კატეგორია: მსოფლიო

რუსეთმა უკრაინიდან 1,1 მილიონი ადამიანი გადაასახლა – მათ ციმბირში უშვებენ

პირველადი მონაცემებით, რუსეთმა  უკრაინიდან 1,1 მილიონი  ადამიანი გადაასახლა. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ასაჯაროებს. ლუდმილა დენისოვას ცნობით,  რუსულ არმიას წინასწარ შედგენილი სიებით ხალხი ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაჰყავს, შემდეგ კი ციმბირში უშვებს. გადასახლებულებს შორის ობოლი და უსახლკარო ბავშვებიც არიან. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ბავშვების დასაბრუნებლად უკრაინა ძალისხმევას არ იშურებს, თუმცა რუსეთს ისინი სხვადასხვა ოლქში გაფანტა. რუსებს აფილტრაციო […]

აზერბაიჯანი – “სომხეთმა ცეცხლი გაგვიხსნა”

აზერბაიჯანი - "სომხეთმა ცეცხლი გაგვიხსნა"

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, აზერბაიჯანულმა მხარემ კი „ადეკვატური საპასუხო ზომები“ განახორციელა. „ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას დასახლებაში სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები პერიოდულად ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის ზეილიკის დასახლების მიმართულებით. აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები განახორციელეს,“ – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში. მათივე […]

ბორის ჯონსონი – “უკრაინელებზე 86.000 ვიზა გავეცით”

ბორის ჯონსონი - "უკრაინაში შეჭრით პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა"

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ინფორმაციით, ქვეყანამ უკრაინელ ლტოლვილებზე უკვე 86 ათასი ვიზა გასცა. მისი თქმით, 27 ათასი ვიზის მფლობელი უკვე ბრიტანეთშია. როგორც ბორის ჯონსონმა განაცხადა, შეიძლება ეს პროცესი უფრო სწრაფად წარმართულიყო, თუმცა საჭიროა, ქალებისა და ბავშვების დაცვა იმისგან, რომ ისინი აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათ გულღია დახვედრა არ ელით. „ჩვენ დიდი რაოდენობით ქალებსა და ბავშვებს გავუწიეთ […]

უკრაინაში აფეთქებისას დაშავებული 23 წლის ქალი, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა, დაქორწინდა

უკრაინაში აფეთქებისას დაშავებული 23 წლის ქალი, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა, დაქორწინდა

ლისიჩანსკიდან 23 წლის მედდა, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა, ლვოვში დაქორწინდა. ქალი მარტის ბოლოს ნაღმზე აფეთქდა, მან ქორწილი საავადმყოფოს პალატაში აღნიშნა, სადაც რეაბილიტაციას გადის. ლვოვში ლისიჩანსკიდან 23 წლის მედდა დაქორწინდა, რომელიც მტრის ნაღმმა აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა. მართალია, ოქსანა და მისი ქმარი ორ შვილს ზრდიან, მაგრამ დაქორწინება მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს. მათ საქორწინო ცერემონიალი საავადმყოფოს პალატაში […]

სომხეთში 125 კაცი დააკავეს

სომხეთში 125 კაცი დააკავეს

სომხეთის პოლიციამ ერევანში “დაუმორჩილებლობის აქციის“ 125 მონაწილე დააკავა. მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები მაშინ დააკავეს, როდესაც სამართალდამცავები გადაკეტილი ქუჩების გახსნას ცდილობდნენ. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომის მოთხოვნით „დაუმორჩილებლობის აქცია“ ერევანში დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქცია ოპოზიციამ გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააანონსა. აქციის მონაწილეების ნაწილმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა. ისინი აცხადებენ, რომ […]

ნენსი პელოსი ზელენსკის შეხვდა

ნენსი პელოსი ზელენსკის შეხვდა

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად, კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს. „გეწვიეთ რათა მადლობა გადაგიხადოთ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლისთვის. თქვენი ბრძოლა არის ბრძოლა ყველასთვის. ასე რომ, ჩვენი ვალდებულებაა ვიყოთ აქ თქვენთან სანამ ბრძოლა არ დასრულდება”, – განუცხადა პელოსიმ ზელენსკის. „შეერთებული შტატები უკრაინის ძლიერ მხარდაჭერაში, […]

რუსეთმა ოდესის აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

რუსები კიევზე თავდასხმისთვის ემზადებიან - უკრაინის გენერალური შტაბი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოდესის საქალაქო საბჭო უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ტელეგრამ არხზე ავრცელებს. უკრაინული მხარის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაზიანებულია აეროპორტის ასაფრენი ზოლი და მისი გამოყენება შეუძლებელია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა.

აშშ უკრაინაში დიპლომატებს აბრუნებს

 ამერიკამ საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ესაუბრა. როგორც თეთრი სახლის პრესრელიზშია აღნიშნული, ბლინკენმა „რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას“. „სახელმწიფო მდივანმა ინფორმაცია მიაწოდა ამერიკელი დიპლომატების უკრაინაში დაბრუნების გეგმების შესახებ, მათ შორის, ამ კვირაში, ლვოვში მოსალოდნელ ვიზიტებსა და გეგმებზე, რომელთა მიხედვითაც, ამერიკელი […]

კიევის აჩრდილი არ დაღუპულა – უკრაინის საჰაერო ძალები

კიევის აჩრდილი არ დაღუპულა – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია “კიევის აჩრდილის” გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. საჰაერო ძალებმა ასევე უარყვეს ცნობა, რომ კიევის აჩრდილი The Time-ის მიერ დასახელებული სტეფან ტარაბალკა იყო. „უკრაინის გმირი სტეფან ტარაბალკა არ არის “კიევის აჩრდილი” და მას არ ჩამოუგდია 40 თვითმფრინავი. 2022 წლის 12 მარტს მაიორი სტეფან ტარაბალკა გმირულად დაიღუპა რუს […]

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა, მას 6 შვილი დარჩა

აგრესორმა ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი დაიკავა

მოხალისეთა ბატალიონ “კარპატსკა სიჩიმ”ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. მათი ცნობით დაღუპულია, ამავე ბატალიონის მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე, რომელი 23 აპრილს ხარკოვის ოლქში, იზიუმში ბრძოლისას დაიღუპა, თუმცა ინფორმაცია 26 აპრილს გასაჯაროვდა. მათივე ცნობით, ვიტალი ორბელაძე კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე და 6 შვილი დარჩა. ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 10 ქართველი მებრძოლი […]