კატეგორია: მსოფლიო

ჟირინოვსკი ისევ ხელოვნურ კომაშია

რუსული მედიის ცნობით, ჟირინოვსკი ამჟამად ხელოვნურ კომაშია, მისი მდგომარეობა მძიმეა, დინამიკა  – ნეგატიური. პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, მისი სატურაცია 96%-დან 88%-მდე დაეცა. ჟირინოვსკი საავადმყოფოში უკვე 1 თვეა რაც იმყოფება.

„იაპონიის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს“ – რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი იაპონიის მთავრობის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება და საპასუხო ზომებს აანონსებს. „ზნეობისა და კეთილშობილური ქცევის და „ბუშიდოს” მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყანა, რომელიც ყოველთვის განცალკევებით დგას მთელი მსოფლიოსგან, მოულოდნელად ევროპის ქვეშ მოექცა. მართლა მაინტერესებს, ასეთი ერთი შეხედვით ჭკვიანი ადამიანები უცებ როგორ შეცდნენ და გაყინეს ჩემი აქტივები, რომლებიც არასდროს მქონია იაპონიაში?” – […]

„დაბომბვისას მსახიობმა ფაშა ლიმ ჯავშანჟილეტი გაიხადა, 9 ბავშვს გადააფარა,  თვითონ კი დაიღუპა“ 

6 მარტს, უკრაინელი ცნობილი მსახიობი ფაშა ლი გმირულად დაიღუპა. მისი გარდაცვალების მიზეზი ბავშვების დაცვის მცდელობისას რუსული ჭურვები გახდა. მსახიობმა ჯავშანჟილეტი გაიხადა და ბავშვებს გადააფარა… ახლა, მისმა მეგობარმა, ასევე ცნობილმა მომღერალმა, კამალიამ მომხდარზე დუმილი დაარღვია და ადგილობრივ მედია საშუალებას YNIAN-ს ფაშა ლის გარდაცვალების გმირულ ისტორიაზე ესაუბრა. „ჩემი მოდერატორი დიმა მუცლის არეში მძიმედ დაიჭრა. ზურგსა და ორივე […]

„უკიდურესად საშიში სიტუაციაა“ – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილთან კავშირი დაკარგა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მოულოდნელად დაკარგა კავშირი ჩერნობილის დაცვის მონიტორინგის სისტემებთან. „ამ დროისთვის არავის ესმის, რა ხდება ჩერნობილში და რა ემუქრება რეგიონს. უკიდურესად საშიში სიტუაცია”, – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ: 24 თებერვალს, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს, ხოლო პერსონალი მძევლად აიყვანეს.

აშშ-მ სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ-მ სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი. მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯით „ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს“ რუსეთის ხელმძღვანელობას, კერძოდ კი პუტინის რეჟიმს. „ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პუტინის ომის სუბსიდირებაში“, – აღნიშნა ბაიდენმა. არსებული ინფორმაციით, გაზის ფასის მზარდი დინამიკის მიუხედავად, აღნიშნულ ნაბიჯს აშშ-ში ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა […]

აშშ ევროპაში დამატებით 500 ჯარისკაცს გაგზავნის

ამერიკის სამხედრო ძალების 500 ჯარისკაცი ევროპაში გაემგზავრება. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ნატოს მოკავშირეების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით, ჯარისკაცებისა და სამხედრო აქტივების ევროპაში განლაგების ბრძანება გასცა. საჰაერო მხარდაჭერის ოპერატიული ცენტრი განლაგდება პოლონეთსა და რუმინეთში. ამჟამად, აშშ-ს დაახლოებით 100 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ევროპის სხვადასხვა ნაწილში განთავსებული. ნიუპოსტი

ბორის ჯონსონი – პუტინის აგრესია უნდა ჩავარდეს

ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ. ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჯონსონის თქმით, უკრაინაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა დაიწყო შეთხზული საბაბით. მისი თქმით, პუტინი „კიდევ უფრო იძირება, ომის დანაშაულებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოუდგენელი ძალადობის საშინელ კამპანიაში“. „გასული კვირის […]

იაპონიამ რუს და ბელარუს ოლიგარქებს აქტივები გაუყინა

იაპონიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ კიდევ 32 რუს და ბელარუს ჩინოვნიკსა და ოლიგარქს აქტივები გაუყინა. სამინისტროს ინფორმაციით, იაპონია ასევე კრძალავს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღჭურვილობის ექსპორტს რუსეთში. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე იაპონურმა კომპანიამ, „ტოიოტამ“ სანქტ პეტერბურგში მდებარე ქარხანაში წარმოება შეაჩერა. „ნისანი“, „სუბარუ“ და „მიცუბიშ მოტორსი“ ასევე ემზადებიან რუსეთიდან საკუთარი თანამშრომლების გასაყვანად. იპნ

„რუსებმა 1873 წელს აგებული ტაძარი ფერფლად აქციეს“

უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი ნექტარი მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს: „წმიდა გიორგის ტაძარი გადაგვიწვეს რუსმა ჯარისკაცებმა ბროვარსკის რეგიონში 1873 წელს აგებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ფერფლად აქციეს“.

რუსმა ოკუპანტებმა სუმი დაბომბეს – დაღუპულები არიან ბავშვებიც

ოკუპანტების მიერ სუმის საცხოვრებელი უბნების დაბომბვის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 ბავშვი. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის  პრესსამსახური იტყობინება. საჰაერო იერიში 7 მარტს მოხდა – მტრის თვითმფრინავმა დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე განახორციელა.