კატეგორია: მსოფლიო

ლავროვი – “პუტინი ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა”

ყველასთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი პუტინი კონტაქტზე უარს არასდროს ამბობს, უბრალოდ გვსურს, რომ ეს არ იყოს კონტაქტი კონტაქტისთვის, არამედ იყოს იმისთვის, რომ კონკრეტული შეთანხმებები დაფიქსირდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრის […]

მელიტოპოლში ოკუპანტებმა საოლქო საბჭოს დეპუტატი, ლეილა იბრაგიმოვა გაიტაცეს

ყირიმელი საზოგადოების სახალხო მეჯლისის წევრი, ესკენდერ ბარიევი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დღეს, 10 მარტს, დილის 6 საათზე, რუსი ოკუპანტები შეიჭრნენ ზაპორიჟჟიას საოლქო საბჭოს დეპუტატის ლეილა იბრაგიმოვას სახლში და შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. „დღეს მელიტოპოლში, დილის 6 საათზე, რუსულ სამხედრო ფორმაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ზაპოროჟიეს საოლქო საბჭოს დეპუტატის, ყირიმელი საზოგადოების მკვიდრი ლეილა იბრაგიმოვას, მელიტოპოლის საქალაქო […]

კულება – “რუსეთი მშვიდობისთვის მზად არ არის”

– რუსეთი მშვიდობისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. კულება ამბობს, რომ უკრაინის მცდელობის მიუხედავად, რუსეთი ომის დასრულებას არ აპირებს. – მძიმე იყო, რასაც ვისმენდი ლავროვისგან, მას მივმართე თხოვნით, გაეცა კითხვაზე პასუხი, რომელიც ჰუმანიტარულ დერეფნებს ეხებოდა. მე დამრჩა განცდა, რომ […]

მარიუპოლში სამშობიაროზე თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ გუშინ ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არის ბავშვიც. დაბომბვისას დაშავდა 17 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის ქალაქის საბჭო „ტელეგრამში“ ავრცელებს. „დღეისთვის ცნობილია, რომ ბავშვთა საავადმყოფოზე რუსული თვითმფრინავების მიერ განხორციელებული ტერორისტული დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა – ქალები, ბავშვები და ექიმები. სამი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი მათგანი […]

პოლონეთის პირველი ლედი საზღვარზე უკრაინელ ქალებს და ბავშვებს დახვდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის პირველი ლედი საზღვარზე ხვდება უკრაინიდან გადასულ მოსახლეობას. პოლონეთის პირველი ლედი, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, რუსეთის აგრესიისგან გაქცეულ უკრაინელ ქალებს და ბავშვებს, საზღვარზე დახვდა. აგატა დუდა აქტიურადაა ჩართული ლტოლვილთა განსახლების პროცესში.

რუსეთში სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს

რუსეთში, მოსკოვის ოლქში უცნობმა პირმა სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდა. მან აღნიშნული ფაქტი, GoPro-ს კამერაზე გადაიღო. ვიდეო ერთ-ერთ „ტელეგრამ-არხზეა“ განთავსებული. პირმა, რომელმაც კომისარიატს ცეცხლი წაუკიდა, განმარტა, რომ სურდა ახალწვეულების პირადი საქმეების განადგურება, რათა მათი მობილიზაციისთვის ხელი შეეშალა. „მივიჩნევ, რომ ამის გავრცელება აუცილებელია. უკრაინელებს ეცოდინებათ, რომ რუსეთში მათთვის იბრძვიან, ყველას არ ეშინია და ყველასთვის სულ ერთი არ არის. […]

რუსეთის საგარეო სამინისტრო – “უკრაინის ხელისუფლების დამხობას არ ვგეგმავთ”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინაში მისი მიზნები მოლაპარაკებების გზით უკეთესად მიიღწევა და ოფიციალური მოსკოვი არ გეგმავს უკრაინის ხელისუფლების დამხობას, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მათი მიზანია უკრაინას ჰქონდეს ნეიტრალური სტატუსი, რისი მიღწევაც მოსკოვს მოლაპარაკებების გზით ურჩევნია და იმედოვნებს, რომ მომდევნო მოლაპარაკებების რაუნდში უფრო […]

პოლონეთი მზადაა, უკრაინას მიგ-29 საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს

პოლონეთი მზად არის უკრაინას მიაწოდოს მიგ-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ფარგლებში, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მა მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ პოლონეთის წინადადებაზე უარი განაცხადა. „აშშ-ს არ სურს ეს თვითმფრინავები უკრაინაში ამერიკული ბაზებიდან ჩავიდეს. პოლონეთი მზადაა იმოქმედოს, მაგრამ მხოლოდ […]

სუმიში რუსეთის თავდასხმას 22 ადამიანი შეეწირა

სუმიში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი იყო. სუმის რეგიონის გუბერნატორი დმიტრო ჟივიცკი აცხადებს, რომ რუსეთმა 8 მარტს ღამით საცხოვრებელი უბანი დაბომბა. ის მომხდარს “მასობრივ მკვლელობას” უწოდებს. მისი თქმით, ერთ სახლში ცხრა ადამიანი დაიღუპა. ექვსი სახლი მთლიანად განადგურდა, 20-მდე კი ნაწილობრივ დაინგრა. ბოლო მონაცემებით, სუმის დატოვება 5.000-მდე ადამიანმა შეძლო. იპნ

აშშ-ს დაზვერვა – “პუტინი კიევის აღებას 1-2 დღეში გეგმავდა”

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის დედაქალაქ კიევის აღებას ორ დღეში გეგმავდა, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა. ინფორმაციას სხვადასხვა დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ. „პირველი ორი დღის განმავლობაში კიევის აღების ნაცვლად… თითქმის ორი კვირის შემდეგ, მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ქალაქის მთლიანად ალყაში მოქცევა“, – აღნიშნა ბერნსმა კონგრესის მოსმენაზე გამოსვლისას. CIA-ს ხელმძღვანელმა […]