ბენ უოლესი – “პუტინი ეთნიკური ნაციონალისტია”

ბენ უოლესი - "პუტინი ეთნიკური ნაციონალისტია"დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას მიაწვდის იარაღს, რომელსაც შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალებზე დარტყმა შეუძლია.

„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მოვაწოდებთ. წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ მარცვლეული, რომელიც ყველა ჩვენგანზე მოქმედებს, უკრაინიდან გამოვიდეს. უკრიანა ახლა ვერ აკონტროლებს შავ ზღვას“, – განაცხადა მან.

ბენ უოლესმა პუტინს „ეთნიკური ნაციონალისტი“ უწოდა და რუსეთის ქმედებები უკრაიანში სიმსივნეს შეადარა.

„პუტინი არის „ეთნიკური ნაციონალისტი“ და სურს „სიმსივნურად გაიზარდოს“ უკრაინაში“. ის პოტენციურად ზუსტად ისევე გრძნობს თავს, როგორც ნაცისტები მეორე მსოფლიო ომის დროს – ის ფიქრობს, რომ ყველა რუსულენოვან ადამიანზე აქვთ საკუთრების უფლება“, -განაცხადა მან.

იპნ