კატეგორია: მსოფლიო

2 რუსი ოლიგარქი, ოჯახის წევრებთან ერთად, დაღუპულები იპოვეს

2 რუსი ოლიგარქი, ოჯახის წევრებთან ერთად, დაღუპულები იპოვეს

2 რუსი ოლიგარქი და მათ ოჯახის წევრები 24-საათიან ინტერვალში დაღუპულები იპოვეს – CNN -ის ინფორმაციით, პოლიციამ “გაზპრომ ბანკის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაიევის, მისი მეუღლისა და ქალიშვილის ცხედარი ორშაბათს მოსკოვში, საკუთარ სახლში ნახა. გარდაცვლილ ბიზნესმენს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის კვალი აქვს. მეორე რუსი ოლიგარქის, ნოვატეკის ვიცე-პრეზიდენტის, სერგეი პროტოსენიას ცხედარი კი სამართალდამცველებმა ესპანეთში იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები არიან მისი ცოლი და მცირეწლოვანი ქალიშვილიც. […]

ავღანეთში პარასკევს მეჩეთი ააფეთქეს – 33 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში პარასკევს მეჩეთი ააფეთქეს - 33 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კუნდუზში პარასკევის ლოცვის დროს, სუნიტთა მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 33 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თალიბანის ადმინისტრაციის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ,,ტვიტერში” დაღუპულთა რიცხვი დაადასტურა და განაცხადა, რომ 43 ადამიანია დაჭრილი. ,,ამ ინციდენტების დამნაშავეები ბოროტი ელემენტები არიან. მათ დასაკავებლად და დასასჯელად სერიოზული ძალისხმევა მიმდინარეობს”, – განაცხადა მუჯაჰიდმა. […]

„ყოყმანის დრო აღარ გვაქვს…“ – ლიეტუვის პრეზიდენტი 

„ყოყმანის დრო აღარ გვაქვს...“ - ლიეტუვის პრეზიდენტი 

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ნატოს მოუწოდა, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის მის ქვეყანაში, მეტი ჯარისკაცი გაგზავნოს. მედიის ინფორმაციით, გიტანას ნაუსედამ აღნიშნული საკითხი ვილნიუსში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბაერბოკთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. გიტანას ნაუსედამ და ანალენა ბაერბოკმა ასევე განიხილეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, უკრაინის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. […]

ავსტრალიამ პუტინისა და ლავროვის შვილებს სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ პუტინისა და ლავროვის შვილებს სანქციები დაუწესა

ავსტრალიის მთავრობამ სანქციები რუსეთის კიდევ 147 მოქალაქეს დაუწესა. მედიის ცნობით, სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერი პუტინი შვილები: კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი: ეკატერინა ვინოკუროვა. სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის დუმის 144 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პუტინის მიერ 22 თებერვალს უკრაინის ორი რეგიონის – დონეცკისა და ლუგანსკის არალეგიტიმურ […]

რატომ თქვა უარი პუტინმა “აზოვსტალის” შტურმზე – რას აცხადებს ბრიტანული დაზვერვა

რატომ თქვა უარი პუტინმა “აზოვსტალის” შტურმზე – რას აცხადებს ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვა განმარტავს მიზეზს, რატომ თქვა უარი პუტინმა „აზოვსტალის” შტურმზე და აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთზე შეტევისთვის აგროვებს ჯარებს და  სრულმასშტაბიანი სახმელეთო იერიში ქარხანაზე, სავარაუდოდ, გამოიწვევს მნიშვნელოვან დანაკარგებს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს საბრძოლო ეფექტურობას. უწყების ინფორმაციითვე, მასიური დაბომბვა გრძელდება დონბასის აღმოსავლეთით, რადგან რუსეთი ცდილობს წინსვლას, მათ შორის პოპასნაიასკენ. მათივე ცნობით, რუსეთს თავის გაფუჭებული ტექნიკა სარემონტოდ, […]

კიევის რეგიონში 1084 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

კიევის რეგიონში 1084 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

კიევის რეგიონში 1084 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. რეგიონული პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების 50-75% იარაღით არის მოკლული. 300-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის. ჯემნიუსი

„აქ გამოიგონეს „ისკანდერები” – რუსეთში სამხედრო-საჰაერო კვლევითი ინსტიტუტი დაიწვა

„აქ გამოიგონეს „ისკანდერები" - რუსეთში სამხედრო-საჰაერო კვლევითი ინსტიტუტი დაიწვა

ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელსი წერს: „რუსეთის ქ. ტვერში “სრულიად შემთხვევით” დაიწვა ის სამხედრო-საჰაერო კვლევითი ინსტიტუტი, სადაც გამოიგონეს “ისკანდერები”, ასევე S-400-ები და ამ მომენტისთვის ახალი სარაკეტო სისტემების შექმნაზე მუშაობდნენ. დოკუმენტაციასთან ერთად ცოცხლად დაიწვა ინსტიტუტის 6 თანამშრომელი.“

პუტინმა ზელენსკის მკვლელობა კადიროვს დაავალა – უკრაინის დაზვერვა

პუტინმა კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაცია უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ოლექსი დანილოვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს დაავალა. „ჩვენი უმაღლესი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გეგმა 3 თებერვალს მიიღო კადიროვმა, როდესაც ის პუტინს ესტუმრა. ამ შეხვედრაზე შეთანხმებული იქნა ჩვენი პრეზიდენტის […]

„კანადა უკრაინას მსხვილკალიბრიან არტილერიას გაუგზავნის” – ტრუდო

„კანადა უკრაინას მსხვილკალიბრიან არტილერიას გაუგზავნის" - ტრუდო

კანადა უკრაინას მსხვილკალიბრიან არტილერიას გაუგზავნის. ამის შესახებ, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. „კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას გაუგზავნის. დეტალებს უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ”,- განაცხადა ტრუდომ. მანამდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის მძიმე არტილერიის მიწოდების შესახებ განაცხადა. აშშ-ს სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი შეიცავს 11 Mi-17 შვეულმფრენს; 18 ერთეულ 155მმ-იან ჰაუბიცას და 300 ცალ დრონ Switchblade-ს.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა

24 თებერვლის შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა – 5,010,971 ადამიანმა დატოვა – ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა სააგენტო  UNHCR ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ბოლო კვირებში ლტოლვილთა გადინების მაჩვენებელი  შედარებით დაბალი, ვიდრე ომის დასაწყისში. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე დიდი ლტოლვილთა კრიზისია.