კატეგორია: მსოფლიო

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. საქმე ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას. სანქციები 19 ფიზიკურ პირს და 1 ორგანიზაციას დაუწესდა. ახალი სანქციები ეხება „ინტერნეტის კვლევით სააგენტოს“ ე.წ. რუსული „ტროლების ქარხანა“, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს , სოციალურ ქსელებში რუსული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ პოსტებს ავრცელებდა ამერიკელი მომხმარებლების სახელით. სანქციები შეეხო ევგენი […]

ანგელა მერკელზე თავდასხმა სცადეს

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე თავდასხმა სცადეს. გერმანული მედიის ცნობით, უცნობმა კაცმა მერკელზე თავდასხმა გერმანიის პარლამენტის შენობასთან სცადა. Die Welt-ის ცნობით, მას შემდეგ რაც ანგელა მერკელმა პარლამენტის შენობა დატოვა, გარეთ მისი მიმართულებით უცნობი კაცი შეძახილებით დაიძრა. პოლიციამ ის დააკავა. დღეს გერმანიის პარლამენტმა ანგელა მერკელი კანცლერად მეოთე ვადით აირჩია. მან ბუნდესტაგის 709 დეპუტატიდან 324 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. იმედინიუსი

ტერეზა მეი – დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ ქალაქ […]

გერმანიის კანცლერად კვლავ ანგელა მერკელი აირჩიეს

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხე ვადით აირჩიეს. მას ბუნდესტაგის 364-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ახალ კოალიციურ მთავრობაში ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად, მათი მოკავშირე ქრისტიან-სოციალისტები და სოციალ-დემოკრატები შევლენ. ანგელა მერკელის მხარდასაჭერად დედამისი ჰერლენდ კასტნერი და მეუღლე -იოჰიმ ზაუერიც მივიდნენ.

ლვოვში პოლონეთის მემორიალი ააფეთქეს

გვიან ღამით ლვოვში პოლონეთის მემორიალთან აფეთქება მოხდა, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით უცნობმა პირმა ასაფათქებელი ნივთიერება მემორიელს კედლის მეორე მხრიდან ესროლეს. აფეთექების ადგილზე 30 სანტიმტრიანი ღრმული. აფეთქბის მოტივი უცნობია.

სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

ცნობილი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ბრიტანელი მეცნიერი და ნობელის პრემიის ლაურეატი სტივენ ჰოკინგი კემბრიჯში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჰოკინგის ოჯახი ავრცელებს. სტივენ ჰოკინგი 76 წლის იყო. იგი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით იყო დაავადებული, თითქმის მთლიანად იყო პარალიზებული და მეტყველების გენერატორის საშუალებით საუბრობდა. სტივენ ჰოკინგი მსოფლიომ მისი წიგნის „დროების მოკლე ისტორიის“ მეშვეობით გაიცნო. ის ბრიტანეთის სამეცნიერო საზოგადოების და ამერიკის მეცნიერებათა […]

ბერეზოვსკის ყოფილი პარტნიორი ნიკოლაი გლუშკოვი გარდაცვლილი იპოვეს

„აეროფლოტის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალების ფაქტი მისმა ადვოკატმა ანდრეი ბოროვკოვმა „რია ნოვოსტის“ დაუდასტურა. გლუშკოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც რუსეთში დაუსწრებლად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი დატაცების ბრალდებით, „ფეისბუქში“, გაზეთ „ვედომოსტის“ მფლობელმა დემიან კუდრიავცევმა გაავრცელა. „მისი გარდაცვალების ფაქტი დამიდასტურეს, მაგრამ მიზეზი არ ვიცი. არც ის ვიცი, სად დაკრძალავენ“, – აღნიშნა ადვოკატმა. სააგენტოს […]

ცსს-ს ხელმძღვანელი ჯინა ჰესპელი გახდა – პირველი ქალი ცსს-ს ისტორიაში

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალ უფროსად ჯინა ჰესპელი დაინიშნა. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ჯინა ჰასპელმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე მაიკ პომპეო შეცვალა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დაინიშნა. ჯინა ჰესპელი 1956 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა. ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში მუშაობა 1985 წელს დაიწყო. 2017 წელს ტრამპმა ცსს-ს ხელმძღვანელის […]

თურქეთში ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა – 10 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ჩრდილოეთში, ოსმანჯიკის რაიონში ავტობუსის მონაწილეობით მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ოსმანჯიკის მერმა ჰამზა კარატაშმა განაცხადა. – დაშავებულია 18 ადამიანი, აქედან 10-ის მდგომარეობა მძიმეა, – განაცხადა კარატაშმა ტელეარხ NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში. თურქული მედია იუწყება, რომ სამგზავრო ავტობუსი, რომელიც სტამბოლიდან თოქათისკენ მიდიოდა, გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი წაეკიდა. ინტერპრესნიუსი

ტრამპმა ახალ სახელმწიფო მდივნად მაიკ პომპეო დანიშნა, ცსს-ს უფროსი კი ქალი გახდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მდივნის პოსტს მაიკ პომპეო დაიკავებს. „მაიკ პომპეო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი, ჩვენი ახალი სახელმწიფო მდივანი გახდება. ის ფანტასტიკურ სამსახურს გაგვიწევს! მადლობა რექს ტილერსონს მისი მუშაობისთვის! ჯინა ჰასპელი გახდება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალი უფროსი და ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იქნება“, – წერს […]