კატეგორია: მსოფლიო

მერკელი მოსკოვში ჩადის

გერმანიის კანცლერი 2 მაისს მოსკოვში ჩავა. ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას. უკრაინის ანექსიის შემდეგ, ეს მერკელის პირველი ვიზიტია რუსეთის დედაქალაქში. ვიზიტის დღის წესრიგი სრული სახით ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საუბარი შეეხება უკრაინის კრიზისს და ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. პირველი რადიო

საფრანგეთის სკოლაზე თავდამსხმელს დირექტორის მოკვლა უნდოდა

საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ გრასეს სამხედრო სკოლაზე თავდამსხმელი ამავე სასწავლებლის სტუდენტია.  კოლეჯის 17 წლის მოსწავლე ორი იარაღით არის შეიარაღენული. განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება დაშავებულთა შესახებ. როიტერსის ცნობით, დაშავებულია 8 ადამიანი, ფრანგული მედია კი 2-3 დაშავებულის შესახებ წერს. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელს პირადი მოტივი ამოძრავებდა და მას დირექტორისთვის უნდოდა ესროლა. Le Figaro-ს ცნობით, თავდამსხმელმა დირექტორს ესროლა კიდეც, რომელიც დაიჭრა. […]

ერდოღანი: ”ქალბატონო მერკელ, თქვენ ტერორისტებს უჭერთ მხარს”

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ბრალი ტერორისტების მხარდაჭერაში დასდო. აღნიშნულის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა A Haber TV-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. __ ქალბატონო მერკელ, რატომ აძლევთ თქვენს ქვეყანაში თავშესაფარს ტერორისტებს? რატომ არაფერს აკეთებთ? ქალბატონო მერკელ, თქვენ ტერორისტებს უჭერთ მხარს, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ ტერორისტებს გულისხმობდა, თუმცა მითითება […]

ჰოლანდია თურქეთს ბოდიშს არ მოუხდის

ჰოლანდიის პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჰოლანდია თურქეთს ბოდიშს არ მოუხდის, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს. უფრო მეტიც რუტეს თქმით თურქეთი ვალდებულია, რომ თავისი სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადოს. მიუხედავად უკანასკნელი მოვლენებისა, ჰოლანდიის პრემიერ მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთთან დიპლომატიური დაძაბულობა უახლოეს მომავალში აღარ იარსებებს. 11 მარტს ჰოლანდიის ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის უფლება […]

აშშ-ის ებრაულმა ცენტრებმა მუქარის 5 ახალი გზავნილი მიიღეს

აშშ-ის პოლიცია ებრაელების წინააღმდეგ დაგეგმილ შესაძლო თავდასხმებს იძიებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მუქარის ახალი გზავნილები კიდევ ხუთმა ებრაულმა ცენტრმა და სინაგოგამ მიიღო. დაწესებულებებში ბომბის შესაძლო არსებობის შეტყობინების მიღების შემდეგ , სამართალდამცველებმა რამდენიმე ცენტრი შეამოწმეს, თუმცა სახიფათო ვერაფერი აღმოაჩინეს. წლის დასაწყისიდან, ებრაულ ცენტრებში მუქარის შემცველი გზავნილების უკვე 128 შემთხვევა დაფიქსირდა. ნიუსპოსტი

ერდოღანი ნიდერლანდებს დაემუქრა: ”ვნახოთ, თქვენი თვითმფრინავები თურქეთში როგორ დაეშვებიან”

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ნაცისტურ ქმედებებში გერმანიის შემდეგ, ნიდერლანდებიც დაადანაშაულა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დღეს, 11 მარტს, ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს როტერდამში ჩაფრენის ნებართვა გაუუქმა, სადაც ის მიტინგზე დასწრებას აპირებდა. ამავდროულად, ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქ დიასპორას იმ სააგიტაციო მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცა, რომელზეც თურქეთის ლიდერები ნიდერლანდებში მცხოვრები თურქებისთვის პრეზიდენტისთვის […]

თურქეთის პრეზიდენტი: ”თურქეთმა და რუსეთმა ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დაასრულეს”

რუსეთმა და თურქეთმა მოსკოვში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრისას ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დაასრულეს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა. „ჩვენ შევძელით პროვოკაციული ქმედებებისა და ყველა პრობლემის დაძლევა. გატარდა უამრავი სამუშაო ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მიგვაჩნია, რომ არსებობს შესამჩნევი ძვრები ჩვენს ურთიერთობებში. მიმაჩნია, რომ დღევანდელი შეხვედრით დავასრულეთ ნორმალიზაციის პროცესი“, – აღნიშნა თურქეთის […]

მაკრონი ლე პენს უსწრებს

კვლევითი კომპანია “ჰარის ინტერქატივმა” გამოკვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური მოძრაობა წინ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ემანუელ მაკრონი რეიტინგში უსწრებს მოძრაობა ეროვნული ფრონტის ლიდერს მარინ ლე პენს. მაკრონი ამომრჩეველთა ხმების 26% მიიღებს, ლე პენი კი _ 25%-ს. აღსანიშნავია, რომ წინა გამოკითხვებში მარინ ლე პენი ლიდერობდა, თუმცა, როგორც ჩანს, საფრანგეთის მოსახლეობამ აზრი შეიცვალა. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები მთელს ევროპაში დიდ […]

დონალდ ტუსკი ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს

ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტუსკი ევროპის საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრამდე პოლონეთის პრემიერმა ბეატა შიდლომ ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა, ტუსკის მეორე ვადით არჩევისთვის მხარი არ დაეჭირათ. 4 მარტს პოლონეთის მთავრობამ ამ თანამდებობაზე ევროდეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის კანდიდატურა წარადგინა, რის გამოც ის პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ რიგებიდან გარიცხეს. ავტომატურად, ის გაირიცხა ევროპის სახალხო პარტიიდანაც. თავად ტუსკი […]

რუსი კომუნისტები სტალინს მისტირიან

მოსკოვში რუსმა კომუნისტებმა იოსებ სტალინის საფლავზე ყვავილები დააწყვეს. კომპარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტალინი დიდი რუსი პოლიტიკური მოღვაწე იყო. _ მან კავის რუსეთი ჩაიბარა და ზესახელმწფო დატოვა, რომელსაც ატომური ბომბი გააჩნდა და მთელ მსოფლოს თავზარს სცემდა, _ განაცხადა ზიუგანოვმა. რუსი კომუნისტების ლიდერმა აღნიშნა, რომ სტალინის სიმართლე დრომ დაამტკიცა. ამასთან დაკავშირებით მან როგორც უკრაინაში, […]