ორშაბათს, რუსეთმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ შესაძლოა დაკეტოს გერმანიისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი, თუ დასავლეთი კიდევ უფრო წინ წავა და აკრძალავს რუსულ ნავთობს. ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს “კატასტოფურ შედეგებს” გლობალურ მიწოდებაზე და გააორმაგებს ნავთობის ფასს ბარელზე 300 დოლარამდე. ევროკავშირი გაზის დაახლოებით 40%-ს და ნავთობის 30%-ს რუსეთიდან იღებს და არ ჰყავს მარტივი შემცვლელი, […]
კატეგორია: მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო მინისტრი – უკრაინა გაიმარჯვებს!
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა France 5-ის ეთერში განაცხადა. „მივიჩნევ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკვე 10 დღეზე მეტია, რაც ყველაზე დიდ გაოცებას იწვევს უკრაინის ისეთი მასშტაბის წინააღმდეგობა, რომელიც ექსპერტებს არც შეეძლოთ რომ წარმოედგინათ“, – განაცხადა მინისტრმა. საფრანგეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ომის […]
„შეაჩერე ომი! ყოველი ახალი დღე ნიშნავს ჩვენი ბიჭების, უკრაინის მოქალაქეების სიკვდილს“ – ლეონიდ აგუტინი
რუსი მომღერლები, ცოლ-ქმარი ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი იმ ვარსკვლავებს შორის არიან, რომლებსაც არ შეეშინდათ პუტინის სისხლიანი რეჟიმის და სოციალური ქსელის საშუალებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს. „6-დღიანი სრული დაღლილობა… შიშისა და დაბნეულობის 6 დღე… საშინელებისა და ტრაგედიის 6 დღე… ღმერთმა იცის, რომ მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვიყავი. წარსულშიც ვიყავი, აწმყოში ვარ და მომავალშიც ვიქნები. მე […]
ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო
ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო. ამ შეხვედრაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა განისაზღვროს დანაშაულის აღრიცხვისა და შეფასების შემდგომი ნაბიჯები. უზენაესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრის ფედორ ვენისლავსკის თქმით, არსებობს რამდენიმე პარალელური პროცესი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინაში რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის დანაშაულების შესაფასებლად: “დღეს, ჩვენ უკვე ვიცით, პირველი ნაბიჯი […]
უკრაინელებმა ოდესასთან რუსული სამხედრო გემი გაანადგურეს
უკრაინელმა ძალებმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის პრესცენტრის ხელმძღვანელი, სერგეი ბრატჩუკი ავრცელებს. „ცოტა ხნით ინტრიგა შევინარჩუნეთ, მაგრამ ახლა უკვე შეიძლება ვთქვათ, რუსული გემი განადგურებული, მტერს დანაკარგი აქვს. ჩვენები ყოჩაღები არიან. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას! ჩვენ გავაგრძელებთ მტრის განადგურებას. მინუს ერთი სამხედრო გემი,“ – განაცხადა ბრატჩუკმა. […]
რუსეთმა უკრაინაში 600 რაკეტა გამოიყენა
რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის წინააღმდეგ ჯამში 600 რაკეტა გამოიყენა და უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ძალის 95% უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე დაკვირვების შედეგად დადასტურდა, რომ რუსული სამხედრო ძალები კვლავ ცდილობენ კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მარიუპოლის ალყაში მოქცევას. თუმცა აშშ-ის თავდაცვის […]
ოკუპანტებმა გოსტომელის თემის ხელმძღვანელი იმ დროს ჩაცხრილეს, როცა ხალხს პურსა და წამალს ურიგებდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევის რეგიონში დახვრიტეს გოსტომელის თემის ხელმძღვანელი, იური პრილიპკო – ამის შესახებ ინფორმაციას УНІАН ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქალაქის ხელმძღვანელი ორ ძმასთან ერთად იმ დროს მოკლეს, როდესაც ხალხს პურსა და წამლებს ურიგებდნენ. „გოსტომელის თემის თავმჯდომარე, იური ილიჩ პრილიპკო გარდაიცვალა, მშიერებს პურს ურიგებდა, ავადმყოფებს წამალს, დაშავებულებს მკურნალობდა და სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა. არავინ აიძულებდა მას ოკუპანტების ტყვიების ქვეშ გასულიყო. […]
თიკა კანდელაკს უკრაინის პროკურატურამ ბრალი წაუყენა
უკრაინის პროკურატურამ რუს ტელეწამყვან თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა. “უახლოეს დღეებში უკრაინის პროკურატურა დაიწყებს კანდელაკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესს”, – თქვა გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ. ვენედიქტოვა კანდელაკს აფრთხილებს, რომ მას შემდეგ, რაც ის რუსეთს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდა, შეიძლება, დააკავონ უკრაინაში ექსტრადირების მიზნით. რუსი ტელეწამყვანის წინააღმდეგ ბრალის წაყენების მიზეზი ტელეგრამისარხზე მისი განცხადებები გახდა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, […]
მაჰმუდ აჰმადინეჟადი – “ზელენსკი და უკრაინელებო, ირანის დიდი ერი თქვენ გვერდით დგას”
ირანის ექსპრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და სოლიდარობის გამომხატველ პოსტს “ტვიტერის” გვერდზე აქვეყნებს “დიდებულო უკრაინელო ერო, პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენმა საპატიო და შეუდარებელმა წინააღმდეგობამ გამოააშკარავა კაცობრიობის მტრების სატანისტური გეგმები”, – წერს ირანის ყოფილი პრეზიდენტი. ის მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს. “გჯეროდეთ, რომ ირანის დიდი ერი თქვენ გვერდით დგას და აღფრთოვანებულია ამ გმირული გამძლეობით,“- აცხადებს მაჰმუდ აჰმადინეჟადი. […]
ზელენსკი – “რუსეთი ოდესის დასაბომბად ემზადება”
რუსეთი ოდესის დასაბომბად ემზადება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, წუხელ პირველი ჩვენებები მისცეს რუსეთის ჩამოგდებული თვითმფრინავების მფრინავებმა. გარდა ამისა, უკრაინის დამცველებმა მიიღეს რუკები, რომლებიც ადასტურებს, რომ უკრაინაზე შეტევა და უკრაინული ქალაქების დაბომბვა რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ თავიდანვე დაიგეგმა. „ისინი ოდესის დასაბომბად ემზადებიან. რუსები ყოველთვის ჩადიოდნენ ოდესაში, იქ მხოლოდ სითბოს გრძნობდნენ. […]










