„მთელი ცხოვრება რუსებს ვებრძვი. მათი ტყვია ჯერ არ მომხვედრია, მაგრამ გავრილოვის გამო ზურგში ქართველის მიერ ნასროლი ტყვია მომხვდა. განა ჭრილობა მეტკინა, გული მეტკინა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ უკრაინაში, ქალაქ ირპენში მებრძოლი ქართველი, ვაჟა ცეცაძე. – ბატონო ვაჟა, როგორ აღმოჩნდით უკრაინაში, რატომ მიიღეთ ომში წასვლის გადაწყვეტილება? – 2002 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვიმსახურე. ვიბრძოდი ავღანეთშიც. […]
კატეგორია: მსოფლიო
რუსმა დამპყრობლებმა მძევლად ის ორსული აიყვანეს, რომელიც მსოფლიომ მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვის დროს გაიცნო
ოკუპანტებმა მძევლად აიყვანეს ცნობილი ორსული ქალი, რომელიც მარიუპოლში საავდმყოფოს დაბომბვის შემდეგ მაშველებმა დაშავებული გამოიყვანეს. ამ კადრებმა მაშინ მთელი მსფოლიო შეძრა. ქალმა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ რამდენიმე საათში იმშობიარა. ახალგაზრდა დედის ბედი უცნობია. გამოცემის ცნობით, მოხალისეები ცდილობდნენ ახალგაზრდა დედის გადარჩენას და მისი ახლობლების თხოვნით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანას.
„პუტინმა ჩემი 18 წლის ძმა მოკლა… სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე ახალ ამბებში ხედავთ “ – უკრაინელი ფოტოგრაფი
უკრაინელი ფოტოგრაფი, რომელსაც ძმა ომში დაეღუპა, სოციალური ქსელით რუსებს მიმართავს: „პუტინმა ჩემი 18 წლის ძმა მოკლა მაშინ, როცა რუსეთში McDonald’s-ის დახურვის გამო ტირიან… პუტინ, რატომ ანადგურებ ჩერნიჰივს? რატომ გჭირდება უკრაინა? რატომ გჭირდება უკრაინელი, მკვდარი სულები? ვინ გაწყენინა ბავშვობაში ან რომელმა გოგომ გითხრა უარი, რომ ასეთი ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმა გაქვს? ჩერნიჰივში მშვიდობიანი დერეფნები და ხიდები არ […]
რუსები უკრაინელ ბავშვებს იტაცებენ და სამხედრო კოლონების მსვლელობისას ცოცხალ ფარად იყენებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები სამხედრო შეიარაღების კოლონების მსვლელობისას უკრაინელ ბავშვებს ფარად იყენებენ. უკრაინის ინფორმაციით, ბავშვების როგორც ცოცხალი ფარის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა სუმში, კიევსკაიაში, ჩერნიგოვში, ზაპოროჟიეში. „ბევრი შემთხვევაა, როცა საოკუპაციო ძალები უკრაინელ ბავშვებს სამხედრო შეიარაღებისთვის, როგორც ცოცხალ ფარს იყენებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ნოვი ბიკოვში (ჩერნიგოვის რეგიონი). რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი ბავშვები მძევლად […]
„რუსებმა ჩერნობილში, ტყეში მიწების თხრა დაიწყეს, სადაც მიძინებული ატომია“ – გრიგოლ ქათამაძე
რუსებმა ჩერნობილში, ტყეში მიწების თხრა დაიწყეს, სადაც მიძინებული ატომია, რაც სახიფათო თამაშია. როდესაც ჩერნობილის აფეთქება მოხდა 30 წლის წინ, იქ არის 30 კილომეტრიანი ზონა, სადაც ე. წ. სტალკერებიც კი არ შედიოდნენ. საბედნიეროდ რუსი ჯარისკაცები უკვე გაიყვანეს იქიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში გრიგოლ ქათამაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. „ზელენსკი პრაქტიკულად ყოველდღიურად მიმართავს ევროპულ […]
რუსმა დეპუტატმა დეპარდიესთვის რუსული პასპორტის ჩამორთმევა მოითხოვა
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სულთან ხამზაევმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. მანამდე ჟერარ დეპარდიემ ვლადიმერ პუტინის შეშლილი და მიუღებელი გადახრა დაგმო და განაცხადა, რომ აპრილის დასაწყისში დაგეგმილი მისი სამი კონცერტის მთლიანი შემოსავალი ომით დაზარალებულ უკრაინელებს გადაეცემათ. „რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინის მსგავსი ლიდერების შეშლილ და მიუღებელ გადახრებზე“, – აღნიშნა ფრანგმა […]
დონეცკში აფხაზეთიდან წასული მოხალისე ჭურვზე აფეთქდა
დონეცკში, ჭურვის აფეთქების შედეგად, აფხაზეთიდან უკრაინაში წასული მოხალისე დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ კუტოლის მკვიდრი ახრა კირკინაძე. აფეთქება კი ხუთშაბათს, 31 მარტს მოხდა. სოფლის ხელმძღვანელის, ვახტანგ კვარაცხელიას ინფორმაციით, კირკინაძესთან ერთად, ოსი და რუსი სამხედროებიც ემსხვერპლნენ აფეთქებას. დღეს, უკრაინაში, პუტინის ომის 37-ე დღეა. ოკუპანტი ქვეყნის არმია სუვერენულ სახელმწიფოში, 24 თებერვალს შეიჭრა.
რუსეთმა უკრაინაში მარცვლეულის რამდენიმე საცავი გაანადგურა
უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა მარცვლეულის რამდენიმე საცავი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, მარცვლეულის საცავებზე მიტანილი იერიშების შესახებ მეტყველებს აშშ-ის ხელისუფლების ხელთ არსებული ფოტოსურათები. სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები დარტყმებს ახორციელებენ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ საცავებზე. მისი მონაცემებით, ასეთი დარტყმების შედეგად დაზიანებულია მარცვლეულის სულ მცირე ექვსი საცავი. […]
სლოვაკეთი 35 რუს დიპლომატს აძევებს
სლოვაკეთი 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ინფორმაციას Reuters-ი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეს ნაბიჯი არის გარდაუვალი რეაგირება იმაზე, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი განაგრძობს საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, სლოვაკეთის ინტერესებს და რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორობას“, – ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, იურაი ტომაგას განცხადებაში. სლოვაკური მედიის ცნობით, 35 დიპლომატის გაძევებით რუსეთის […]
კიევის გარეუბნებში მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ უახლესი სადაზვერვო ანგარიში გამოაქვეყნა. სამინისტროს თქმით, რუსული ძალები ჩერნიგოვის დაბომბვას აგრძელებენ მიუხედავად დაპირებებისა, რომ ქალაქის ირგვლივ მათი სამხედრო ოპერაციები შემცირდებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის სადაზვერვოს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის 36-ე დღე შესრულდა, მიუხედავად ჯარის გარკვეული ნაწილის გაყვანისა, „კრემლის ჯარი კიევის აღმოსავლეთით […]










