ბორის ჯონსონი – “უკრაინელებზე 86.000 ვიზა გავეცით”

ბორის ჯონსონი - "უკრაინელებზე 86.000 ვიზა გავეცით"გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ინფორმაციით, ქვეყანამ უკრაინელ ლტოლვილებზე უკვე 86 ათასი ვიზა გასცა. მისი თქმით, 27 ათასი ვიზის მფლობელი უკვე ბრიტანეთშია. როგორც ბორის ჯონსონმა განაცხადა, შეიძლება ეს პროცესი უფრო სწრაფად წარმართულიყო, თუმცა საჭიროა, ქალებისა და ბავშვების დაცვა იმისგან, რომ ისინი აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათ გულღია დახვედრა არ ელით.

„ჩვენ დიდი რაოდენობით ქალებსა და ბავშვებს გავუწიეთ დახმარება ადგილზე, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ დიდი რაოდენობა მოდის გაერთიანებულ სამეფოში. ამ დრომდე 86 ათასი ვიზა გავეცით და მათგან 27 ათასი უკვე ჩამოვიდა. მინდა გითხრათ მადლობა – 27 ათასი ბევრია და ეს რაოდენობა სწრაფად იზრდება და მსურს პატივი მივაგო ყველას, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს უკრაინელების მოვლაში.

შეგვეძლო ეს უფრო სწრაფად გაგვეკეთებინა? დიახ, სავარაუდოდ შეგვეძლო. ასევე მნიშვნელოვანია დავიცვათ ქალები და ბავშვები იმისგან, რომ აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათ კარგად არ მიიღებენ, სწორედ ამიტომ ვატარებთ ამხელა სამუშაოს“,- განაცხადა ჯონსონმა.

ცნობისთვის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, ამ დროისთვის უკრაინა უკვე 5 563 959 ადამიანმა დატოვა.