კატეგორია: მსოფლიო

რუსეთის 600-მა საზღვაო ქვეითმა უარი თქვა ოდესასთან დაბომბვაზე

უკრაინული მედიის განცხადებით, რუსეთის 600-მა საზღვაო ქვეითმა უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე და ოდესასთან დაბომბვაზე. „ისინი დაუკავშირდნენ უკრაინულ მხარეს და სთხოვეს, ტერიტორიის დატოვების ნება მიეცათ“, – იუწყება უკრაინული გამოცემა.

„პუტინის დასასრული არის ტყვია შუბლში, რომელიც უნდა მიიღოს უახლოესი გარემოცვიდან” – ახმედ ზაკაევი

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ახმედ ზაკაევმა, რომელიც 2003 წლიდან დევნილის სტატუსით ბრიტანეთში იმყოფება, „ტვ პირველთან” უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პუტინი იმეორებს უკრაინაში იმ მოვლენებს, რაც 30 წლის წინ ჩეჩნეთში გააკეთა. „პუტინის დასასრული ეს არის ტყვია შუბლში, რომელიც უნდა მიიღოს უახლესი გარემოცვიდან, ან ის უნდა აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე. […]

ოკუპანტებმა მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარიუპოლში ოკუპანტებმა მეჩეთი დაბომბეს, სადაც თავს 80-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა, მათ შორის, ბავშვებიც. დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პუტინმა ფსბ-ს გენერალი ბესედა შინაპატიმრობაში აიყვანა

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა მედუზა წერს, რომ ვლადიმირ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. ჟურნალისტები ანდრეი სოლდატოვი და ირინა ბოროგანი ამბობენ, რომ დარტყმის ქვეშ მოყვა ფსბ-ს მე-5 განყოფილება, რომელიც დაზვერვაზე მუშაობს. წყაროების თანახმად, ამ განყოფილების ხელმძღვანელობა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. მე-5 განყოფილება, რომელსაც ოფიციალურად ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახური ჰქვია, ფსბ-ში უცხოელ პარტნიორებთან კავშირს კურირებს, […]

რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მელიტოპოლის მერი გაიტაცეს. 10-კაციანმა ჯგუფმა ივან ფიოდოროვს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და კრიზისული მართვის ცენტრიდან გაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

ოკუპანტებმა მშობიარეს სამშობიაროში წასვლის უფლება არ მისცეს 

ნიკოლაევის რაიონის სოფელ კანდიბინოში ექთანმა და ქალაქის მეან-გინეკოლოგმა ქალი ვიდეოკომუნიკაციით ამშობიარეს. კომენდანტის საათის დროს, ოკუპანტებმა, მშობიარე ქალს უახლოეს საავადმყოფოში მისვლის საშუალება არ მისცეს, რის გამოც, ჯანდაცვის რეგიონულმა და საქალაქო განყოფილებებმა მოაწყეს ვიდეო კომუნიკაცია ნიკოლაევის  სამშობიარო საავადმყოფოს მედდას, რომელიც კანდიბინოში ცხოვრობს, ტატიანა პავლოვასა – და ქალაქის მეან-გინეკოლოგ ლუდმილა ჩინიაკოვას შორის. ქალს ბიჭი შეეძინა და ისინი ახლა თავს კარგად […]

ხარკოვში დაბომბვისას დეპუტატი მარინა ოსიპენკო დაიღუპა

ბალაკლიას საკრებულოს დეპუტატი მარინა ოსიპენკო გარდაიცვალა. მისი ცხედარი ხარკოვის რაიონის სოფელ მილოვაში სახლის ნანგრევების ქვეშ იპოვეს – ამის შესახებ სვიტლიჩნაიას ბლოკის „ერთად!“ პრესსამსახური იტყობინება. ოსიპენკო დაბომბვის დროს ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა. მისი ცხედარი ნანგრევების ქვეშ იპოვეს. „საღამოს საჰაერო დარტყმის შედეგად (10 მარტი, რედ.) ბალაქლიას თემის სოფელ მილოვაზე დავკარგეთ ნამდვილი პატრიოტი, ნათელი პიროვნება და შესანიშნავი პიროვნება – […]

ჟირინოვსკი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ის მედიკამენტური ძილიდან გამოვიდა, გონზეა და დოკუმენტებიც მიიღო თანაშემწისგან. ჟირინოვსკი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში 9 თებერვალს შეიყვანეს. ის ორი კვირის განმავლობაში მალავდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული იყო. პრაიმ ტაიმი

„მიეცით კაცს,ზელენსკის, თავის თვითმფრინავები“ – სენატორი კენედი

რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ კენედი  ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემაზე გავრცელებული განცხადების გამო აკრიტიკებს. გუშინ, 10 თებერვალს  პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ არ უჭერს მხარს უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემას. სენატორი კენედის განმარტებით, უკრაინელების თავდაუზოგავ ბრძოლაში დახმარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ არ შეაფერხოს ევროპელ ქვეყანათა გადაწყვეტილება, გადასცეს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავენი. “უკრაინელი ხალხი და პრეზიდენტი ზელენსკი თავდაუზოგავად […]

აშშ ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 53 მლნ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ახალი ჰუმანიტარული დახმარების სახით, $53 მილიონს გამოყოფს უკრაინისთვის. დახმარება ომით დაზარალებულ ასიათასობით მოქალაქეს მოხმარდება. კერძოდ, დამატებითი მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს სურსათით გადაუდებელ დახმარებას. მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სახლი დატოვეს და კვეთენ უკრაინის საზღვარს.