– მხარი დაგვიჭირეთ, რადგან თქვენი სიცოცხლე ჩვენზეა დამოკიდებული. ნუ აფინანსებთ ოკუპანტს. გევედრებით, ნუ აფინანსებთ რუსეთის სამხედრო მანქანას. ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანიას და გერმანიის მოქალაქეებს და რუსული გემებისთვის ყველა პორტის დაკეტვა მოითხოვა: – თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთში ფული აღარ იქნება. თქვენ ვალდებულები ხართ, ადამიანები დაიცვათ. როდესაც მოსკოვმა გერმანიისთვის გაზის მიწოდებაზე და მასზე […]
კატეგორია: მსოფლიო
რუსმა ოლიგარქმა ტიმჩენკომ ნოვატეკის საბჭო დატოვა
რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენმა გენადი ტიმჩენკომ გაზის მომპოვებელი კომპანია „ნოვატეკის“ საბჭო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, „ნოვატეკში“, რომელიც რუსეთში ბუნებრივი გაზის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, გენადი ტიმჩენკოს გადადგომის მიზეზებს არ ასახელებენ. ცნობილია, რომ ტიმჩენკო ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო სიაში 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო მოხვდა. 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში […]
ჩინეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მთებში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. “ჩაინა ისთერნ ეარლაინსის“ ბოინგ 737-ში 133 მგზავრი იყო. ის ქალაქ კუნმინგიდან გუანჯოუში მიფრინავდა. ადგილობრივი მედია გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს. ასევე, ჯერ არ სახელდება ავიაკატასტროფის გამომწვევი შესაძლო მიზეზი. ის ქალაქ კუნმინგიდან თბილისის დროით 09:11 საათზე გაფრინდა. მისი დაფიქსირება ბოლოს […]
ბექჰემმა პირადი სოცქსელები ხარკოველ ექიმს გადასცა
ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის თქმით, თავის სოციალურ ქსელებს ხარკოველ ქალს, რეგიონალური პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელს გადასცემს, რომელიც უკრაინიდან ამბებს გააზიარებს. „დღეს მე გადავცემ ჩემს სოციალურ ქსელებს ირინას, რეგიონალური პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელს ხარკოვში, უკრაინაში, სადაც ის ეხმარება დედებს მშობიარობაში. გადახედეთ ჩემს სთორებს, რომ გაიგოთ მეტი იმ საოცარი სამუშაოს შესახებ, რომელსაც ირინა და სხვა ჯანდაცვის მუშაკები აკეთებენ უკრაინაში […]
უკრაინამ ოდესის სანაპიროსთან რუსეთის სამხედრო გემი გაანადგურა
ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩავა. ამის შესახებ თეთრი სახლი პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი პოლონელ კოლეგას, ანდჟეი დუდას შეხვდება. „პრეზიდენტი განიხილავს, თუ როგორ რეაგირებს შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა“, – განაცხადა ფსაკიმ. […]
ლუგანსკის რეგიონიდან 12.500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ლუგანსკის რეგიონიდან უკვე 12.500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე ლუგანსკის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერგეი გაიდაიმ განაცხადა. „ლუგანსკის რეგიონიდან მხოლოდ სამი ჰუმანიტარული დერეფნით ჩვენ მოვახერხეთ თითქმის 12.500 მშვიდობიანი მოსახლის გაყვანა“, – განაცხადა გაიდაიმ. მისი თქმით, გუშინ ჰუმანიტარული დერეფნით მიუხედავად დამპყრობლების მიერ ევაკუაციის ჩაშლისა ყველა მცდელობისა 670 ადამიანი გამოიყვანეს. “ყველაზე რთული იყო ხალხის გაყვანა […]
რუსები კიევზე თავდასხმისთვის ემზადებიან – უკრაინის გენერალური შტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა – რუსეთი ემზადება კიევზე თავდასხმისთვის. “ვოლინისა და პოლესეს მიმართულებით მტერს აქტიური ოპერაციები არ ჩაუტარებია – მან დაასრულა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, საინჟინრო მხარდაჭერის და ლოგისტიკური სისტემების აწყობა, რათა მოამზადოს თავდასხმა ქალაქ კიევზე”. – აცხადებს გენერალური შტაბი. განცხადებისვე მიხედვით, 19-20 მარტის ღამეს რუსულ არმიას თითქმის არც […]
რუსებმა მარიუპოლში ხელოვნების სკოლა დაბომბეს, სადაც 400 ადამიანი თავს აფარებდა
მარიუპოლის საქალაქო საბჭოს განცხადებით, გუშინ, 19 მარტს ოკუპანტებმა დაბომბეს ხელოვნების მე-12 სკოლის შენობა, სადაც თავს 400 ადამიანი აფარებდა თავს: „გუშინ, 19 მარტს ოკუპანტებმა დაბომბეს ხელოვნების მე-12 სკოლის შენობა, სადაც თავს 400 ადამიანი აფარებდა – ქალები, ბავშვები და მოხუცები. შენობა დანგრეულია. ნანგრევების ქვეშ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”. – აცხადებს მარიუპოლის საქალაქო საბჭო. შეგახსენებთ, […]
ზელენსკი – “მარიუპოლის ტერორი ომის დანაშაულთა ისტორიაში შევა”
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საპორტო ქალაქ მარიუპოლის ბლოკადა არის „ტერორი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემახსოვრებათ“. ზელენსკის თქმით, მარიუპოლის ბლოკადა “შევა ომის დანაშაულების ისტორიაში”. “ეს არის ტერორი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემახსოვრებათ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, მიუხედავად ამისა, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებია საჭირო, თუმცა ეს არ არის “იოლი და სასიამოვნო”. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მარიუპოლში დაახლოებით […]