Amazon-ის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი ჯეფ ბეზოსი ერთ ღამეში 6,5 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. მისი აქციები 1 თებერვლის ღამეს 6,2 პროცენტით გაძვირდა. მისი აქტივების საერთო ღირებულებამ 123 მილიარდს გადააჭარბა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ბილ გეიტსთან შედარებით 30 მილიარდი დოლარით მეტი ქონება აქვს. ინფორმაციას Marketwatch-ი ავრცელებს. ამ წლის დასაწყისი ბეზოსისთვის წარმატებული აღმოჩნდა. იანვარში მან სულ 17,4 მილიარდი […]
კატეგორია: მსოფლიო
საფრანგეთში 2 სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – 5 ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში, ვარის დეპარტამენტში ორი სამხედრო გაზელის ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო AFP რეგიონის საგამოძიების ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება. მომხდარის გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია. კატასტროფის ადგილზე, კურორტ სენ-ტროპედან 50 კილომეტრში მდებარე კარსეს ტბაზე მაშველების ჯგუფები ჩავიდნენ. სულ ვერტმფრენებში 6 ადამიანი იმყოფებოდა, 5 მათგანის ცხედრები უკვე ნაპოვნია. კიდევ ერთი ადამიანის სამძებრო […]
ფრანგი ექსპერტი: “რუსეთის შესაკავებლად სანქციები არ კმარა”
კრემლის სია, რომელიც ახალი ამერიკული ანტირუსული სანქციების საფუძველია, ისევ აქტუალურია. არსებობს მოლოდინი, რომ ახალი სანქციები რუსეთის მაღლაჩინოსნების, ოლიგარქებისა და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელების წინააღმდეგ აქამდე მოქმედ სანქციებზე უფრო მეტად დააზარალებს კრემლს და ხელს შეუშლის რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს. ფრანგი ექსპერტი რუსეთის საკითხებში მატიე ბულეგი დარწმუნებულია, რომ სანქციები რუსეთის შესაკავებლად არ კმარა: – ჯერჯერობით, აშშ რუსეთის პოლიტიკას პასუხობს […]
ანკარაში აფეთქება მოხდა
თურქეთის დედაქალაქში გვიან ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა. ანკარას სამთავრობო უბანში, ერთ-ერთ შენობაში გამათბობელი აფეთქდა. მომხდარის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობაში აფეთქების მომენტში არავინ იმყოფებოდა. განადგურებულია შენობის პირველი სართული და დაზიანებულია ქუჩაში მდგომი ავტომანქანები. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება
ფიდელ კასტროს შვილმა თავი მოიკლა
კუბაზე, 68 წლის ასაკში ფიდელ კასტროს უფროსი შვილი დაიღუპა. ადგლობრივი მედიის ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მედიის ცნობით, “ფიდელიტოს,” როგორც მას მამასთან განსაკუთრებული მსგავსების გამო ეძახდნენ, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და გარკვეული პერიოდი საავადმყოფოშიც გაატარა. ის პროფესიით ბირთვული ფიზიკოსი იყო და განათლება საბჭოთა კავშირში ჰქონდა მიღებული.
ქართველები საბერძნეთში ძვირფასეულობას კარგავენ – რა ხდება ომონიის ლომბარდში
საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს ომონიის ლომბარდთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ საიტი გეორგიანს.გრ. წერს: “ბოლო თვის მანძილზე 20-ზე მეტი მესიჯი შემოვიდა ერთ-ერთ ლომბარდთან დაკავშირებით, რომელიც ომონიაზე მდებარეობს. კერძოდ, აღნიშნულ ლომბარდში უამრავ ქართველს აქვს ჩაბარებული ოქრო და სხვადასხვა ძვირფასეულობა, ასევე ტექნიკა. თუმცა, ბოლო 2 თვის მანძილზე მათ, ვინც თავიანთ ნივთებს გამოსატანად აკითხავს, ლომბარდში ეუბნებიან, რომ ნივთები მათთან […]
”ამაზე იქამდე უნდა გეფიქრათ, ვიდრე თავს დაესხმოდით საქართველოს, უკრაინას და ჩვენს დემოკრატიას“ – კარპენტერი რუსებს პასუხობს
პენტაგონის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი მაიკლ კარპენტერი რუსული VTB-ბანკის ხელმძღვანელის განცხადებას “Twitter”-ის საშუალებით პასუხობს. რუსული VTB-ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციები ომის ტოლფასი იქნებოდა. კარპენტერი კი წერს, რომ მათ ამაზე იქამდე უნდა ეფიქრათ, სანამ საქართველოსა და უკრაინას თავს დაესხმებოდნენ: “ვწუხვარ მეგობარო, მაგრამ თქვენ ყველას ამაზე იქამდე უნდა გეფიქრათ, ვიდრე თავს დაესხმოდით საქართველოს, […]
ანჯელინა ჯოლიმ ნატო დააფეთა
ნატოს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ჰოლივუდის ვარსკვლავსა და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩს, ანჯელინა ჯოლის უმასპინძლა. ნატოს შტაბ-ბინაში ცნობილი ადამიანების სტუმრობა არავის უკვირს, თუმცა დღეს ნატო-ს თანამშრომლები ნამდვილ პაპარაცებად იქცნენ. დღეს განსაკუთრებულად ჯენტლმენი იყო იენს სტოლტენბეგიც. პრესკონფერენციის დაწყებამდე, ფოტოს გადაღებისას, ჯოლიმ ჩანთა იატაკზე დადო, თუმცა ჩანთა დავარდა და ჯოლისთან ერთად მის […]
სტალინის გამო სვანიძემ და შევჩენკომ ერთმანეთს პირდაპირ ეთერში ურტყეს – ვიდეო
ჟურნალისტები სტალინიზმზე კამათის დროს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ინციდენტი რადიოსადგურ „კომსომოლსკაია პრავდას“ პირდაპირ ეთერში მოხდა. ჟურნალისტები ნიკოლაი სვანიძე და მაქსიმ შევჩენკო სტალინიზმზე საუბრობდნენ. კერძოდ, დისკუსიის თემა იყო – „არის თუ არა სტალინიზმი დაავადება და საჭიროა თუ მისი მკურნალობა?“ შევჩენკო სტალინს მისი დამპყრობლური პოლიტიკის გამო აქებდა, სვანიძე კი ამბობდა, რომ სტალინმა მილიონობით საბჭოთა ადამიანი გაჟლიტა […]










