უფაში რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი ნავალნი ჩავიდა. სადგურზე მას დაქირავებული ხულიგნების ჯგუფი დახვდა 15-20 კაცის ოდენობით. როგორც კი ნავალნი მატარებლიდან ჩამოვიდა, მათ დაიწყეს სკანდირება: „სირცხვილი ამერიკის აგენტს!“ „ნავალნი სამშობლოს მოღალატეა!“ და ა.შ. ამის შემდეგ ოპოზიციონერს კვერცხები დაუშინეს. _ მომხდარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პუტინს ჩემი ეშინია. რაკი ხულიგნების დასაქირავებლად ფული დახარჯეს, ეს იმას ნიშნავს, რომ […]
კატეგორია: მსოფლიო
მარინ ლე პენს დეპუტატის ხელშეუხებლობა ჩამოართვეს
ევროპარლამენტმა ფრანგი ნაციონალ-რადიკალების ლიდერ მარინ ლე პენს დეპუტატის ხელშეუხებლობა ჩამოართვა. ამ დადგენილებას ევროპარლამენტის დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. მიზეზი ლე პენის მიერ თავის ტვიტერზე ისლამისტი ექსტრემისტების სისასტიკის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება გახლდათ. ამას გარდა, ნაციონალური ფრონტის ლიდერს ბრალს ფინანურ მაქინაციებშიც სდებენ. თავად ლე პენმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დადგენილებას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. _ მე მართალი ვარ, […]
სეშნსი: “დიახ, რუსეთის ელჩს მართლა შევხვდი!”
აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშნსმა პრეს-კონფერენცია გამართა. მან თქვა, რომ 2016 წელს რუსეთის ელჩს მართლა შეხვდა. _ მას ორჯერ შევხვდი, _ ამბობს სეშნსი. პირველი შეხვედრა რესპუბლიკური პარტიის ყრილობის შემდეგ ამავე პარტიის ოფისში მოხდა, მეორე _ ალაბამის სენატორის ოფისში. _ ჩვენს საუბარს აშშ-ს არმიის ორი გადამდგარი პოლკოვნიკი ესწრებოდა, _ თქვა სეშნსმა. გენპროკურორმა განაცხადა, რომ საუბარი რუსეთ-აშშ-ს […]
მაიკ ფლინს ფიონა ჰილი შეცვლის
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მაიკ ფლინის შემცვლელი დაასახელა. ამიერიდან რუსეთთან და ევროპასთან ურთიერთობების კურირება ფიონა ჰილს დაეკისრება ფიონა ჰილი პროფესიონალი სოვეტოლოგია. ის ინგლისში დაიბადა-გაიზარდა. მამამისი მეშახტე გახლდათ, დედა _ ძიძა, ძმა მამასთან ერთად შახტაში მუშაობდა. ასევე მეშახტეები იყვნენ მისი ბიძა და ბაბუა. _ ოჯახში ერთადერთი ვიყავი, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო,_ იგონებდა შემდგომში ჰილი. ჰილი ჩინებულად ფლობს […]
რუსეთის მოქალაქე ეგვიპტის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით დააკავეს
ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის ბორგ ელ-არაბის აეროპორტში, რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბარგში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს. გავრცელებული ცნობით, ბარგის შემოწმებისას რენტგენზე საეჭვო ნივთიერება დაფიქსირდა, რის შემდეგაც გამნაღმველთა ჯგუფი გამოიძახეს. როგორც “გაზეტა. რუ” იტყობინება, რუსეთის მოქალქე მოწყობილობის ატანას ავიაკომპანია თურქიშ ეირლაინზის თვითმფრინავის ბორტზე აპირებდა, რომელიც სტამბოლის მიმართულებით მიემგზავრებოდა.
ტრამპის მრჩეველი ოვალურ კაბინეტში დივანზე ფეხებით აძვრა
ტრამპის მრჩეველი კელიენ კონუეი თეთრ სახლში დივანზე ფეხებით აძვრა. თავისი საქციელი მან იმით ახსნა, რომ ჟურნალისტებით სავსე ოთახში მას ფოტოს გადაღება სთხოვეს. _ მე მთხოვეს ფოტოს გადაღება გარკვეული კუთხით და ვერც შევამჩნიე, როგორ აღმოჩნდა ჩემი ფეხები დივანზე, _ თქვა მოგვიანებით მრჩეველმა. პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამართული ოფიციალური შეხვედრა ოვალურ კაბინეტში შედგა.






