კატეგორია: მსოფლიო

ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, გარდაცვლილია 21 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა, მათგან 10 მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ქალაქის პროკურატურის ინფორმაციით, ამ დრომდე ადგილზე მაშველები მუშაობენ და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

იაპონიაში 4 რუსული ხომალდი დააფიქსირეს, რომლებსაც შესაძლოა უკრაინაში ჯარები მიჰყავდეს

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ცუგარუს სრუტეში, ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში 4 რუსული ხომალდი დააფიქსირეს, რომლებსაც შესაძლოა უკრაინაში ჯარები მიჰყავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დაზვერვის საჯარო ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინაში, რუსეთის მძიმე დანაკარგების გამო მათ შესაძლებელია მოუწიოთ სამხედრო ძალების მაშტაბური მობილიზება. ცუგარუს სრუტე აკავშირებს იაპონიის ზღვას წყნარ ოკეანესთან და […]

მელიტოპოლის მერი 9 რუს ჯარისკაცზე გაცვალეს

მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ტყვეების გაცვლის პროცესის დროს გაათავისუფლეს, – ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ფიოდოროვი გაცვალეს 9 რუს ჯარისკაცზე, რომლებიც უკრაინელების ინფორმაციით, 2002-2003 წლებში დაბადებული სამხედრო მოსამსახურეები არიან. ფიოდოროვი დაკავების შემდეგ ლუგანსკში გადაიყვანეს, სადაც ხუთი დღე გაატარა. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, მას, სავარაუდოდ, რუსეთთან თანამშრომლობა […]

მარიუპოლის თეატრის ნანგრევებში ხალხი ცოცხალია

გუშინ რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილი თეატრის თავშესაფარმა დაბომბვას გაუძლო. იქ მყოფი ასობით ადამიანი ცოცხალია. ამის შესახებ ოფიციალურმა პირმა გააკეთა კომენტარი. „თავშესაფარმა გაუძლო, ხალხი ცოცხალია, მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა, რათა მოხდეს თავშესაფარში მყოფების ამოყვანა”

აშშ უკრაინას ე.წ. კამიკაძე დრონებს გადასცემს

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ უკრაინას ე.წ. კამიკაძე დრონებს (Switchblade Drones) გადასცემს. ამ ეტაპზე საუბარია უკრაინისთვის 100 დრონის გადაცემაზე, რომელიც მანამდე ჯო ბაიდენმა დააანონსა, კონგრესმენმა კი დააზუსტა, რომ სწორედ Switchblade დრონებზეა ლაპარაკი. სამხედრო ექსპერტების თქმით, ამ დრონების 2 სხვადასხვა მოდელი არსებობს Switchblade 300 და Switchblade 600, ეს უკანასკნელი აღჭურვილია ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო ჭურვებით. ჯერჯერობით უცნობია რომელ მოდელს […]

 ბაიდენმა  პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.  ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს. „ვფიქრობ, პუტინი სამხედრო დამნაშავეა“, – განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იკვლევს განზრახ ესხმის თუ არა თავს რუსული სამხედრო ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს.

ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტა დაავალა

მართლმსაჯულების საერთშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის მხარის სარჩელი და რუსეთის მხარეს დაავალა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. არსებობს დავა უკრაინასა და რუსეთს შორის. უნდა დადგინდეს, რამდენად ჰქონდა ადგილი გენოციდს დონეცკის ოლქში. უნდა დადგინდეს, მოხდა თუ არა უკრაინის მხრიდან რუსების გენოციდი. რუსეთის განცხადებები რეალურად სინამდვილეს არ შეესაბამება. პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში არსებულ სიტუაციას საშინელება […]

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. წინასწარი მონაცემებით, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროსთან UTC-ს დროით 14:34 საათზე დაფიქსირდა, შემდეგ კი UTC-ს დროით 14:36 საათზე 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. პრაიმ ტაიმი

ოსტინი – “ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ”

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მის ხელმძღვანელს, იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა უკრაინის მიმართ გაწეული მხარდაჭერისა და ერთიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ერთიანობა შენარჩუნებული იქნება. განცხადება ოსტინმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა: “ჩვენი აქ ყოფნა არის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ვართ ერთიანი უკრაინის მხარდაჭერაში და ვგმობთ რუსეთის მიერ დაწყებულ […]

ლავროვი – “უკრაინასთან მოლაპარაკება რთულია, მაგრამ კომპრომისის იმედი არსებობს”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მიმდინარე კონფლიქტი არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მსოფლიო წესრიგს განსაზღვრავს. როგორც სკაი ნიუსი წერს, ლავროვმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინასთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ადვილი არ არის, მაგრამ კომპრომისის გარკვეული იმედი არსებობს. მისი თქმით, შეთანხმებების ზოგიერთი ფორმულირება ახლოსაა შეთანხმებასთან. „გარდიანის“ ცნობით კი, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, […]