კატეგორია: მსოფლიო

ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩავა. ამის შესახებ თეთრი სახლი პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი პოლონელ კოლეგას, ანდჟეი დუდას შეხვდება. „პრეზიდენტი განიხილავს, თუ როგორ რეაგირებს შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა“, – განაცხადა ფსაკიმ. […]

ლუგანსკის რეგიონიდან 12.500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ლუგანსკის რეგიონიდან უკვე 12.500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე ლუგანსკის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერგეი გაიდაიმ განაცხადა. „ლუგანსკის რეგიონიდან მხოლოდ სამი ჰუმანიტარული დერეფნით ჩვენ მოვახერხეთ თითქმის 12.500 მშვიდობიანი მოსახლის გაყვანა“, – განაცხადა გაიდაიმ. მისი თქმით, გუშინ ჰუმანიტარული დერეფნით მიუხედავად დამპყრობლების მიერ ევაკუაციის ჩაშლისა ყველა მცდელობისა 670 ადამიანი გამოიყვანეს. “ყველაზე რთული იყო ხალხის გაყვანა […]

რუსები კიევზე თავდასხმისთვის ემზადებიან – უკრაინის გენერალური შტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა – რუსეთი ემზადება კიევზე თავდასხმისთვის. “ვოლინისა და პოლესეს მიმართულებით მტერს აქტიური ოპერაციები არ ჩაუტარებია – მან დაასრულა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, საინჟინრო მხარდაჭერის და ლოგისტიკური სისტემების აწყობა, რათა მოამზადოს თავდასხმა ქალაქ კიევზე”. – აცხადებს გენერალური შტაბი. განცხადებისვე მიხედვით, 19-20 მარტის ღამეს რუსულ არმიას თითქმის არც […]

რუსებმა მარიუპოლში ხელოვნების სკოლა დაბომბეს, სადაც 400 ადამიანი თავს აფარებდა

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს განცხადებით, გუშინ, 19 მარტს ოკუპანტებმა დაბომბეს ხელოვნების მე-12 სკოლის შენობა, სადაც თავს 400 ადამიანი აფარებდა თავს: „გუშინ, 19 მარტს ოკუპანტებმა დაბომბეს ხელოვნების მე-12 სკოლის შენობა, სადაც თავს 400 ადამიანი აფარებდა – ქალები, ბავშვები და მოხუცები. შენობა დანგრეულია. ნანგრევების ქვეშ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”. – აცხადებს მარიუპოლის საქალაქო საბჭო. შეგახსენებთ, […]

ზელენსკი – “მარიუპოლის ტერორი ომის დანაშაულთა ისტორიაში შევა”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საპორტო ქალაქ მარიუპოლის ბლოკადა არის „ტერორი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემახსოვრებათ“. ზელენსკის თქმით, მარიუპოლის ბლოკადა “შევა ომის დანაშაულების ისტორიაში”. “ეს არის ტერორი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემახსოვრებათ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, მიუხედავად ამისა, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებია საჭირო, თუმცა ეს არ არის “იოლი და სასიამოვნო”. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მარიუპოლში დაახლოებით […]

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერები პუტინის ნიურნბერგის მოდელის ტრიბუნალზე წარდგომას ითხოვენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრები გორდონ ბრაუნი და ჯონ მეიჯორი სხვა აკადემიკოსებთან, პოლიტიკოსებთან და მოქალაქეებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტისა და უკრაინაში შეჭრაში მონაწილე ადამიანებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უერთდებიან. ჯამში 140 პოლიტიკოსი და აკადემიკოსი, რუსეთის პრეზიდენტისა და სხვა დაკავშირებული ადამიანების გასამართლებლად, ნიურნბერგის პროცესების მაგალითზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს. „ბრიტანეთიდან, რომელიც დამსახურებულად ამაყობს დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით, მკაფიო მესიჯი […]

ბორის ჯონსონი – “უკრაინაში შეჭრით პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა”

ნაკლებსავარაუდოა, რომ გამარჯვებული პუტინი უკრაინაში გაჩერდეს. მის გამარჯვებას შედეგები მოჰყვება საქართველოსა და მოლდოვაში,- ამის შესახებ გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პუტინის გამარჯვება იქნება დაშინების ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოსავლეთ ევროპაში ბალტიიდან შავ ზღვამდე და ამასთანავე, ეს იქნება მწვანე შუქი ავტოკრატებისთვის მსოფლიოს მასშტაბით. „ეს გადამწყვეტი მომენტია მსოფლიოსთვის. ახლა არჩევანის გაკეთების […]

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი ჟურნალისტი გაიტაცეს

ინფორმაციას უკრაინული დამოუკიდებელი მედია Hromadske ავრცელებს. როგორც თავად უკრაინული მედია წერს, ისინი ვიქტორია როშინას 12 მარტიდან ვერ უკავშირდებოდნენ. შემდგომ კი მათ წყაროებმა შეატყობინეს, რომ ვიქტორია როშინა ოკუპირებულ ბრედიანსკი იმყოფებოდა. მედიის ცნობით, 16 მარტს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორია რუსეთის ФСБ-მ დააკავა. ამჟამად მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი. უკრაინული მედია Hromadske მოუწოდებს უკრაინულ და საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციულად […]

უკრაინულმა ჯარმა ჩერნობაევკაში რუსი გენერალი ანდრეი მორდვიჩევი გაანეიტრალა

უკრაინულმა ჯარმა ჩერნობაევკაში რუსი გენერალი ანდრეი მორდვიჩევი მოკლა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა. მისი თქმით, ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოკლული უკვე მეხუთე რუსი გენერალია.

„თუ ომი უკრაინაში გახანგრძლივდება, პუტინი შესაძლოა დასავლეთს ატომური ომით დაემუქროს” – აშშ-ის დაზვერვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი შესაძლოა დასავლეთს ატომური იარაღის გამოყენებით დაემუქროს, თუ უკრაინის წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გაგრძელდება. ამის შესახებ Bloomberg წერს, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მოხსენებაზე დაყრდნობით. „უკრაინის ტერიტორიაზე საოკუპაციო მოქმედებები საფრთხეს ქმნის რუსი ჯარისკაცების ძალების ამოწურვისა, ასევე მათი შეიარაღების გარეშე დარჩენისა. მაშინ, როცა ეკონომიკური სანქციები რუსეთს მიიყვანს გრძელვადიან ეკონომიკურ დეპრესიამდე და დიპლომატიურ იზოლაციამდე”, – განაცხადა სამხედრო […]