რუსეთის პროკურატურა „კრიმინალური ავტორიტეტის“ შაქრო კალაშოვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 700 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმას ითხოვს. შაქრო კალაშოვს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ საქმეში სულ 14 ფიგურანტია, რომელთაგან ორი სასამართლოს დაწყებამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. პროკურატურა 12 ბრალდებულისთვის შვიდიდან 10-წლამდე თავისუფლების აღკევთას ითხოვს საქმეში ორი დაზარალებულია, მათ შორის, ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი ჟანა კიმი. გამოძიების ცნობით, მას ბრალდებულები […]
კატეგორია: მსოფლიო
რომში გზა ჩაინგრა და ავტომობილები ჩაიყოლა
იტალიური მედიის ცნობით, რომის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გზა ჩაინგრა და რამდენიმე ავტომობილი რამდენიმე ათეული მეტრის ორმოში ჩაიყოლა, მომხდარი გამო ახლომდებარე შენობებიდან 20-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. გზის ჩანგრევას ახალი შენობების აშენებას უკავშირებენ, რომლისთვისაც საძირკვლის გაჭრა ძველი შენობების ადგილზე, გზის პირას დაიწყეს, ბოლო დღეების განმავლობაში რომში ძლიერი წვიმა იყო, რამაც გზის საფარს ძირი გამოურეცხა. პოლიციამ სამშენებლო კომპანიის ორი […]
სომხების გენოციდის აღიარების კანონპროექტს ისრაელის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა
ისრაელის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოსმალეთის იმპერიაში „სომხების გენოციდის აღიარების კანონპროექტს“. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Armenianweekly ავრცელებს. ქნესეთში კანონპროექტი პარტია „იეშ ატიდმა“ წარადგინა. პარტიის ლიდერის, იაირ ლაპიდის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი ისრაელის პარლამენტმა გენოციდის აღიარების კანონპროექტს, მით უმეტეს, რომ პარლამენტი იმ ხალხმა აირჩია, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილე, ციპი ხოტოველი ამბობს, რომ […]
სირიაში ამერიკელების იერიშებს რუსები შეეწირნენ
აშშ-ის იერიშების შედეგად, სირიაში ბაშარ ასადის სამხედრო ძალებთან ერთად მებრძოლი 200-ზე მეტი დაქირავებული სამხედრო დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა რუსები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთაგან ერთიც ამერიკელი მაღალჩინოსანია, ხოლო ორი – საქმეში ჩახედული რუსი. წყაროების ცნობით, იერიშების დროს დაშავდა 200-იდან 300 მებრძოლამდე, რომლებიც ასევე დაქირავებულები იყვნენ. დღეს BBC-მ რამდენიმე უცხოურ გამოცემაზე დაყრდნობით […]
“ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი ალ-ბაღდადი ცოცხალია – რას აცხადებს ერაყის დაზვერვა
ერაყის შსს-ს დაზვერვისა და ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელი აბუ ალი ალ ბასრის განცხადებით “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ერაყის საზღვართან ახლოს მდებარე ტერორისტული ორგანიზაციის კუთვნილ ჰოსპიტალში მკურნალობს. დაზვერვის უფროსის განცხადებით, ISIS-ის ლიდერმა, ავიადარტყმების შედეგად, მძიმე დაზიანებები მიიღო, მას მრავალჯერადი მოტეხილობები და ტრავმები აქვს ფეხებზე, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. […]
ვენესუელაში უცნობმა პირმა კარნავალის 3 მონაწილე მოკლა, 5 კი დაჭრა
ვენესუელაში, ბოლივარის შტატში კარნავალის დროს მომხდარ სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოცემა Nacional-ის ინფორმაციით, ტრაგედია ელ-კალიაოს მუნიციპალიტეტში მოხდა. კარნავალის კოლონის მოძრაობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უცნობმა პირმა კარნავალის მონაწილეთა მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, დაიღუპა 3 და დაიჭრა 5 ადამიანი. დაჭრილები ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. პოლიციას დამნაშავე ჯერ არ დაუკავებია. ინტერპრესნიუსი
პუტინი ავად გახდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ავადაა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმაც დაადასტურა, თუმცა მისი განცხადებით პრეზიდენტის ავადმყოფობა მის სამუშაო გრაფიკზე არ აისახება. – გაცივდა, თუმცა განაგრძობს მუშაობას, – განაცხადა პესკოვმა. ორშაბათს ერთ-ერთ შეხვედრაზე პუტინმა დამსწრეებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ხმამაღლა ლაპარაკი არ შეეძლო.
სააკაშვილი დახმარებას მერკელს სთხოვს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დახმარებას ევროკავშირსა და ანგელა მერკელს სთხოვს. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი წერს. „კიევის კაფეში მე თავს ნიღბიანები დამესხნენ, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ. შემდეგ მათ კერძო თვითმფრინავით გადამიყვანეს პოლონეთში. ამ აქციის უკან უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენო დგას. თუ ევროკავშირი, კერძოდ კი ანგელა მერკელი არაფერს იღონებს, უკრაინა ჩაიძირება. პოროშენკო ქვეყანას ანგრევს და უნდა თავიდან მომიშოროს, რადგანაც […]
სააკაშვილი – ”გამიტაცეს, თვალები დამიხურეს, პირი და ყველაფერი… ახლა ვიმყოფები პოლონეთის სახელმწიფო დაცვის ქვეშ“
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინიდან პოლონეთში გაადეპორტეს. სააკაშვილმა პირველი კომენტარი მომხდარზე „კურიერთან“ საუბრისას გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას აეროპორტში პოლონეთის პარლამენტის წევრები დახვდნენ და ამ ეტაპზე სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფება: – ეს არის უკიდურესი პანიკის გამოვლინება, ასე მოტაცებით უკვე რამდენიმეჯერ სცადეს ჩემი მოტაცება და ბოლოს მაინც მოახერხეს, ეს არის შეშინებული ხელისუფლება, არავინ იმდენი […]
საბერძნეთის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა
საბერძნეთის, კერძოდ, კრეტას პოლიციამ 28 წლის მამაკაცზე ძებნა გამოაცხადა, რომელიც ირაკლიოს პოლიციის სამმართველოს დაკავების იზოლატორიდან გაიქცა. ის საქართველოს მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, მას პირადობის დამადასტურებელი ბერძნული მოწმობა ჰქონდა. ის ციხიდან გუშინ შუადღეს გაიქცა, ხოლო ხელისუფლებამ მაშინვე მიიღო ზომები, რათა მისი ადგილსამყოფელი დაადგინონ. საქართველოს მოქალაქე გასულ პარასკევს ქურდობის ბრალდებით დააკავეს. პოლიცია დაკითხვას აწარმოებს 28 წლის მამაკაცის სახლში, სადაც […]










