„ეხო მოსკვის” ყოფილი მთავარი რედაქტორი, ალექსეი ვენედიქტოვი თავის ტელეგრამის არხზე წერს: “გადაწყვიტეს ჩემი და ჩემი ოჯახის დაშინება? ჩემი დაშინება, რომელიც დუდაევის ბოევიკებს დასახვრეტად დავყავდი?” ეს სიტყვები ახლავს ფოტოს, რომელზეც გამოსახულია ვენედიქტოვის საცხოვრებელი ბინის კართან დადებული ღორის თავი და უკრაინის დროშა ქსენოფობიური წარწერით.
კატეგორია: მსოფლიო
ვლადიმერ ჟირინოვსკი ცოცხალია – “ექიმები მას ყველა შესაძლო დახმარებას უწევენ”
რუსი პოლიტიკოსის ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ უარყვეს. ეს ინფორმაცია რიამ ჟირინოვსკის პარტიის წევრის, სენატორ პრონიუშკინის ცნობის მიხედვით გაავრცელა, მაგრამ მოგვიანებით პრონიუშკინმა ტელეგრამში გამოქვეყნებული ცნობა წაშალა. რუსეთის ჯანდაცვის ცნობით, ჟირინოვსკის მდგომარეობა ფასდება, როგორ სტაბილური. ექიმები მას უწევენ ყველა შესაძლო დახმარებას.
ლავროვის ქალიშვილს 4.4 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლი ჩამოართვეს
ლავროვის ქალიშვილს 4.4 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლი ჩამოართვეს. დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი – პოლინა კოვალიოვა დაამატა. კოვალიოვას ჩამოართმევენ ბრიტანეთში ბინადრობის ნებართვას, ჩამოართმევენ ბინას ლონდონში, რომლის ღირებულებაა 4,4 მილიონი ფუნტია და გაუყინავენ საბანკო ანგარიშებს.
„რუსები ჩეჩნებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ, არ წახვიდეთ უკრაინაში საომრად!“ – ჩეჩენი მებრძოლი
„ჩეჩენი მებრძოლები მძევლად აიყვანეს მარიუპოლში. რუსები ჩეჩნებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ“ – ამბობს ტყვედ ჩავარდნილი კადიროვის დაჯგუფების წევრი. მძევლად აყვანილი დეტალურად ჰყვება, როგორ წამოიყვანეს მარიუპოლში და როგორც ხოცავენ თავად რუსი სამხედროები ჩეჩნების კოლონას. 17 რიცხვში გროზნოში ჩამოვიდა თვითმფრინავი და გაგვაგზავნეს მარიუპოლში. იმ დღესვე დამაკავეს. უკრაინელები კარგად მექცევიან და არ მეხებიან. ჩეჩნების კოლონა რომ ჩამოვიდა აქ, თქვენ გგონიათ, […]
„ამ წუთას ხინკალს ვჭამ კიევის ცენტრში…” – უკრაინელი ჟურნალისტი
მარიოპულელმა დედამ შვილებს სისხლის ჯგუფი ხელზე დააწერა
„რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინტერესი ჯერჯერობით არ აქვს“ – ბორელი
რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინტერესი ჯერჯერობით არ აქვს,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს: რაც მას უნდა, ტერიტორიის ოკუპაციაა. მას სურს ალყაში მოაქციოს მოლდოვას საზღვრამდე სანაპირო ზოლი და უკრაინის ზღვისგან იზოლირება მოახდინოს“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. ჟოზეფ ბორელის თქმით, […]
ჯონსონმა ზელენსკი ჩერჩილს შეადარა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მის პოლიტიკურ გმირს, გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს უინსტონ ჩერჩილს შეადარა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. „ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ ის არის თავისი ხალხის საკმაოდ გამორჩეული ლიდერი – მან გააერთიანა ისინი და არის მათი ხმა,“ – განაცხადა რადიო LBC-თან საუბრისას, ბრიტანეთის პრემიერმა. „ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის […]
ოკუპანტებმა უკრაინაში 6 ექიმი მოკლეს
უკრაინაში რუსებმა სასწრაფოს 58 მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და 6 ექიმი მოკლეს,- ინფორმაციას ამის შესახებ, unian.net ავრცელებს. „ომმა ყველაფერი შეცვალა: გეგმები, პრიორიტეტები, მოსაზრებები. არასდროს მიფიქრია, რომ მედმუშაკებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტების შოვნა მოგვეთხოვა, მაგრამ რუსი ტერორისტების გამო, რომლებმაც უკვე 58 სასწრაფო სამედიცინო მანქანა დაცხრილეს და 6 ექიმი მოკლეს, იძულებულნი ვართ, გავაკეთოთ ეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ.
ზელენსკი ბაიდენს – აბრამოვიჩს სანქციებს ნუ დაუწესებთ!
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესოს. The Wall Street Journal-ის თანახმად, აბრამოვიჩმა შესაძლოა ხელი შეუწყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კონსულტაციები გამართა უკრაინის პრეზიდენტთან რიგ სანქციებზე, მათ შორის აბრამოვიჩისთვის დაგეგმილ სასჯელზე. რუსთავი 2










