კატეგორია: მსოფლიო

„პუტინი სიტუაციას გააუარესებს” – ჯონსონი 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტს განუცხადა, რომ მას სურს უკრაინას მეტი სასიკვდილო იარაღი მიაწოდოს, რადგან ვლადიმერ პუტინმა შეიძლება სიტუაცია გააუარესოს – ამის შესახებ The Times იტყობინება. თავდაცვის შტაბის უფროსმა ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია, სადაც მან თქვა, რომ კონფლიქტი გადაიზარდა „გაცილებით ტრადიციულ ომში”, რადგან უკრაინა გადავიდა რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობიდან […]

რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან რადიკალურად შეამცირებს სამხედრო აქტივობას

რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობას შეამცირებს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინმა განაცხადა. „იმის გამო, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის შესახებ შეთანხმების მომზადების, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული პრინციპების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ურთიერთნდობის გაზრდისა და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და ზემოაღნიშნული […]

რუსეთის დაქირავებული „ვაგნერის” დაჯგუფების მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” მებრძოლები გადაისროლა და ისინი უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან. უწყების ცნობით, მოსალოდნელია, რომ საბრძოლო ოპერაციებში სირიიდან და აფრიკიდან “ვაგნერის” 1 000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ჩაერთვება, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ამის მიზეზი კი რუსული არმიის მიერ განცდილი სერიოზული დანაკარგებია.

შონ პენი  უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ლვოვში ჩავიდა

შონ პენი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე მოვლენების ეპიცენტრშია, ის დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ცხელ ზონაში იყო ჩასული, შემდეგ კრაკოვში გაემგზავრა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. 61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა „ისინი გამბედაობისა და პრინციპულობის ისტორიულ სიმბოლოდ იქცნენ“ – შონ პენი უკრაინაში გატარებულ მძიმე დღეებს იხსენებს ახლა კი ირკვევა, რომ ვარსკვლავი […]

პუტინმა კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს. ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერის, მაგომედ დაუდოვის განცხადებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს რამზან კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. „ძვირფასო მეგობრებო, მთელი გულით ვულოცავ ჩემს ძვირფას ძმას, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს, რუსეთის გმირს რამზან ახმატოვიჩ კადიროვს რუსეთის პრეზიდენტის, უზენაესი სარდლის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით გენერალ-ლეიტენანტის […]

ამ წუთებში კიევში განგაშისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

ამ წუთებში კიევში განგაშისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. მოსახლეობამ ელექტროენერგიის გამორთვასთან დაკავშირებით მკაცრი გაფრთხილება მიიღო. ადგილობრივებს აფრთხილებენ, მოშორდნენ ფანჯრებს და მთელი ღამის განმავლობაში თავშესაფრებში დარჩნენ. პირველი აფეთქების ხმა კიევში რამდენიმე წუთის წინ გაისმა.

შავ ზღვაში ნაღმი ისევ აღმოაჩინეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 მარტს შავ ზღვაში საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს. ნაღმი ქალაქ იგნეადასთან, ბულგარეთის საზღვართან ახლოს იპოვეს. უწყების ცნობით, სპეცდანიშნულების ჯგუფი ადგილზე ნაღმის გასანეიტრალებლად გაგზავნეს. თურქეთმა კიდევ ერთი ნაღმი შავ ზღვაში 26 მარტს გაანეიტრალა. ის ბოსფორის სრუტესთან აღმოაჩინეს.

უკრაინელი დეპუტატი მოწამლეს

უკრაინის სახალხო დეპუტატი რუსტემ უმეროვი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, კიევში მოწამლეს. პოლიტიკოსი ცოცხალია და თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, ამის შესახებ გამოცემა “სააგენტოს” რუსი გამომძიებელი ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ. მედიის ცნობით, მარტში უმეროვმა უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დატოვა. გამოცემის წყაროების ცნობით, დეპუტატი კიევში მოწამლეს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უმეროვთან ერთად უბრალო ხალხიც დაზარალდა, მაგრამ ეს არ იყო “ნოვიჩოკით” მოწამვლა. გავრცელებული ცნობით, […]

ოლეგ უსტენკო – “ვუჩივლებთ ყველას, ვინც უკრაინელი ხალხის მკვლელობას აფინანსებდა”

ჩვენ ვუჩივლებთ ყველას, ვინც ჩვენი ხალხის მკვლელობას აფინანსებდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ეკონომიკურმა მრჩეველმა ოლეგ უსტენკომ Sky News-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობს ემბარგო დაუწესა, ევროპული ქვეყნები ჯერ ისევ არ აკეთებენ იმავეს. „მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს ამ ომის გაჩერებას, მაგრამ ამავდროულად, გზავნიან ფულს ამ ომის დასაფინანსებლად. ეს […]

შოლცი – “უკრაინაში შეჭრით პუტინმა იმის საწინააღმდეგო მიიღო, რასაც ელოდა”

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცი განცხადებით, უკრაინაში შეჭრით პუტინმა იმის საპირისპირო მიიღო, რისი მიღებაც სურდა. მისი თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში რუსულ ძალებს მიესალმებოდნენ. ”ფაქტობრივად, მთელი უკრაინა ერთად დადგა”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. მისი თქმით, პუტინის ქმედებებმა ასევე გამოიწვია ის, რომ ნატო-მ გააძლიერა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა. იპნ