი ალეკსანდრ ხარჩენკო 2013 წლის 9 ივნისს მოსკოვში მოკლეს. ხარჩენკოს ჭრილობა […]
კატეგორია: მსოფლიო
ბერეზოვსკის პარტნიორი ნიკოლაი გლუშკოვი ძაღლის საყელურით დაახრჩვეს
რუსი ბიზნესმენი და ბორის ბერეზოვსკის პარტნიორი ნიკოლაი გლუშკოვი ძაღლის საყელურით დაახრჩვეს. ამის შესახებ Independent-ი გამომძიებლებზე დაყრდნობით წერს. პათოლოგანატომების თქმით, სიკვდილის მიზეზი კისრის დაზიანება გახდა. გლუშკოვის ცხედარი 13 მარტს იპოვეს. გლუშკოვმა ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთში მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრეს. 2010 წელს მან დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2017 წელს ის რუსეთში დაუსწრებლად […]
რომან აბრამოვიჩს შეიძლება ჩელსი ჩამოართვან
ლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა შესაძლოა, კლუბის აქციები დაკარგოს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა სანქციების შემოღებას აპირებს იმ რუსების წინააღმდეგ, რომლებიც კორუფციაში არიან გარეული და თავიანთი ფული დასავლეთში გაიტანეს. ამის შესახებ გაზეთი The Times-ი წერს. თუ დამტკიცდება, რომ აბრამოვიჩმა ინგლისში აქტივები არაკანონიერი გზით მოპოვებული ფულით შეიძინა, მისი ქონება შესაძლოა, კონფისკაციას დაექვემდებაროს. კანონის მიღება ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის ბრიტანეთში მოწამვლას უკავშირდება. […]
ბორის ჯონსონი – ”სკრიპალი პუტინის ბრძანებით მოწამლეს”
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება, „დიდი ალბათობით“, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით მოხდა, – იუწყება Sky News. ბორის ჯონსონის თქმით, ცხადია, რომ სოლსბერიში მომხდარი თავდასხმა რუსეთიდან იყო მართული და დაადასტურა, რომ გამოყენებული ნივთიერება „ნოვიჩოკი“ რუსეთში იყო შექმნილი და იქვე ინახებოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და […]
ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მის ქალიშვილს სამგზავრო ჩანთაში ედო
ნივთიერება, რომლითაც რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მისი ქალიშვილის იულიას სამგზავრო ჩანთაში ინახებოდა. ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფს“ სპეცსამსახურებში საკუთარმა წყაროებმა აცნობეს. მათი მტკიცებით, ნივთიერება ჩანთაში იყო დამალული, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით გაჟღენთილი შესაძლოა ყოფილიყო იულიას ტანსაცმელი, საჩუქრები ან კოსმეტიკა. სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გონებადაკარგულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი […]
მაიამიში ხიდი ჩაინგრა – დაიღუპა 6 ადამიანი
ამერიკაში, ქალაქ მაიამიში მშენებარე ხიდი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავებულია. აღსანიშნავია, რომ ჩამონგრეული ხიდის ქვეშ საავტომობილო პარკინგი იყო. ადგილზე სამაშველო და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. ხიდის ჩამონგრევის მიზეზი ამ მომენტისთვის უცნობია. ხიდი არ ფუნქციონირებდა და მისი გახსნა მომავალი წლის დასაწყისში იგეგმებოდა. ადგილობრივი მთავრობის ჩანაფიქრით, ის მოსწავლეებს სკოლაში უსაფრთხოდ მისვლაში […]
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. საქმე ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას. სანქციები 19 ფიზიკურ პირს და 1 ორგანიზაციას დაუწესდა. ახალი სანქციები ეხება „ინტერნეტის კვლევით სააგენტოს“ ე.წ. რუსული „ტროლების ქარხანა“, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს , სოციალურ ქსელებში რუსული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ პოსტებს ავრცელებდა ამერიკელი მომხმარებლების სახელით. სანქციები შეეხო ევგენი […]
ანგელა მერკელზე თავდასხმა სცადეს
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე თავდასხმა სცადეს. გერმანული მედიის ცნობით, უცნობმა კაცმა მერკელზე თავდასხმა გერმანიის პარლამენტის შენობასთან სცადა. Die Welt-ის ცნობით, მას შემდეგ რაც ანგელა მერკელმა პარლამენტის შენობა დატოვა, გარეთ მისი მიმართულებით უცნობი კაცი შეძახილებით დაიძრა. პოლიციამ ის დააკავა. დღეს გერმანიის პარლამენტმა ანგელა მერკელი კანცლერად მეოთე ვადით აირჩია. მან ბუნდესტაგის 709 დეპუტატიდან 324 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. იმედინიუსი
ტერეზა მეი – დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს
რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ ქალაქ […]
გერმანიის კანცლერად კვლავ ანგელა მერკელი აირჩიეს
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხე ვადით აირჩიეს. მას ბუნდესტაგის 364-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ახალ კოალიციურ მთავრობაში ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად, მათი მოკავშირე ქრისტიან-სოციალისტები და სოციალ-დემოკრატები შევლენ. ანგელა მერკელის მხარდასაჭერად დედამისი ჰერლენდ კასტნერი და მეუღლე -იოჰიმ ზაუერიც მივიდნენ.










