კანადის პრემიერის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა. შედეგად 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავად ჯასტინ ტრიუდო არ დაშავებულა. ამის შესახებ Abc News-ი იუწყება. პრემიერი ქალაქ სიმი-ველიდან ბრუნდებოდა, სადაც ის ადგილობრივ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოვიდა. ბიბლიოთეკიდან 6 კილომეტრის მოშორებით ავტომობი მოტოციკლს შეეჯახა, რომელიც ტრიუდოს კორტეჟს ახლდა. ავტომობილში მსხდომ პირებს და მოტოციკლის მძღოლს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. იმედინიუსი
კატეგორია: მსოფლიო
ბიძინა ივანიშვილის ბანკირს 5 წელი მიუსაჯეს
Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი, პატრის ლესკადრონი ჟენევის სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ლესკადრონს მაქინაციები ედებოდა ბრალად, რომელთა გამოც მის კლიენტებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს 143 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (152 მილიონი დოლარი) ოდენობით ზარალი მიადგათ. „ბლუმბერგის“ ცნობით ჟენევის სასამართლომ პარასკევს პატრის ლესკადრონს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნიუპოსტი
ირანი vs საუდის არაბეთი – მსოფლიო ძალების შეჯახება ახლო აღმოსავლეთის საჭადრაკო დაფაზე
ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოს ყველაზე რთულ და პრობლემურ რეგიონს წარმოადგენს. ამჟამად რეგიონში ხუთი კოლაფსის წინაშე მყოფი ქვეყანაა _ ლიბია, ავღანეთი, ერაყი, სირია, იემენი და სამი მიმდინარე ომია ერაყში, სირიასა და იემენში. ამას ემატება ისიც, რომ სწორედ აქ მოქმედებს უამრავი დამოუკიდებელი სამხედრო თუ ტერორისტული დაჯგუფება. ამ ომებში კი მსოფლიოს მთავარი ძალები ძირითადად საპირისპირო პოზიციებს უჭერენ მხარს და […]
სააკაშვილი ვერ დააკავეს – სპეცრაზმი უკან გაბრუნდა
უკრაინის რადას დეპუტატი იური დერევიანკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ კიევის სასტუმროში იმყოფება, რადგან “ალფას” სპეცრაზმელები, რომლებიც სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-ში მის დასაკავებლად მივიდნენ, სასტუმროს დაცვამ არ გაატარა და “ახალ ძალთა მოძრაობისა” და ჟურნალისტების დანახვაზე სპეცრაზმელებმა სასტუმრო დატოვეს. “რამდენიმე წუთის წინ აქ (სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv) მოვიდნენ ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმელები. აქ ახლა იმყოფება […]
კიევის სასტუმროში სააკაშვილის წასაყვანად სპეცრაზმი მივიდა
კიევში იმ სასტუმროსთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმია მობილიზებული, – ამის შესახებ სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. „სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან პოროშენკომ სპეცრაზმი „ალფა“ გამოაგზავნა მიხეილ სააკაშვილის წასაყვანად. ყველანი იქ მივდივართ“, – წერს დავით საყვარელიძე. Sos! К гостинице Fairmont Grand Hotel Kyiv (ул.Набережно-Крещатицкая, 1) Порошенко прислал Альфу, чтобы забрать Михаила Саакашвили!!! […]
გერმანიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს
გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია WDR იუწყება. რეგიონის მთავრობა აღნიშნულის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს და მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია […]
ტაივანში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ტაივანში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:13 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5,0 მაგნიტუდაა. 7 თებერვალს, მიწისძვრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 23:50 საათზე ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 11 კილომეტრის სიღრმეზე იყო. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა, დაზიანდა ხიდები, […]
ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა, 150 დაკარგულად ითვლება
ტაივანის ქალაქ ჰუალიანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 2 ადამიანი, 150 კი დაკარგულად ითვლება. მუშაობა გრძელდება დანგრეული შენობების ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოსაყვანად. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,5 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც 4,5 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისძვრა მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, სულ მცირე ხუთი სახლია სრულად და ნაწილობრივ დანგრეული, დაზიანებულია ხიდები, გზის საფარი, ტროტუარებზე ღრმა ნაპრალები […]
ტაივანში 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – 2 ადამიანი დაიღუპა და 188 დაშავდა
სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 188 ადამიანი დაშავდა ტაივანის ქალაქ ჰუალიანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, – ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხი იუწყება. მისივე ცნობით, 29 ადამიანი კვლავაც სასტუმრო „მარშალის“ ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,5 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც 4,5 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისძვრა მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, სულ მცირე ხუთი სახლია სრულად […]
ბრიუსელში, პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი იწყება
ბრიუსელში, პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის სასამართლო პროცესი იწყება. ბელგიაში მისთვის წარდგენილი ბრალი პარიზის ტერაქტებს არ უკავშირდება. აბდესლამს ბელგიის პროკურატურა იარაღის უკანონო ტარებასა და პოლიციელების მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, 2015 წლის 13 ნოემბრის პარასკევს, საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ […]









