ტოკ-შოუ საზოგადოებაში არსებული განწყობილებების სარკეა. რუსულ შოუებშიც ხშირია ჩხუბი. განსაკუთრებით ეს მაშინ ხდება, როცა საქმე უკრაინას შეეხება. დონბასში რუსეთი ჩიხში შევიდა. რუსული საზოგადოებაც ტაშს უკრავს წამყვანს, რომელიც მკვეთრ ანტიუკრაინულ პოზიციას აფიქსირებს და უკრაინელ პატრიოტებს ფიზიკურად უსწორდება. ნტვ-ს ტელეწამყვანმა ანდრეი ნორკინმაც უკრაინელების ცემა-შეურაცხყოფით გვარიანი კარიერა გაიკეთა. ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რუს ჟურნალისტად იქცა. გადაცემა “მესტო ვსტრეჩის” […]
კატეგორია: მსოფლიო
რას მოხმარდება “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების 400 მილიონი დოლარი? – ნატო ტერორისტების წინააღმდეგ ახალ მისიას იწყებს
“ისლამური სახელმწიფოს” დაშლით სირია-ერაყში რომ ტერორიზმის საფრთხე არ დამთავრებულა, ამაზე მსოფლიოს გაერომაც შეატყობინა. გაეროს დამკვირვებლებმა დაახლოებით ორი კვირის წინ არ გამორიცხეს “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებების გაერთიანება ალ-ქაიდასთან. ბრიტანული მედიის მონაცემებით, “ისლამური სახელმწიფოს” ჯიჰადისტებმა ომში დამარცხების შემდეგ სირიიდან და ერაყიდან გამოიტანეს 400 მილიონ დოლარზე მეტი. გარდა ამისა, ტერორისტები ათეთრებდნენ ფულს. ისინი შუამავლების დახმარებით ყიდულობდნენ საწარმოებს ერაყში. ტერორისტებმა […]
სომალიში ტერაქტს 38 ადამიანი ემსხვერპლა
არგენტინაში რუსეთის საელჩოს სკოლაში 400 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს
არგენტინაში რუსეთის საელჩოს სკოლაში 400 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს. ამის შესახებ არგენტინული გამოცემა Infobae იუწყება. კოკაინი 12 ჩანთაში ინახებოდა. აღნიშნულ საქმეზე ექვსი ადამიანი დააკავეს. რუსეთისა და არგენტინის შესაბამისი უწყებების ერთობლივი გამოძიების ფარგლებში ორი პირი არგენტინაში, ხოლო ოთხი რუსეთში დააკავეს. ნარკოტიკები ჯერ კიდევ 2016 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ამბავი მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა. არგენტინის უსაფრთხოების მინისტრი პატრისია ბულრიჩი საქმის […]
მოსკოვში სტომატოლოგთან მიმავალი ალექსეი ნავალნი დააკავეს
რუსეთში, ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა .„ამტკივდა კბილი, წავედი სტომატოლოგთან – გამარჯობა, მეორე ოპერატიული პოლკი, თქვენ დაკავებული ხართ. სადღაც მივყავარ.“- დაწერა ნავალნიმ. ცოტა ხანში ნავალნიმ მეორე შეტყობინებაც გაავრცელა: „მიმიყვანეს იაკიმანკას პოლიციის განყოფილებაში, მეუბნებიან რომ 10 წუთში გამიშვებენ და სამსახურშიც კი მიმიყვანენ“- წერს ნავალნი. ნავალნიმ ინსტაგრამზე პოლიციის მანქანაში გადაღებული ფოტოც ატვირთა.
დღეს პეტრო პოროშენკოს დაკითხვა იგეგმება
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის სახელმწიფო ღალატის საქმის ფარგლებში, დღეს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაკითხვა იგეგმება. პეტრო პოროშენკოს დაკითხვა ადგილობრივი დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა თხოვნით პეტრო პოროშენკოს დაკითხვა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოხდეს. ბრალდების მხარემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტი განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი […]
შავ ზღვაში მეორე ამერიკული სამხედრო გემი შევიდა
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ხომალდი USS Carney (DDG 64) შავ ზღვაში იმყოფება. იგი შეუერთდა მეორე გემს – USS Ross (DDG 71)-ს, რომელიც შავ ზღვაში 17 თებერვლიდან იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. Carney და Ross შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობენ. ვიცეადმირალ ქრისტოფერ გრედის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია […]
იტალიასა და გერმანიაში ქურდობისთვის ქართველები დააკავეს
იტალიასა და გერმანიაში ქურდობის ბრალდებით და ქურდობის მცდელობის ფაქტზე ქართველები დააკავეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. 41 წლის კაცი ქალაქ მატერაში ერთ-ერთი კერძო სახლის გაქურდვის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბოროტმოქმედმა თანამზრახველთან ერთად შეაღწია სახლში და ძვირფასეულობა მოიპარა. ქურდობაში ბრალდებულების პოვნა პოლიციამ მანქანის სანომრე ნიშნის საშუალებით შეძლო. დაკავების დროს სამართალდამცავებმა მოპარული ნივთები ამოიღეს და პატრონს დაუბრუნეს. დაკავებული ციხეშია გადაყვანილი. რაც […]
გერმანული თავშესაფრები ქართველ დამნაშავეთა ბანაკებად გადაიქცა – გერმანული მედია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გადახედვის შესახებ წერს
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ლტოლვილთა მინისტრმა იოახიმ შტამპმა „Welt”-თან ინტერვიუში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვის ზრდაზე და ქართველთა მონაწილეობით კრიმინალური შემთხვევების მატებაზე ისაუბრა. შტამპი აცხადებს, რომ რეგიონში დანაშაულის ზრდაში დიდი წვლილი სწორედ თავშესაფრის ქართველ მაძიებლებს მიუძღვით, რომელთა ქმედებებითაც თავშესაფრები ორგანიზებული ქურდობისა და ძარცვის ბაზებად გადაიქცა. ლტოლვილთა მინისტრმა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სასწრაფოდ გადახედვისა და […]
დაღესტანში ეკლესიიდან გამოსული 4 ქალი მოკლეს
დაახლოებით 2 საათის წინ დაღესტანში, ყიზლარში, სისხლიანი ტრაგედია მოხდა. უცნობმა პიროვნებამ ცეცხლი გაუხსნა ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ყველიერის ბოლო დღეს აღნიშნავდნენ. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 4 დაიჭრა. ყველა დაღუპული ქალია. დაჭრილები ყიზლარის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა. ის 1995 წელს დაბადებული ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა, რომელიც ადრე არასდროს მოხვედრილა ძალოვანების ყურადღების ცენტრში. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ადამიანთა ჯგუფი […]










