კატეგორია: მსოფლიო

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია Telegram-ში იუწყება. მათივე ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. „წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ორი სახლი. დარტყმა რუსული ავიაციის მიერ განხორციელდა, გამოყენებული იქნა X-55 ტიპის „ჰაერი-მიწა კლასის რაკეტები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო […]

ბენ უოლესი – “პუტინი ეთნიკური ნაციონალისტია”

ბენ უოლესი - "პუტინი ეთნიკური ნაციონალისტია"

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას მიაწვდის იარაღს, რომელსაც შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალებზე დარტყმა შეუძლია. „ჩვენ უკვე ვთქვით, რომ უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მოვაწოდებთ. წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ მარცვლეული, რომელიც ყველა ჩვენგანზე მოქმედებს, უკრაინიდან გამოვიდეს. უკრიანა ახლა ვერ აკონტროლებს შავ ზღვას“, – განაცხადა მან. ბენ უოლესმა პუტინს „ეთნიკური ნაციონალისტი“ უწოდა და რუსეთის […]

„ჩერნობილში რადიაციის დონე არანორმალურია“ – გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი

„უკიდურესად საშიში სიტუაციაა“ - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილთან კავშირი დაკარგა

გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე არანორმალურია. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მიერ ტერიტორიის ერთკვირიანი ოკუპაცია „ძალიან, ძალიან საშიში იყო“. ჩერნობილის გამორთული ელექტროსადგური იყო ისტორიში ყველაზე საშიში ბირთვული კატასტროფის ადგილი 1986 წლიდან და დღემდე გამოიყენება ბირთვული ნარჩენების შესანახად. 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის სადგური დაიკავეს. საბრძოლო მოქმედებების გამო […]

სერგეი ლავროვი – „ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია“

ლავროვი - "უკრაინასთან მოლაპარაკება რთულია, მაგრამ კომპრომისის იმედი არსებობს"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია. ამის შესახებ მან რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა. „საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია და არ შეიძლება მისი არასათანადოდ შეფასება. მე არ ვისურვებდი, რომ ახლა, როდესაც რისკები მართლაც ძალზე არსებითია, ეს რისკები ხელოვნურად გაიზარდოს. ამის მსურველი კი ცოტა არ არის“, – აღნიშნა ლავროვმა.

საფრანგეთის პრეზიდენტად მაკრონი იმარჯვებს

საფრანგეთის პრეზიდენტად მაკრონი იმარჯვებს

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ხმების 58,2 პროცენტით ლიდერობს. მისი მეტოქე, “ულტრამემარჯვენე” მარინ ლე პენია, რომელსაც წინასწარი პროგნოზით, ხმების 41,8 პროცენტი აქვს. საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება საფრანგეთის პირველი პირი მომდევნო 5 წლის განმავლობაში. იპნ

ნედ პრაისი – “ეს იქნება უკრაინის გამარჯვება”

ნედ პრაისი - "ეს იქნება უკრაინის გამარჯვება"

ეს იქნება უკრაინის გამარჯვება. ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული დამარცხება, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა BBC-ის, უკრაინაში მიმდინარე ომის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განუცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, აწვდიდნენ თუ არა აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას საკმარისი რაოდენობის მძიმე იარაღს, პრაისმა უპასუხა: „რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის გაგზავნა ზუსტად იმისა, რაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სჭირდებათ, რომ […]

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:28 შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. წმინდა ცეცხლი […]

2 რუსი ოლიგარქი, ოჯახის წევრებთან ერთად, დაღუპულები იპოვეს

2 რუსი ოლიგარქი, ოჯახის წევრებთან ერთად, დაღუპულები იპოვეს

2 რუსი ოლიგარქი და მათ ოჯახის წევრები 24-საათიან ინტერვალში დაღუპულები იპოვეს – CNN -ის ინფორმაციით, პოლიციამ “გაზპრომ ბანკის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაიევის, მისი მეუღლისა და ქალიშვილის ცხედარი ორშაბათს მოსკოვში, საკუთარ სახლში ნახა. გარდაცვლილ ბიზნესმენს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის კვალი აქვს. მეორე რუსი ოლიგარქის, ნოვატეკის ვიცე-პრეზიდენტის, სერგეი პროტოსენიას ცხედარი კი სამართალდამცველებმა ესპანეთში იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები არიან მისი ცოლი და მცირეწლოვანი ქალიშვილიც. […]

ავღანეთში პარასკევს მეჩეთი ააფეთქეს – 33 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში პარასკევს მეჩეთი ააფეთქეს - 33 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კუნდუზში პარასკევის ლოცვის დროს, სუნიტთა მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 33 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თალიბანის ადმინისტრაციის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ,,ტვიტერში” დაღუპულთა რიცხვი დაადასტურა და განაცხადა, რომ 43 ადამიანია დაჭრილი. ,,ამ ინციდენტების დამნაშავეები ბოროტი ელემენტები არიან. მათ დასაკავებლად და დასასჯელად სერიოზული ძალისხმევა მიმდინარეობს”, – განაცხადა მუჯაჰიდმა. […]

„ყოყმანის დრო აღარ გვაქვს…“ – ლიეტუვის პრეზიდენტი 

„ყოყმანის დრო აღარ გვაქვს...“ - ლიეტუვის პრეზიდენტი 

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ნატოს მოუწოდა, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის მის ქვეყანაში, მეტი ჯარისკაცი გაგზავნოს. მედიის ინფორმაციით, გიტანას ნაუსედამ აღნიშნული საკითხი ვილნიუსში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბაერბოკთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. გიტანას ნაუსედამ და ანალენა ბაერბოკმა ასევე განიხილეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, უკრაინის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. […]