ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ტერაქტი აღკვეთეს, რომლის სამიზნე ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი იყო. ტერაქტს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი“ ამზადებდა. მისი მებრძოლები ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას მინისტრის კორტეჟის გზაზე გეგმავდნენ. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა „შაბაკმა“ 6 პირი დააკავა. დაკავების ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხედროები და პოლიციელები. აღნიშნული დაჯგუფების გამოვლენა და დაკავება ბოლო კვირის განმავლობაში მოხდა, ხოლო […]
კატეგორია: მსოფლიო
ირანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ყველა მგზავრი დაიღუპა
ირანში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თეირანიდან იასუჯში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა. ავიაკატასტროფა ისპაანის პროვინციაში მოხდა. თვითმფრინავში 66 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, 1 ბავშვი. ყველა მგზავრი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ავიაკომპანიამ დაადასტურა, რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნის. ინტერპრესნიუსი
ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ლიდერი ხდება?
ახლო აღმოსავლეთი, მათ შორის, სირია რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილად. რეგიონში მიმდინარეობს ბრძოლა გავლენისათვის. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, დღევანდელი მდგომარეობით, ახლო აღმოსავლეთის ლიდერი ისრაელი ხდება. თურქეთის მიერ სირიაში ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” რამდენიმე დღის წინ დაემატა დაპირისპირება ისრაელს, ირანსა და სირიას შორის. ისრაელმა ჩამოაგდო ირანის თვითმფრინავი, რომელიც მის საჰაერო სივრცეში […]
მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა რამდენიმე საათის წინ მექსიკაში, ოაჰაკას შტატში. ინფორმაცია აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ((USGS) ვებგვერდზე ვრცელდება. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 24,7 კილომეტრის სიღრმეში, დასახლებულ პუნქტ პინოტეპა დე დონ ლუისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, 37 კილომეტრის დაშორებით იყო. წყნარი ოკეანის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება არ არსებობს.ეროვნულ სეისმოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ განმეორებითი ბიძგების რაოდენობამ, რომის სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდა იყო, […]
რუსეთის პროკურატურა შაქრო კალაშოვისთვის 10 წლით ციხეს ითხოვს – მას 18 მილიონი რუბლის მიტაცებას აბრალებენ
რუსეთის პროკურატურა „კრიმინალური ავტორიტეტის“ შაქრო კალაშოვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 700 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმას ითხოვს. შაქრო კალაშოვს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ საქმეში სულ 14 ფიგურანტია, რომელთაგან ორი სასამართლოს დაწყებამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. პროკურატურა 12 ბრალდებულისთვის შვიდიდან 10-წლამდე თავისუფლების აღკევთას ითხოვს საქმეში ორი დაზარალებულია, მათ შორის, ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი ჟანა კიმი. გამოძიების ცნობით, მას ბრალდებულები […]
რომში გზა ჩაინგრა და ავტომობილები ჩაიყოლა
იტალიური მედიის ცნობით, რომის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გზა ჩაინგრა და რამდენიმე ავტომობილი რამდენიმე ათეული მეტრის ორმოში ჩაიყოლა, მომხდარი გამო ახლომდებარე შენობებიდან 20-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. გზის ჩანგრევას ახალი შენობების აშენებას უკავშირებენ, რომლისთვისაც საძირკვლის გაჭრა ძველი შენობების ადგილზე, გზის პირას დაიწყეს, ბოლო დღეების განმავლობაში რომში ძლიერი წვიმა იყო, რამაც გზის საფარს ძირი გამოურეცხა. პოლიციამ სამშენებლო კომპანიის ორი […]
სომხების გენოციდის აღიარების კანონპროექტს ისრაელის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა
ისრაელის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოსმალეთის იმპერიაში „სომხების გენოციდის აღიარების კანონპროექტს“. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Armenianweekly ავრცელებს. ქნესეთში კანონპროექტი პარტია „იეშ ატიდმა“ წარადგინა. პარტიის ლიდერის, იაირ ლაპიდის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი ისრაელის პარლამენტმა გენოციდის აღიარების კანონპროექტს, მით უმეტეს, რომ პარლამენტი იმ ხალხმა აირჩია, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილე, ციპი ხოტოველი ამბობს, რომ […]
სირიაში ამერიკელების იერიშებს რუსები შეეწირნენ
აშშ-ის იერიშების შედეგად, სირიაში ბაშარ ასადის სამხედრო ძალებთან ერთად მებრძოლი 200-ზე მეტი დაქირავებული სამხედრო დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა რუსები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთაგან ერთიც ამერიკელი მაღალჩინოსანია, ხოლო ორი – საქმეში ჩახედული რუსი. წყაროების ცნობით, იერიშების დროს დაშავდა 200-იდან 300 მებრძოლამდე, რომლებიც ასევე დაქირავებულები იყვნენ. დღეს BBC-მ რამდენიმე უცხოურ გამოცემაზე დაყრდნობით […]
“ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი ალ-ბაღდადი ცოცხალია – რას აცხადებს ერაყის დაზვერვა
ერაყის შსს-ს დაზვერვისა და ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელი აბუ ალი ალ ბასრის განცხადებით “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ერაყის საზღვართან ახლოს მდებარე ტერორისტული ორგანიზაციის კუთვნილ ჰოსპიტალში მკურნალობს. დაზვერვის უფროსის განცხადებით, ISIS-ის ლიდერმა, ავიადარტყმების შედეგად, მძიმე დაზიანებები მიიღო, მას მრავალჯერადი მოტეხილობები და ტრავმები აქვს ფეხებზე, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. […]
ვენესუელაში უცნობმა პირმა კარნავალის 3 მონაწილე მოკლა, 5 კი დაჭრა
ვენესუელაში, ბოლივარის შტატში კარნავალის დროს მომხდარ სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოცემა Nacional-ის ინფორმაციით, ტრაგედია ელ-კალიაოს მუნიციპალიტეტში მოხდა. კარნავალის კოლონის მოძრაობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უცნობმა პირმა კარნავალის მონაწილეთა მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, დაიღუპა 3 და დაიჭრა 5 ადამიანი. დაჭრილები ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. პოლიციას დამნაშავე ჯერ არ დაუკავებია. ინტერპრესნიუსი










