კატეგორია: მსოფლიო

“თითქმის ყველა შენობა დაზიანდა” – ტონგას ცუნამიმ უპრეცედენტო ზარალი მიაყენა

"თითქმის ყველა შენობა დაზიანდა" - ტონგას ცუნამიმ უპრეცედენტო ზარალი მიაყენა

წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოს, ტონგას ხელისუფლება აცხადებს, რომ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გამოწვეულმა ცუნამიმ კუნძულს „უპრეცედენტო ზიანი“ მიაყენა. მათივე თქმით, ცუნამი იმდენად ძლიერი იყო, რომ კუნძულზე არსებული თითქმის ყოველი შენობა დაზიანდა ან განადგურდა. ტონგას ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას კუნძულზე 3 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 2 ადგილობრივი და 1 გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე. 15 იანვარს ტონგას მახლობლად წყალქვეშა […]

ისრაელი – ფაიზერის მე-4 დოზა ომიკრონისგან ბოლომდე ვერ იცავს

ისრაელში 3 პირს კოვიდის ახალი, სამხრეთ აფრიკის შტამი აღმოაჩნდა

შებას სამედიცინო ცენტრში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, ფაიზერის კორონავირუსის  ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის თაიმს ოფ ისრაელი ავრცელებს. შებას სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტი, პროფესორი გილი რეგევ-იოხაი აცხადებს, რომ კვლევის შედეგები წინასწარია. „ანტისხეულების ზრდას ვხედავთ. უფრო მაღალია, ვიდრე მესამე დოზის შემდეგ. თუმცა, ოთხი დოზით აცრილებს შორის „ომიკრონი“ ვარიანტით […]

ავღანეთში მიწისძვრა მოხდა – 22 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში მიწისძვრა მოხდა - 22 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ პროვინცია ბადღისში, რომელიც თურქმენეთს ესაზღვრება, ასობით შენობა გაანადგურა. „სამწუხაროდ, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 22 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, 4 კი – დაშავებულია“, – განაცხადა პროვინციის ადმინისტრაციის ინფორმაციისა და კულტურის დირექტორმა ბაზ მოჰამად სარვარიმ. გავრცელებული […]

საფრანგეთში ვაქცინაციის საშვის წარდგენა სავალდებულო გახდა

საფრანგეთში კოვიდპასპორტები გააპროტესტეს

საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მიმართული მთავრობის უახლესი ზომები, მათ შორის ვაქცინაციის საშვი. ახალი კანონით, რომელიც უახლოეს დღეებში შევა ძალაში, ვაქცინაციის საშვის წარდგენა სავალდებულო იქნება მუზეუმებში, თეატრებში, კაფეებსა და რესტორნებში შესასვლელად და შორი მანძილის მატარებლებით მგზავრობისას. ვაქცინაციის საშვი მხოლოდ სრული ვაქცინაციის საფუძველზე გაიცემა. ამჟამად, არავაქცინირებულ მოქალაქეებს აღნიშნულ ადგილებში შესვლა შეუძლიათ, თუ ისინი კორონავირუსის […]

საბერძნეთში 60 წელზე უფროსი არავაქცინირებული პირები 100 ევროთი დაჯარიმდებიან

საბერძნეთში 60 წელზე უფროსი არავაქცინირებული პირები 100 ევროთი დაჯარიმდებიან

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები დღეიდან დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, არავაქცინირებულ პირებს ყოველთვიურად ჯარიმის სახით 100 ევროს გადახდა მოუწევთ. საბერძნეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში 60 წელს გადაცილებული პირების 90 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული ან აცრის გასაკეთებლად ვიზიტი დაჯავშნილი აქვს. დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დაჯარიმება ემუქრება. საბერძნეთში გასული დღის […]

ტეხასის სინაგოგიდან მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს

ტეხასის სინაგოგიდან მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 11- საათიანი ოპერაციის შემდეგ ტეხასის სინაგოგიდან 4 მძევალი უვნებლად გაათავისუფლა, ეჭვმიტანილი კი გარდაიცვალა. შეიარაღებული მამაკაცი სინაგოგაში, რელიგიური მსახურების დროს შეიჭრა და იქ მყოფი 4 პირი, მათ შორის რაბინი მძევლად აიყვანა. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დალასის სპეციალურმა აგენტმა მეთიუ დესარნომ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, მაგრამ ხელისუფლება მის ვინაობას არ ამხელს, რადგან […]

პეკინში ომიკრონის გამო ახალი შეზღუდვები წესდება

პეკინში ომიკრონის გამო ახალი შეზღუდვები წესდება

პეკინში “ომიკრონ” ვარიანტის დაფიქსირების გამო დამატებითი შეზღუდვები წესდება. პეკინი მოგზაურებს მოსთხოვს, ჩაიტარონ ტესტი ჩინეთის დედაქალაქში ჩასვლიდან 72 საათის განმავლობაში. ახალი წესი, რომელიც ძალაში 22 იანვარს შევა, მარტის ბოლომდე იმოქმედებს. პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშამდე დაახლოებით 20 დღე რჩება, ქალაქში კი “ომიკრონ” ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. მოქალაქეს, რომელსაც ახალი შტამი დაუფიქსირდა, ქალაქგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, […]

ყაზახეთში არეულობის დროს 225 ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ყაზახეთში, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობისას, გარდაცვლილთა რიცხვი 225-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. „საგანგებო მდგომარეობის დროს 225 ადამიანის ცხედარი მორგებში გადაასვენეს, მათგან 19 სამართალდამცავი და სამხედრო პერსონალი იყო“, – განაცხადა ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა სერიკ შალაბაევმა. “სხვები იყვნენ “შეიარაღებული ბანდიტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტულ თავდასხმებში”, – დასძინა შალაბაევმა. „სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოქალაქეებიც გახდნენ ტერორისტული აქტების მსხვერპლი”, -აღნიშნა […]

ტონგაში წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა

ტონგაში წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა

წყალქვეშა ვულკან ჰინგა-ტონგას ამოფრქვევის გამო წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო ტონგას ცუნამი დაატყდა თავს. BBC-ის ინფორმაციით, წყნარ ოკანეში ვულკანის საკმაოდ ძლიერი ამოფრქვევა დაფიქსირდა, რამაც გიგანტური ტალღები წარმოქმნა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ გაანადგურა ტალღებმა რამდენიმე სახლი. ამასთან, ვულკანიდან ამოსულმა კვამლმა და ფერფლმა ტონგას დედაქალაქ ნუკუალოფამდეც მიაღწია. დაშავებულებსა და მსხვეპრლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. იპნ

ბრიჯიტ მაკრონი – “მე სქესი არ შემიცვლია და ტრანსგენდერი არ ვარ”

ბრიჯიტ მაკრონი - "მე სქესი არ შემიცვლია და ტრანსგენდერი არ ვარ"

საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ, ბრიჯიტ მაკრონმა, განაცხადა, რომ ბოროტმოქმედები, რომლებმაც მისი ტრანსგენდერობის შესახებ ჭორები გაავრცელეს, ინტერნეტში მისი ოჯახის შესახებ მონაცემები შეცვალეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. “თავიდან შორიდან ვუყურებდი ამას, მესმოდა რას ამბობდნენ, სანამ მივხვდებოდი, რომ მათ ჩემი ოჯახის გენეალოგიური ხე შეცვალეს… უცებ ჩემი საკუთარი ძმა გავხდი. აქ კი ჩემი მშობლების გენეალოგიაზეა საუბარი და ეს დაუშვებელია”, – განაცხადა […]