კანადა უკრაინას მსხვილკალიბრიან არტილერიას გაუგზავნის. ამის შესახებ, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. „კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას გაუგზავნის. დეტალებს უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ”,- განაცხადა ტრუდომ. მანამდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის მძიმე არტილერიის მიწოდების შესახებ განაცხადა. აშშ-ს სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი შეიცავს 11 Mi-17 შვეულმფრენს; 18 ერთეულ 155მმ-იან ჰაუბიცას და 300 ცალ დრონ Switchblade-ს.
კატეგორია: მსოფლიო
ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა
24 თებერვლის შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა – 5,010,971 ადამიანმა დატოვა – ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა სააგენტო UNHCR ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ბოლო კვირებში ლტოლვილთა გადინების მაჩვენებელი შედარებით დაბალი, ვიდრე ომის დასაწყისში. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე დიდი ლტოლვილთა კრიზისია.
მარიუპოლიდან ევაკუაცია ვერ განხორციელდა, რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია დაბომბეს
მარიუპოლიდან ევაკუაცია ვერ განხორციელდა, რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია მარიუპოლის მერის მრჩეველ პეტრ ანდრიუშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. „გუშინ რუსებმა გამოაცხადეს სიჩუმის რეჟიმი, რათა უზრუნველყოფილიყო მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა „აზოვსტალის“ თავშესაფრებიდან. პარალელურად, შემოიყვანეს არტილერია და დაიწყო აზოვსტალის ზონის დაბომბვა“, – წერს ანდრიუშენკო. მედიის ცნობით, ანდრიუშენკომ აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში, სურვილის შემთხვევაშიც კი, მშვიდობიანი […]
პესკოვი – “რუსეთმა უკრაინას შეთანხმების პროექტი გადასცა”
რუსეთმა უკრაინას შეთანხმების დოკუმენტის პროექტი გადასცა, მაგრამ კიევი არ ჩქარობს რეაგირებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინული მხარე მუდმივად შორდება ადრე შეთანხმებულ პოზიციებს, მუდმივად ცვლის მათ, რაც უარყოფითად აისახება მოლაპარაკებების ეფექტურობაზე. “ჩვენი დოკუმენტის პროექტი გადაეცა უკრაინულ მხარეს, რომელიც შეიცავს აბსოლუტურად მკაფიო ფორმულირებებს. ბურთი მათ მხარესაა. ჩვენ ველოდებით პასუხს”, – განაცხადა […]
„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ძალიან დიდი მსხვერპლია, ბუჩა მონაგონი იქნება“ – გიორგი ქუფარაშვილი
„ძალიან დიდი მსხვერპლია. იმ დონის მსხვერპლია, რომ ჩვენი საზოგადოება ამას ვერ წარმოიდგენს. ბუჩა მონაგონი იქნება“, – ამის შესახებ „აზოვის” პოლკის ერთ-ერთი დამაარსებელი გიორგი ქუფარაშვილი ამბობს. მისივე თქმით, ამ ომის დანაშაულების დაფარვა ხდება. „სამი დღეა მიმდინარეობს სტრატეგიული ბომბდაშენებით დაბომბვა. ასევე მძიმე არტილერია, ავიაცია. ყველაფერი რაც შეიძლება იყოს გამოყენებული. „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, სადაც აზოვის მებრძოლები იმყოფებიან არის ასობით […]
ფსბ-მ ლუგანსკის შს მინისტრი დააკავა
რუსულმა ფსბ-მ დააკავა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი”, ფრონტზე წარუმატებლობის გამო დააკავა – ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. “მინისტრი”, გენერალ-მაიორი კორნეტ იგორ ალექსანდროვიჩი როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შს მინისტრის “დაკავებამ” უშიშროების ძალებისა და “რესპუბლიკის” პოლიტიკური ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია – აცხადებენ დაზვერვაში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთ ქალაქების დაბომბვა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ […]
კანადა უკრაინას არტილერიას მიაწვდის
კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას მიაწოდებს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს. კანადის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა აკვირდება უკრაინაში შექმნილ ვითარებას და ახდენს მოქმედებების კოორდინაციას პუტინის უკანონო შეჭრაზე რეაგირებისთვის.
შარლ მიშელი უკრაინაში ჩავიდა
„მარიუპოლში მყოფი სამხედროები რუსეთს არ ჩაბარდებიან“ – ზელენსკი
ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედროები რუსეთს არ ჩაბარდებიან, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. როგორც ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა: „ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან გაუშვან ყველა სამხედრო, თუ ისინი ჩაბარდებიან. მაგრამ ისინი დანებებას არ აპირებენ. მათ არ სურთ ამის გაკეთება და ამიტომ არის რთული და ტრაგიკული სიტუაცია, რადგან სამხედროებს არ სურთ […]
„მასშტაბური დაბომბვები დაფიქსირდა… რუსეთმა ომის ახალი ეტაპი დაიწყო” – ხრისტო გროზევი
„აშკარაა, რომ რუსეთმა ომის ახალი ეტაპი დაიწყო,” – ამის შესახებ „ბელინგქეთის” დამფუძნებელი ხრისტო გროზევი Twitter-ზე წერს. ხარკოვსა და მიკოლაევში მასშტაბური დაბომბვა დაფიქსირდა, ისევე როგორც ლუგანსკისა და დონეცკში უკრაინის უმეტეს პოზიციებზე. აშკარაა, რომ რუსეთმა ამაღამ ომის ახალი ეტაპი დაიწყო – მხოლოდ ერთი ფრონტით, რომელიც ორიეტნირებულია აღმოსავლეთ უკრაინაზე”, – დაწერა ხრისტო გროზევმა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ […]









