კატეგორია: მსოფლიო

მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა

აშშ-ს პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა. ის 84 წლის იყო. ოლბრაიტი იყო პრეზიდენტი ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ცენტრალური ფიგურა. იგი მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას, უბიძგებდა ალიანსს ჩარეულიყო ბალკანეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად, ცდილობდა შეემცირებინა ბირთვული იარაღის გავრცელება და მხარს უჭერდა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას მთელს მსოფლიოში. New York Times-ის სტატიაში, რომელიც გასულ თვეში […]

კრიმინალური ავტორიტეტის მანქანამ უკრაინაში ოთხი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა

პოლიციის სპეცრაზმის “კორდის” ჯარისკაცებს სიცოცხლე კრიმინალური ავტორიტეტის მანქანამ გადაარჩინა – ამ ინფორმაციას ანტონ გერაშცენკო ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს, გავლანიანი კრიმინალის, ანდრეი ნეძელსკის ე.წ. ბრონირებული – ჯავშნიანი ავტომობილი Mercedes Gelenvagen გაჩერებული იყო “სეტამის” მიმდებარედ, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოართვეს და გუშინ, ირპინში კონტრშეტევის დროს ამ მანქანით შევიდნენ, შედეგად 4 ჯარისკაცი სიკვდილს გადაურჩა. „სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მსოფლიოში […]

პუტინის მრჩეველმა ანატოლი ჩუბაისმა რუსეთი დატოვა

პუტინის მრჩეველმა, ანატოლი ჩუბაისმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო თანამდებობა დატოვა, – აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ​გავლენიანი გამოცემა იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთი დატოვა. Bloomberg-ი აღნიშნულ ინფორმაციას ორ სანდო პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ბიზნეს გამოცემის თანახმად, ჩუბაისმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყების გამო მიიღო – -ის ცნობით, ჩუბაისი გახდა კრემლთან […]

ოკუპანტებმა რადას დეპუტატი, ოლექსანდრ პონომარიოვი გაიტაცეს

უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქ ბერდიანსკის მერიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი და ფილანთროპი ოლექსანდრ პონომარიოვი გაიტაცეს. მათი ცნობით, სახალხო დეპუტატი 20 მარტს შუადღით ჰუმანიტარულ დერეფნებში მუშაობდა და დევნილთა განსახლების ადგილებში ადგილობრივებს ეხმარებოდა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. ბერდიანსკის მერია აცხადებს, რომ პონომარიოვი ახლა რუს სამხედროების ტყვეობაშია და მისი ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია […]

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გაუჩინარდა

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გაუჩინარდა. გამოცემა UNIAN რუს ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ მინისტრი საჯარო სივრცეში ბოლოს 11 მარტს გამოჩნდა. მინისტრის გარემოცვაში ვარაუდობენ, რომ შოიგუ ცუდად არის, მას გულის პრობლემები აქვს.

„მშვიდად როგორ გძინავთ, ან იმ სტეიკს როგორ ჭამთ, როცა ჩვენი მოქალაქეები წყლისა და საკვების გარეშე არიან“ – აზოვის ბატალიონის კაპიტნის მიმართვა

აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი გუშინდელ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ აზოვის რაზმმა ერთი რუსული კატერი თავის ეკიპაჟთან ერთად გაანადგურა, ასევე ჩამოაგდეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი და თვითმფრინავი. მისი თქმით, მარიუპოლში ისევ მძიმე შეტაკებებია და პუტინიზმის საუკეთესო გამოვლინება სწორედ ისაა, რომ რუსები საკუთარი ჯარისკაცების გადასვენებასაც კი არ აპირებენ: “გუშინ აზოვის […]

პოლონეთი ჯაშუშობაში მხილებულ 40-ზე მეტ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთი ჯაშუშობაში მხილებულ 40-ზე მეტ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ქვეყნის საგარეო სამინისტრომ რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი უწყებაში დაიბარა. გავრცელებული ცნობით კი, პოლონეთი დიპლომატების გაძევების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას დღის ბოლომდე გაავრცელებს.

„მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ…“ – კადიროვი ზელენსკის

 რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მას რუსეთისკენ მიბრუნება მოუწოდა, „რათა ისტორიაში მშვიდობისმყოფელის სახელით შევიდეს“. „თუ არ გსურს ისტორიაში შეხვიდე პრეზიდენტად, რომელიც სუსტი ხასიათისა და შორსმჭვრეტელობის უუნარობის გამო, ვერ გაუმკლავდა შიდა საფრთხეებსა და გარე წამქეზებლებს, ქვეყნის პრობლემებსა და დასავლურ იდეოლოგიას, უნდა დახვრიტო ასეთი სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები. უფლება არ მისცე ჩაგინერგონ არაპერსპექტიული იდეები – […]

რუსეთი ყირიმის ხიდის ბლოკირებას გეგმავს

რუსეთის ფედერაცია ყირიმის ხიდზე როსგვარდიის ძალების მიერ ბლოკირების მომზადებას აპირებს. საოკუპაციო ხელისუფლება ასევე შეზღუდავს ბორნების მოძრაობას და ნახევარკუნძულის საჰაერო კავშირებს რუსეთთან – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო იტყობინება. აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედებების ფორმალური მიზეზი უკრაინელი დივერსანტების წინააღმდეგ ბრძოლა და შესაძლო „ტერორისტული თავდასხმების“ პრევენციაა. „ამგვარად, პუტინის მთავრობა ცდილობს უპასუხოს პანიკას რუსეთის მოქალაქეებს შორის, […]

შვედეთში მოსწავლემ 2 მასწავლებელი მოკლა

შვედეთში, ქალაქ მალმიოში სკოლის მოსწავლემ ორი ქალი მასწავლებელი მოკლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 18 წლის ახალგაზრდა. პოლიციამ მისი დაკავებისას ამოიღო ნაჯახი და დანა. სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ინფორმაციით, დაჭრილი პედაგოგები საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორივე მათგანი იქ გარდაიცვალა. მთავარი