კატეგორია: მსოფლიო

ისრაელში 5-11 წლის ბავშვების კოვიდზე ვაქცინირება დაიწყო

ისრაელში 5-11 წლის ასაკის ბავშვების კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. ისრაელის 9.4-მილიონიანი მოსახლეობიდან 1.2 მილიონს აღნიშნული ასაკის ბავშვები შეადგენენ. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრის სტატისტიკით ამ ასაკობრივ ჯგუფზე ინფიცირების შემთხვევების მესამედზე მეტი მოდის. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 1.3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8.000-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 57% სრულად ვაქცინირებულია, რაც იმას ნიშნავს, […]

ბულგარეთში ავტობუსი დაიწვა – 45 ადამიანი დაიღუპა

ბულგარეთის დასავლეთ ნაწილში, ავტომაგისტრალზე მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, დაღუპულია მინიმუმ 45 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ამასთან, 7 ადამიანი სხვადასხვა სახის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამგზავრო ავტობუსს ჩრდილოეთ მაკედონიური სანომრე ნიშნები ჰქონდა და დაღუპულებისა და დაშავებულების უმეტესობა ჩრდილოეთ მაკედონიიდან არიან. იპნ

ავსტრიაში სრული ლოქდაუნი ამოქმედდა – სახლიდან მხოლოდ სამსახურში ან სურსათის მაღაზიაში გახვალთ

ავსტრიის მთელს ტერიტორიაზე დღეიდან სრული ლოქდაუნი ამოქმედდა. შეზღუდვების ფარგლებში, მოქალაქეებს შინ დარჩენა ევალებათ, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც სახლიდან სამსახურში, საკვების საყიდლად ან სავარჯიშოდ წასასვლელად გავა. ქვეყანაში დაიხურა რესტორნები, ბარები, საპარიკმახეროები და მაღაზიები, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება. შეზღუდვები 12 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სიტუაციის შეფასება 10 დღის შემდეგ მოხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ […]

აშშ-ში 2 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაილ რიტენჰაუზი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა 2020 წლის აგვისტოში 2 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაილ რიტენჰაუზი უდანაშაულოდ ცნეს. 2020 წელს უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა შავკანიანი მამაკაცი დაჭრა. დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა, რომლის დროსაც აქტივისტების ნაწილმა ქალაქის სასამართლოს შენობაში შეჭრა სცადა. კაილ რიტენჰაუზი, რომელიც მაშინ 17 წლის იყო, მოხალისეებს შეუერთდა, რათა ქალაქი […]

უკრაინის დაზვერვის შეფი კირილ ბუდანოვი – “რუსეთი ჩვენზე თავდასხმას იანვრის ბოლოს აპირებს”

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა, რომელიც იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში შეტევისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Military Times -თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმა, როგორც ჩანს, მოიცავს ავიადარტყმებს, საარტილერიო და სატანკო შეტევებს შემდგომი სადესანტო დარტყმებით აღმოსავლეთში, ოდესაზე და მარიუპოლზე, ასევე მცირე შეჭრას ბელარუსის გავლით. ბუდანოვის თქმით, […]

იერუსალიმში 1 ადამიანი მოკლეს და 4 დაჭრეს

იერუსალიმში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს თავდამსხმელს, 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს, რომელიც გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი “ჰამასთან” იყო კავშირში და როგორც ჩანს, ტერაქტი წინასწარ იყო დაგეგმილი. იპნ

ხანძარი პარიზში

პარიზის ცენტრში, ოპერის მოედანთან ახლოს, კაპუცინების ბულვარზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. „მეხანძრეები ჩართულები არიან, მოერიდეთ ტერიტორიასთან მიახლოებას“, – ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. იპნ

“37,5 ჰქონდა ტემპერატურა, ახველებდა…” – პუტინს COVID-19-ის დელტა შტამი დაუდასტურდა

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ბლოგერი, პროფესორი ვალერი სოლოვეი ტვიტერზე წერს და დაძენს, რომ პუტინს დელტა შტამი აქვს. სოლოვეის ამ ტვიტის პასუხად დაუწერეს, რომ ვლადიმირ პუტინი დღეს შსს-ს კოლეგიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სულაც არ ჰგავდა ავადმყოფს, მაგრამ პასუხად ჟურნალისტმა დაწერა: “დიახ, გამოვიდა, ტემპერატურით 37,5, ახველებდა. ინტენსიურად მკურნალობენ, არავის უთქვამს, რომ […]

გერმანიაში 24 საათში კოვიდის 65.000 შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიაში, გასულ 24 საათში, კორონავირუსის 65.000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ქვეყნის ინფექციური დაავადებების სააგენტოს, „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, ლოთარ ვილერის განცხადებით, ეს რიცხვი რეალურად, შესაძლოა, ორჯერ ან სამჯერ მეტი იყოს. „ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ. ვინც უარს ამბობს ამის დანახვაზე, დიდ შეცდომას უშვებს,” – განაცხადა ვილერმა. გერმანიის […]

პოლონეთის საზღვარზე 100 მიგრანტი დააკავეს

პოლონეთის უსაფრთხოების ძალებმა ასამდე მიგრანტი დააკავეს, როდესაც ისინი საზღვრის გარღვევას და ბელარუსიდან პოლონეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „პოლონელმა ძალებმა დაახლოებით 100 მიგრანტი დააკავეს,“- აცხადებენ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში. მათივე მტკიცებით, მიგრანტების აღნიშნული ჯგუფის მცდელობას, შეეღწიათ პოლონეთის ტერიტორიაზე, ბელარუსულმა ძალებმა შეუწყვეს ხელი. პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, ოთხშაბათს მიგრანტების მიერ […]