კატეგორია: მსოფლიო

ბლინკენი – “ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება”

შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს წერილობითი პასუხი გასცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შეკავებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა პირადად მიაწოდა. როგორც ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადა, წერილობითი დოკუმენტი ხაზს უსვამს სფეროებს, სადაც აშშ-მა განაცხადა, რომ ხედავს რუსეთთან პროგრესის პოტენციალს […]

გერმანიაში რუს მეცნიერ ილნურ ნაგაევს ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს

გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა რუს მეცნიერს, რომელიც ბავარიის უნივერსიტეტში იყო დასაქმებული, ბრალი წაუყენა. გერმანიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბრალდებული ილნურ ნაგაევი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს კოსმოსური სარაკეტო პროგრამა არიანის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ბრალდების დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 2019 წელს, ილნურ ნაგაევსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს შორის რეგულარული შეხვედრები იმართებოდა და ბრალდებულმა ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ 2 500 […]

ბაიდენი პუტინს პერსონალური სანქციებით დაემუქრა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს. „ის, თუ მთელი ძალებით შევა, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, „დიახ, მე […]

ხორვატიის პრემიერმა პრეზიდენტის სიტყვების გამო უკრაინელებს ბოდიში მოუხადა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. „იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, ხოლო პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტიგენტი სამშობლოში უკვე დაბრუნდა, არ ვიცი, რომელი სამხედროების გამოყვანას აპირებს პრეზიდენტი. უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მთავრობის სახელით უკრაინელებს ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა ხორვატიის […]

ათენში თოვლმა პრობლემები შექმნა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დიდთოვლობის გამო საჰაერო მიმოსვლა და სახმელეთო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, ასობით მძღოლი ავტომაგისტრალზეა ჩარჩენილი. სამაშველო ჯგუფები მძღოლების დახმარებას ცდილობდნენ. ადგილობრივ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ჯარისკაცებს მძღოლებისთვის საკვები, წყალი და თბილი პლედები მიაქვთ. თხუთმეტი მგზავრი დაშავდა საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში, როდესაც სარკინიგზო სატრანსპორტო მანქანამ თოვლში ჩარჩენილი მატარებლის გაყვანა სცადა, რომელშიც დაახლოებით 200 მგზავრი […]

საფრანგეთში 16 წელზე უფროსი პირები ვალდებული არიან წარადგინონ ვაქცინაციის პასპორტი

საქართველოს საელჩო საფრანგეთში კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ახალი რეგულაციის თანახმად, 24 იანვრიდან, საფრანგეთში 16 წელს ზემოთ ასაკის პირები ვალდებული იქნებიან, წარადგინონ ვაქცინაციის პასპორტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესასვლელად, ასევე რეგიონთაშორისი ტრანსპორტით და თვითმფრინავით მგზავრობისას (გამონაკლისს წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებები და მოხუცთა თავშესაფრები, სადაც კვლავ შესაძლებელი იქნება, აქამდე არსებული სანიტარიული პასპორტით მოხვედრა). ვაქცინაციის პასპორტი […]

ბორელი – “ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების გაყვანას არ გეგმავს”

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი, აშშ-სგან განსხვავებით, ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას არ გეგმავს. კითხვაზე, რას ნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანის შესახებ და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ომი ახლოსაა, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ ამ განცხადების მიზეზს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახსნის, […]

უკრაინამ აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პარტია მიიღო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერში“ წერს. მისი ინფორმაციით, კიევში ამერიკულმა თვითმფრინავმა 80 ტონაზე მეტი იარაღი ჩაიტანა. „80 ტონაზე მეტი იარაღი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან! და ეს არ არის დასასრული“, – წერს უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. შეგახსენებთ, შაბათს […]

სომხეთის პრეზიდენტი სარქისიანი გადადგა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის გადადგომის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სრულიად არაემოციურია და გარკვეული ლოგიკიდან მოდის. “გვაქვს პარადოქსული სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი იძულებულია იყოს სახელმწიფოებრიობის გარანტი, ფაქტობრივად, რეალური ინსტრუმენტების გარეშე. კონსტიტუცია ასევე გულისხმობს ერთი დაწესებულების უპირატესობას მეორეზე, უქმნის დაბრკოლებებს დიასპორის სპეციალისტებს მონაწილეობა მიიღონ ისტორიული სამშობლოს სახელმწიფო ინსტიტუტების მართვაში […]

ალასკაზე მიწისძვრა მოხდა

ამერიკის შტატ ალასკას სანაპიროსთან 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ქალაქ უნალაშკასთან 3 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს. რუსთავი 2