კატეგორია: მსოფლიო

ირანში ნავთობსადენი აფეთქდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ნავთობსადენი აფეთქდა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურა გახდა. „შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – განაცხადა ნავთობით მდიდარი ხუზისტანის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ბიძგები იგრძნობოდა.

საფრანგეთმა ლა მანშის სრუტესთან მიგრანტთა ბანაკი დაშალა

საფრანგეთმა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ლა-მანშის სრუტესთან არსებული მიგრანტთა ბანაკი დაშალა, საიდანაც მიგრანტები გაერთიანებულ სამეფოში შეღწევას ცდილობდნენ. ბანაკში მცხოვრები 1.500-ზე მეტი მიგრანტი სხვა ბანაკში გადაიყვანეს, ტერიტორია კი გაათავისუფლეს. ამასთან, სამართალდამცავებმა 13 პირი დააკავეს, რომლებმაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. მედია წერს, რომ რამდენიმე თვეა საფრანგეთის სანაპიროდან ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის გაერთიანებულ სამეფოში შეღწევას ყოველდღიურად ასობით მიგრანტი ცდილობს. მხოლოდ ბოლო 1 […]

საფრანგეთი და გერმანია – “რუსეთის უკრაინაში შეჭრას სერიოზული შედეგები მოჰყვება”

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჰაიკო მაასი უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. გერმანიამ და საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალებისა და ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით, ორმა მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, თავშეკავებულობა შეინარჩუნოს და სამხედრო […]

ისრაელში 5-11 წლის ბავშვების კოვიდზე აცრა იწყება

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 5-11 წლის ასაკის ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება შეუძლიათ და ვაქცინაციის დაწყების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ვაქცინაციის საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა კომიტეტის მიერ გასულ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა. „კომიტეტის ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, ამ ასაკობრივი ჯგუფის პირების ვაქცინაციის […]

ირანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა ძლიერ მიწისძვრას ირანში. სტიქიის სიმძლავრემ 6 მაგნიტუდას გადააჭარბა. დაშავდა 27 ადამიანი, შეფერხდა სატელეფონო და ინტერნეტის კავშირები. ირანის პრეზიდენტმა ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს სამაშველო ოპერაციების დროული ჩატარება და მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში სიტუაციის შესწავლა დაავალა. რუსთავი 2

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ირანის სამხრეთით მდებარეობდა. ამის შესახებ ევროპა – ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 12:07 საათზე იგრძნეს, რომლის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში, ქალაქ ბენდერ -აბასიდან 59 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, ინფორმაცია დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი. იპნ

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთს ცეცხლი დაუშინეს

სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო მონაკვეთზე ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყებიან.სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეეცადნენ, საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით შეტევა განეხორციელებინათ, რის შედეგადაც ინტენსიური ორმხრივი სროლები დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „14 ნოემბერს დაახლოებით 13:00 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეეცადნენ პოზიციური შეტევა განეხორციელებინათ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებაზე. დაიწყო ინტენსიური ორმხრივი სროლა. […]

50 მიგრანტი ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა

დაახლოებით 50-მა მიგრანტმა ბელარუსის საზღვარზე თავდაცვის ზონა გაარღვია და პოლონეთში, სოფელ სტარჟინას მახლობლად შევიდა, – ინფორმაციას Reuters პოლონეთის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ვითარება საზღვარზე სულ უფრო დაძაბული ხდება. ათასობით მიგრანტი ევროკავშირში გადასვლის იმედით ბელარუსში გაემგზავრა, თუმცა საზღვარზე მობილიზებული სამხედრო პერსონალის გამო მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოახერხეს. ადამიანებს რთულ პირობებში, სიცივესა და ყინვაში […]

მაკრონი – “65 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები ბუსტერ დოზით უნდა აიცრან”

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 65 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებმა დეკემბრის შუა რიცხვებამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზა უნდა მიიღონ, იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის საშვი, QR კოდი, ვალიდური იყოს. „პანდემია არ დაგვისრულებია. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს თავისი როლი პანდემიის „მეხუთე ტალღის“ თავიდან ასაცილებლად,“- განაცხადა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს და დასძინა, რომ კვლევების თანახმად, […]

პოლონეთში დააკავეს ყველა პირი, ვინც საზღვრის გადაკვეთა სცადა

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა. ”ეს არ იყო მშვიდი ღამე. პოლონეთის საზღვრის დარღვევის ბევრი მცდელობა განხორციელდა”, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა და დასძინა, რომ ყველა, ვინც საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, დააკავეს. მისივე თქმით, სასაზღვრო რეგიონში დამატებითი ძალები განალაგეს და სამხედროების რაოდენობა 12-დან 15.000-მდე გაზარდეს. პოლონეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამშაბათს […]