რამზან კადიროვმა საკუთარ თავს ჩეჩნეთის გმირის წოდება მიანიჭა. მედალი მას ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა გადასცა. დაუდოვის თქმით, რამზან კადიროვი პირველია ვინ ეს წოდება მიიღო. მისივე თქმით, კადიროვის “ღვაწლი განსაკუთრებული შესწავლის ღირსია”. ცნობისთვის, კადიროვმა საკუთარ თავს ცოტა ხნის წინ, “ერის მამის” წოდებაც მიანიჭა.
კატეგორია: მსოფლიო
თურქეთში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, აღმოსავლეთ თურქეთში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქ დიარბაქირის ჩრდილოეთით მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით […]
ამერიკის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. ვიდეო და ფოტო მასალას უკრაინული მედია ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, რომ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევის ცენტრში, მიხაილოვსკაიას მოედანზე გადაადგილდება. ვიდეოში ისმის საჰაერო განგაშის ხმაც. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელებული არ იყო. ცნობილი იყო, რომ უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას აპირებდა.
თურქეთში ნანგრევებში მოყოლილი ფეხბურთელი კრისტიან ატსუ გარდაიცვალა
თურქული „ჰათაისფორისა“ და განას ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ატსუ მიწისძვრის შედეგად დაიღუპა. „კრისტიან ატსუ ნაპოვნია. სამწუხაროდ, ის დაიღუპა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის აგენტმა, მურატ უზუნმეჰმეთმა. 31 წლის ფეხბურთელი სახლის ნანგრევებში აღმოაჩინეს, რომელიც ქაჰრამანმარაშში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაინგრა. „ჰათაისფორში“ გადასვლამდე ატსუ „ჩელსიში“, „ნიუკასლში“, „პორტუში“, „რიუ ავეში“, „ვიტესში“, „ევერტონში“, „მალაგაში“, „ბორნმუთსა“ და „ალ-რეადში“ თამაშობდა. ნახევარმცველმა განას […]
ტაჯიკეთში ზვავს 15 ადამიანი ემსხვერპლა – ვიდეო
თურქეთში მიწისძვრის შემდეგ მთას ლოდები მოსწყდა და სახლები გაანადურა
ვინ იყო რუსი გენერალი, რომელმაც საკუთარ სახლში თავი მოიკლა
გენერალ-მაიორმა, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვლადიმერ მაკაროვმა თავი მოიკლა. იანვარში ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.ვლადიმერ მაკაროვმა დღეს დილით საკუთარ სახლში სოფელ გოლიკოვოში ბერკუტ-2M კარაბინიდან გაისროლა. შემთხვევის დროს სახლში მისი მეუღლე იმყოფებოდა.
სამი რუსი ავტორიტეტი, რომელიც „ვაგნერის“ წევრი იყო, უკრაინაში მოკლეს
ellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფი ამბობს, რომ სამი რუსი კრიმინალური ავტორიტეტი დაიღუპა უკრაინაში ომში. ისინი კოლონიებში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერმა” გაუშვა. მათი ცნობით, დაღუპულები არიან 59 წლის სერგეი მაქსიმენკო, 55 წლის ანდრეი ბერეჟნიხი და 55 წლის იგორ კუსკი. Bellingcat წერს, რომ ანდრეი ბერეჟნიხს 2013 წელს, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას მკვლელობას, ასევე მრავალ სხვა […]
პოლიციელი ქალი და მისი 15 და 10 წლის გოგონები ნანგრევების ქვეშ დაიღუპნენ
თურქეთის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შემაძრწუნებელ ისტორიებს ბოლო არ უჩანს. სტიქიიდან უკვე მეხუთე დღეა გასული, ხოლო მსხვერპლთა რაოდენობა 24 ათასს უახლოვდება. ჰატაიში მომხდარი მიწისძვრას პოლიციელი ემინე ჩანკირი და მისი ორი არასრულწლოვანი ქალიშვილი, 15 და 10 წლის გოგონები ემსხვერპლნენ, მათ ცხედრები ნანგრევებიდან უკვე ამოასვენეს და მარმარისში გადაასვენეს. ჩანკირისა და მისი ქალიშვილების ხსოვნის ცერემონია არმუტალანის მეჩეთში გაიმართა.
თურქეთში მიწისძვრას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ია ჭკადუაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისივე ახლობლები ავრცელებენ. ცხედარი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ისევ შეიცვალა. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვი სირიასა და თურქეთში 11.000-ს გადააჭარბა. დაშავებულია 40.000-მდე ადამიანი.