მარიუპოლზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეთანხმებული წინააღმდეგობა რუსი სამხედროებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა და რუსეთის წინსვლა შეანელა, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. „უკრაინის შეთანხმებულმა წინააღმდეგობამ რუსეთის ჯარი მძიმე განსაცდელში ჩააგდო და რუსეთის წინსვლა შეანელა. რუსების მიერ მარიუპოლის აღების მცდელობამ ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა. განადგურდა დიდი ოდენობის ინფრასტრუქტურა და […]
კატეგორია: მსოფლიო
ბარბაროსული თავდასხმა ლვოვზე – დაღუპულია 6 ადამიანი
ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის ცნობით, დილის 10 საათისთვის ლვოვში რუსეთის დარტყმების შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული და რვა დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი. „რუსები აგრძელებენ უკრაინის ქალაქებზე ბარბაროსულ თავდასხმას ჰაერიდან, ცინიკურად ეუბნებიან მთელ მსოფლიოს თავიანთ “უფლებაზე”… მოკლას უკრაინელებ”, – წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.
ესპანეთში სამმა მთვრალმა რუსმა უკრაინელი ბარმენი ცემა
ესპანეთში სამმა რუსმა სასტიკად სცემა უკრაინელი ბარმენი, რომელმაც სიტყვები – „დიდება უკრაინას“ თქვა. შემთხვევა ალიკანტეს ბარში მოხდა. სამი მთვრალი კაცი დაწესებულებაში მაშინ მივიდა როცა ბარი უკვე იხურებოდა. ბარმენმა რუსლან პოვალიიმ უთხრა მათ, რომ დაწესებულება იხურებოდა და სთხოვა დაეტოვებინათ შენობა. რუსებმა გაიგეს მისი აქცენტი და ჰკითხეს, საიდან იყოო. „მე ვუპასუხე, რომ უკრაინიდან ვიყავი და დავამატე: დიდება […]
რომან აბრამოვიჩი კიევში არ ყოფილა
რომან აბრამოვიჩი არ იმყოფება კიევში და იქ არ ყოფილა უახლოეს პერიოდში,- ამის შესახებ რუსი ბიზნესმენის წარმომადგენელმა გამოცემა РБК-სთან, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განმარტა. „არა, ეს არასწორი ინფორმაციაა – აბრამოვიჩი არ იმყოფება კიევში და უახლოეს პერიოდში იქ არ ყოფილა“, – განაცხადა წარმომადგენელმა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „ბლუმბერგმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსი ოლიგარქი, […]
საბერძნეთში 5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთში, შაბათს 20:00 საათზე 5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. გადმოცემის თანახმად, 5 ბალიანი მიწისძვრა დღეს კუნძულ კითირას, ზღვის ტერიტორიაზე მოხდა. გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი, კითირას დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით 46 კილომეტრში იყო.
დმიტრიმ მარიუპოლიდან ცივ წყალში 4 კმ გაცურა – მას არყით და ბორშჩით გაუმასპინძლდნენ
მარიუპოლის მცხოვრებმა უკრაინელმა დმიტრი იურინმა ოკუპანტების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქი ზღვაში რამდენიმესაათიანი ცურვის შედეგად დატოვა. იურინი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობის დაბომბვის შემდეგ მიიღო. “საშინელება იყო, უზარმაზარი აფეთქება მოხდა. გავიგონე ტირილის და ყვირილის ხმები. დავინახე ცხედრები, სხეულის ნაწილები. ერთი ქალი გამოვიყვანე, შემდეგ – გოგო, შემდეგ- ბიჭი. ყველა დაშავებული იყო. ბიჭი ფეხებს ვერ ამოძრავებდა, […]
მოსკოვმა ბორის ჯონსონს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა
რუსი ოკუპანტები კიევს ბომბავენ – ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის
16 აპრილს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა კიევს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის ობიექტია დედაქალაქის დარნიცკის რაიონი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „მეგობრებო! დილით კიევი დაიბომბა. აფეთქებები ატყდა ქალაქის გარეუბანში მდებარე დარნიცკის რაიონში. ახლა ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – წერს კიევის მერი. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კიევის მოსახლეობას, ყურადღება მიაქციონ საჰაერო თავდასხმის სიგნალებს. კლიჩკომ […]
კიევის ოლქში სულ 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს
კიევის ოლქის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, კიევის ოლქში სულ 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. საუბარია კიევის ოლქის იმ დასახლებულ პუნქტებზე, სადაც თებერვალ-მარტის განმავლობაში რუსი ოკუპანტები იმყოფებოდნენ. როგორც ნებიტოვმა აღნიშნა, ყველაზე მეტი ცხედარი ბუჩაში იპოვეს – 350 ადამიანი. მისივე თქმით, ბოროდიანკასა და მაკაროვში გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და ნანგრევებში სავარაუდოდ ცხედრები იქნება. ნებიტოვი ამბობს, […]
ვიქტორ მედვედჩუკის 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღეს
ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსის, უკრაინის ოპოზიციური პლატფორმა ,,სიცოცხლის” ლიდერის, ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის აქსანა მარჩენკოს უძრავი და მოძრავი ქონების 154 ობიექტი დააყადაღა, – ამის შესახებ გამოძიების სახელმწიფო ბიუროზე დაყრდნობით უკრაინული მედიასაშუალება „უკრინფორმი“ იტყობინება. „13 აპრილს ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მოთხოვნით უკრაინის დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი […]










